სასამართლოში გაწელილი პროცესები – რა ეტაპზეა პანდემიის დროს დაჯარიმებულთა საქმეები

კორონაპანდემიის დროს გამოწერილ ჯარიმებს რა ბედი ეწევა – ეს კითხვა დავუსვით დღევანდელ გადაცემაში იურისტს, რადგან დაიწყო საუბრები ჯარიმებსი ჩამოწერაზე. ჩვენ ამ თემას ადრეც შევეხეთ და ამჯერადაც ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატ ეკა ლომიძეს ვესაუბრებით ამის გასარკვევად.

პირველ რიგში გვითხარით, რა ეტაპზეა ის საქმეები, რომლებიც თქვენ აიღეთ თქვენს თავზე ჯარიმების გასაჩივრებასთან დაკავშირებით

– აქამდე, ვიდრე კომენდანტის საათი მოქმედებდა, მომართვიანობა საკმაოდ მაღალი იყო. ბევრი ადამიანი თვლიდა, რომ უკანონოდ დააჯარიმეს. მათი თქმით, საპატიო მიზეზის გამო უწევდათ გარეთ გასვლა. ასევე რთული იყო 144–ზე დარეკვა, ამიტომ აჯარიმებდნენ ადამიანებს. ჩვენ ასეთი ბევრი შემთხვევა გვქონდა.

ასეთი საქმეების გადაწყვეტა როგორ ხდება, რამდენად წყდება ისინი მოქალაქეების სასარგებლოდ

– როცა ვასაჩივრებდით,

წარმოებაში არსებული საქმეებიდან, ალბათ 1% გადაწყდა , დანარჩენმა სასამართლოში გადაინაცვლა და ეს საქმეები ჯერჯერობით განხილული არ არის.

ამ პერიოდში ხომ არ ერიცხებათ დამატებით საურავები

– არა, კანონში ასე ჩაიწერა, არ ერიცხება საურავი. დღეს ასეთი სიტუაცია გვაქვს, რომ ჩაინიშნოს სასამართლოები. იმედი გვაქვს, რომ გაითვალისწინებს სასამართლო ამ საქმეებს. სასამართლოში არსებულ საქმეებზე როცა ვსაუბრობთ, ძირითადად, 2000 ლარიან ჯარიმებს ვგულისხმობ. რაც შეეხება პირბადის უქონლობის გამო 20 ლარიან ჯარიმებს, მათი დიდი ნაწილი გაუქმდა. 

შეიძლება მოლოდინია, რომ ჩამოაწერენ ჯარიმებს და ამიტომ იწელება პროცესები

– ვფიქრობ, რომ განზრახ არ იხილება, თითქოს ყველა ელოდება რაღაცას. მართლა შეუსაბამოდ მაღალი ჯარიმაა. ადამიანი, რომელიც უმუშევარი დარჩა და გამოვიდა მერე გარეთ, რომ მაგ. ბავშვისთვის წამალი ეყიდა, აჯარიმებენ 2000 ლარით. თითქოს, გაზრახ არის მართლაც გაჩერებული ეს საქმეები.