LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საშემოდგომო აქციები, სიურპრიზები და გაიაფებული მედიკამენტები ,,ავერსის” ქსელში

20
bregvadzemeladze

გადაცემის ლაივი LIVE

რადიო „ფორტუნამ“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემამ „პულსი“ კომპანია „ავერსს“ და მის წარმომადგენლებს – საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს ლალი ბრეგვაძეს და სააფთიაქო ქსელის მარკეტინგის დირექტორს ქეთი მელაძეს უმასპინძლა, რომლებმაც ,,ავერსის” საშემოდგომო აქციებზე ისაუბრეს.

– ქალბატონო ლალი, პირველი კითხვით თქვენ მოგმართავთ. საინტერესოა პანდემიამ რა თავისებურებები შემოიტანა სააფთიაქო ქსელის მუშაობაში, რა გამოწვევები იყო თქვენს წინაშე, როგორ შეხვდით პანდემიას და როგორ აგრძელებთ მუშაობას პანდემიის პირობებში?

ლალი ბრეგვაძე: მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისათვის. დღეს, გართულებული ეპიდსიტუაციის ფონზე ქვეყანაში რთული ვითარებაა. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ფარმაცევტებს, რომლებიც ერთ-ერთი რისკ-ჯგუფი იყვნენ და არიან, თუმცა მაინც ემსახურებოდნენ და ემსახურებიან მომხმარებელს. ჩვენთვის მთავარია მომხმარებელი, მათი ჯანმრთელობა და ჩვენი ფარმაცევტები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მათ ყველა წესის და რეკომენდაციის დაცვით მიაწოდონ  შესაბამისი პროდუქცია. ჩვენი ფარმაცევტები კარანტინის დროსაც გრძნობდნენ ამ დიდ პასუხისმგებლობას და არცერთ მათგანს უარი არ უთქვამს სამსახურში გამოსვლაზე. სწორედ ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა მათ მადლობა ვუთხრა.

– ვისაუბროთ იმ აქციებზე და სიურპრიზებზე, რომლებსაც მომხმარებელს მუდმივად სთავაზობთ. ამ ეტაპზე რა აქციების ქსელში, რითი გვანებივრებთ?

ლალი ბრეგვაძე: ყველანაირად ვცდილობთ, რომ მომხმარებელს ფასდაკლებები და აქციები შევთავაზოთ. მაგალითად დღეს ღიმილის საერთაშორისო დღეა, ამიტომ მთელი ქვეყნის მასშტაბით „ლაკალუტის“ პირის ღრუს მოვლის საშუალებებს 35%-იანი ფასდაკლებით გთავაზობთ. გარდა ამისა, აქცია არის „ნატურა ვერდეს“ პროდუქციაზე. ეს გახლავთ ბიოპროდუქტი, რომელსაც პირის ღრუს მოვლის მრავალფეროვანი საშუალებები აქვს, როგორც კბილის პასტა, ასევე სავლები და ა.შ.

– ქეთი, აქციების თემით უკვე თქვენთან გადმოვინაცვლებ. კიდევ რა აქციებია შემოთავაზებული ქსელში და რა აქციებს უნდა ველოდოთ შემოდგომაზე?

ქეთი მელაძე: პირველ რიგში მეც მოწვევისათვის გადაგიხდით მადლობას. დავიწყოთ საუბარი საბავშვო აქციებით. მთელი სექტემბრის განმავლობაში იყო აქცია სხვადასხვა საბავშვო პროდუქტზე და ეს აქციები გრძელდება ოქტომბერშიც. ჩვენს ქსელში წარმოდგენილია ძალიან კარგი ბრენდი, „ჩიპოლინო“, რომლის სკუტერებსა და ველოსიპედებზეც აქცია გრძელდება და ამ ეტაპზე „ავერსის“ ქსელში მათი შეძენა 25%-იანი ფასდაკლებითაა შესაძლებელი. გარდა ამისა ჩვენ ყოველთვის გვაქვს აქცია ბავშვთა პროდუქტებზე და კვებაზე. ამ ეტაპზე აქციები გვაქვს საფენებზე, „ჰაგისსა“ და „ლიბეროზე“, ასევე ბავშვთა კვების პროდუქტ „ჰაინცზე“. ეს აქციები მთელი ოქრომბერი გაგრძელდება.

„ავერსს“ ტრადიციასავით აქვს უკვე, რომ ყოველ უქმეებზე რომელიმე ერთი ბრენდის პროდუქციაზე არის სერიოზული, 30%-იანი ფასდაკლება, საუბარია არამედიკამენტებზე, სხეულისა და სახის მოვლის საშუალებებზე. ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე წინა დღეებში ანონსდება თუ კონკრეტულად რომელ ბრენდზეა აქცია მომდევნო შაბათ-კვირას.

ასევე ვცდილობთ, რომ მომხმარებელს აქციები შევთავაზოთ საერთაშორისო დღეების მიხედვით. მაგალითად გულის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გვქონდა ფასდაკლება  გულის და წნევის, ასევე დიაბეტის სამკურნალო და მარეგულირებელ საშუალებებზე. გარდა ამისა იყო აქცია წნევის საზომ აპარატებზე.

– რას გვეტყვით თქვენი სერვისის, „სააფთიაქო თაროს“  შესახებ?

ქეთი მელაძე:  პროექტი „სააფთიაქო თარო“ თქვენი პირადი, ვირტუალური თაროა, რომელზეც შეგიძლიათ განათავსოთ ქრონიკული დაავადებების საწინაარმდეგო ათი მედიკამენტი, რომლებსაც მუდმივად მოიხმართ. შედეგად ამ მედიკამენტებზე მომხმარებელს ყოველდღე ერთნაირი, დაკლებული ფასი დახვდება იმის მიუხედავად, არის თუ არა იმ დღეს აქცია ან ფასდაკლება. ნუ დაელოდებით ფასდაკლების დღეს, უმჯობესია განათავსოთ მედიკამენტი პირად თაროზე. საუბარია იმ მედიკამენტებზე, რომლებიც მუდმივად გჭირდებათ. აღსანიშნავია, რომ გარდა მედიკამენტებისა, თაროზე ათი არამედიკამენტის განთავსებაც შესაძლებელია. „სააფთიაქო თარო“ მაქსიმალურად არის მორგებული თითოეული მომხმარებლის ინდივიდუალურ ინტერესზე.

ლალი ბრეგვაძე: ჩვენ ვაწარმოეთ დაკვირვება მომხმარებელთა მონაცემებზე, ჩვენთვის ცნობილია საშუალოდ რას და რამდენს ყიდულობენ ისინი. რეალურად ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეიქმნა ეს პროდუქტი იმისათვის, რომ არსებული ფინანსური კრიზისის ფონზე შეძლებისდაგვარად გავუადვილოთ მომხმარებელს საჭირო მედიკამენტების და არამედიკამენტების შეძენა. კომპანია „ავერსი“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მომხმარებელმა თავისთვის საჭირო და აუცილებელი პროდუქციის შეძენა შეძლოს. ამიტომაც მთელ სააფთიაქო ქსელში გავაიაფეთ მედიკამენტები. ვფიქრობ საქართველოს მოსახლეობას ასეთ რთულ პერიოდში გვერდში არა მხოლოდ ჩვენი კომპანია, არამედ მთლიანად კერძო სექტორი უნდა დაუდგეს.

გადაცემის აუდიჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები