LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სესხები შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე” – “ფინკა ბანკის” ახალი პროდუქტი

18
62139677_1239634856199667_6858510112500219904_n

საბანკო რეგულაციების შემდეგ, მოსახლეობისთვის სესხზე ხელმისაწვდომობის პრობლემა გაჩნდა. სწორედ ამიტომ “ფინკა ბანკმა” ბაზარზე ახალი პროდუქტები გამოიტანა. დეტალებზე “ბიზნესნიუსს” ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი გვანცა კიკალიშვილი ესაუბრა.

– რა ახალი საკრედიტო პროდუქტები აქვს ამ დროისთვის „ფინკა ბაკს”  და რა იყო ამის მიზანი 

– ჩვენ გავაფართოვეთ საკრედიტო პროდუქტების ჩამონათვალი. სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის შევქმენით მათზე მორგებული გრაფიკით. ამის მიზეზი ის იყო, რომ მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია მომხარებლებთან, ბოლო პერიოდმა გვაჩვენა, რომ მათ სჭირდებათ რესურსები და არ არსებობს ხელმისაწვდომობა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა მათზე მორგებული საკრედიტო პროდუქტები. ერთ-ერთი არის სესხი, რომელიც განკუთვნილია მათთვის, ვისაც შემოსავლების დოკუმენტურად დადასტურება უწევს. ჩვენს მეზობლად არიან ტაქსის მძღოლები, ძიძები … სწორედ მათთვისაა განკუთვნილი ეს სესხი. ჩვენ მათ ვხვდებით, ვიგებთ ინფორმაციას და შემდეგ გავცემთ სესხს. ამ ორმხრივმა კომუნიკაციამ გვაჩვენა, რომ ისინი მაინც ახერხებენ ამ თანხის მობილიზებას, უფრო ძვირად და არც ისე უსაფრთხო გარემოში.

ასევე გაქვთ საკრედიტო ლიმიტი, ეს რას გულიხსმობს და რით განსხვავდება სხვა პროდუქტებისგან

– ჩვენ რეგიონებში ვართ აქტიურად წარმოდგენილნი. 36 ფილიალი გვაქვს, მაგრამ ხელმისაწვდომობისთვის არაა საკმარისი. დღეს კვლავ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც რამდენიმე ათეული კმ-ის გავლა სჭირდებათ ბანკში მოსასვლელად. საკრედიტო ლიმიტი ასეთ ჯგუფზეა მორგებული. ეს იმას გულისხმობს, რომ ადამიანი ერთხელ მოვა ფინკა ბანკში, დავუმტკიცებთ კონკრეტულ თანხას, როცა დასჭირდება მაშინ გამოიყენებს. მას აღარ მოუწევს თავიდან მოსვლა და პროცედურის გავლა. ყოველთვიური გადასახადი არის ერთი და იგივე. თუ დღეს აითვისეთ კონკრეტული თანხა, ხვალ უფრო მეტი, ყოველთვიური გადასახადი იგივეა და არ იზრდება. ადამიანს შეუძლია მისი ბიუჯეტის დაგეგმვა. მთავარია, მას ჰქონდეს შემოსავალი. პროცესში აქტიურად ერთვებიან ჩვენი თანამშრომლები, ისინი აკეთებენ აუდიტს მათი შემოსვალებისა და ხარჯის.

– კიდევ ორ მიმარულებაზე უნდა ვისაუბროთ, ერთი არის ავტოსესხები, ამ კუთხით რა სიახლეეები გაქვთ

– ავტოსესხი შედარებით ახალი პროდუქტია. ისევ სესხზე ხელმისაწვდომობის გამო. ვისაც ჰყავს ავტომობილი, ეს შეუძლია გამოიყენონ სესხის აღებისას. ვისაც არ ჰყავს, ავტოსესხით შეიძლება. პასუხისმგებლიანი დაკრედიტება ჩვენი ბანკისთვის მნიშვნელოვანია. მანქანის შეფასება რეალურთან ძალიან ახლოს ხდება, ავტომობილის დაზღვევა არაა სავალდებულო, ეს კი უფრო ხელმისაწვდომს ხდის ავტოსესხს.

აგროსესხები ასევე მნიშვნელოვანი მიმართულებაა თქვენთვის, ფერმერებისთვის რა სიახლეები გაქვთ

– აქ შევცვალეთ ჩვენი მიდგომა, მემორანდუმი გავაკეთეთ „აგროსფეროსთან“, სადაც ყველა პროდუქტი, რაც კი აგროწარმოებისთვის ადამიანს დასჭირდება. აქ ძალიან შეღავათიანი პირობებით შეგიძლიათ ყველაფრის შეძენა. საშეღავათო პერიოდი 2%-დან იწყება. აგროსფეროში შეძენილი პროდუქცია ხელმისაწვდომია, ხარისხიანია. გაზაფხულზე უკვე ბევრმა ფერმერმა ისარგებლა. ეს ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა „ფინკა ბანკისთვის“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები