LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სესხების გაცემა შემცირდა – რეგულაციების შედეგები

3
No-Fax-Payday-Loans-3

კომერციულმა ბანკებმა სესხების გაცემა შეზღუდეს, რის შედეგადაც მათი მოცულობა შემცირდა. ეროვნული ბანკის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, 2019 წლის თებერვალში ლარში 1000 ლარამდე სესხის გაცემის 601,009 ხელშეკრულება გაფორმდა. ეს იმ დროს, როცა გასული წლის იმავე პერიოდში 915 224  პირზე გაიცა კრედიტი. რაც შეეხება თანხობრივ მაჩვენებელს, მიმდინარე წლის თებერვალში ლარში 140,319 მილიონი ლარი გაიცა, 2018 წლის ამავე პერიოდში კი – 226,448 მლნ ლარის მოცულობის სესხი იყო გაცემული.

მცირე სესხების ანუ 1000 ლარამდე თანხის გაცემის გარდა, 5000 ლარამდე სესხების ოდენობაც შემცირდა. თუ 2019 წლის თებერვალში 5 ათას ლარამდე გაცემის 109,412 ხელშეკრულება გაფორმდა, შარშან მათი რაოდენობა 137,680 იყო.

რაც შეეხება დოლარში გაცემულ სესხებს, ამ მხრივაც სურათ შეცვლილია.  1000-დან 5 ათას დოლარამდე სესხის გაცემის სულ 659 ხელშკრულება გაფორმდა, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი სესხი 726 პირზე გაიცა.

ამ თემასთან დაკავშირებით, „ბიზნესკურიერს“ ჰქონდა უკვე ინფორმაციები, თუ როგორ შემცირდა ტექნიკისა და ზოგადად განვადებაზე მომუშავე კომპანიების გაყიდვები. ასევე პრობლემებია სამშენებლო ბიზნესშიც. დეველოპერები ამბობენ, რომ რეგულაციების გამო მათ სერიოზული პრობლემები აქვთ.

=======

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები