LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზაფხულო მაკიაჟის ტენდენციები – სილამაზის აკადემია

2
akademioashow

გადაცემის ლაივი LIVE

საზაფხულო მაკიაჟის ტენდენციები – ვიზაჟისტი შორენა ჯიქია სტუმრად გადაცემაში “სილამაზის აკადემია“.

რა არის წელს ზაფხულის ტრენდი?

ზაფხულში ტრენდული არის რაც შეიძლება პრიალა და ბრჭყვიალა ფერები. ქალბატონების უმრავლესობას აქვს რუჯი ან აპირებენ რუჯის მიღებას, შესაბამისად, მკვეთრი ფერები თვალებზე და მკვეთრად თვალების გამოკვეთა ნაკლებად არის აქტუალური, რადგან ყველას უნდა რუჯის წარმოჩენა, შესაბამისად გარუჯული კანი უფრო აქტუალურია. რაც უხდება რუჯს, სწორედ ის პიგმენტები უნდა წავისვათ, ოქროსფერი „გლითერები“, ილუმინატორები. ვისაც არ უყვარს ეგრეთ წოდებული ბზინვარე და პრიალა ბაზები, გამოიყენება მატი ეფექტის ტონალურები.

რა დატვირთვა უნდა მივცეთ ჩრდილებს?

რაც შეეხება ჩრდილებს, ჩრდილების დანიშნულებაა გაზარდოს თვალის ფორმა და მისცეს მოცულობა. ჩრდილების არჩევისას ვაკვირდებით თვალის ფერს, კანის ფერს და მხოლოდ ამის მერე ხდება ჩრდილების შერჩევა.

ჩრდილები წარმოაჩენენ თვალების ბუნებრივ ფერს, ჩვენი მიზანია გამოვაჩინოთ, ხაზი გავუსვათ თვალებს და არ შევასუსტოთ მათი ბუნებრივი ფერი, აქედან გამომდინარე გარუჯული კანის შემთხვევაში აქტუალურია ქვიშის ფერი, ოქროსფერი ჩრდილები,  გარუჯულ კანზე არ არის ბევრი დატვირთვა მიზანშეწონილი.

რამდენად უწევ რეკომენდაციას ზაფხულში ტონალურის გამოყენებას?

გარუჯულ კანზე არ არის საჭირო სქელი სტრუქტურის ტონალურის გამოყენება, მიზანშეწოლილია თხელი სტრუქტურის ტონალურით დავამუშაოთ კანი.

ხოლო ტუჩსაცხის არჩევისას უნდა გვახსოვდეს ორი რამ: მუქი ფერის პომადა ასაკს მატებს, ვიდრე სხვა ნებისმიერი კოსმეტიკური პროდუქტი.

ხოლო უფრო თბილი, ნათელი ტუჩსაცხი ყოველთვის აახალგაზრდავებს, რადგან გამოკვეთს კანის თბილ ტონებს და აცოცხლებს სახეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები