LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეარჩიე, აჩუქე და გაახარე“ – „ავერსის“ საახალწლო აქციები და სიურპრიზები

12
lalibregvadze2012

გადაცემის ლაივი LIVE

18 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ „ავერსის“ სააფთიაქო ქსელის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ლალი ბრეგვაძე სტუმრობდა, რომელმაც საახალწლო აქციებსა და სიურპრიზებზე ისაუბრა.

– ქალბატონო ლალი, რა სიახლეს სთავაზობს „ავერსი“ მომხმარებელს საახალწლოდ?

– „ავერსში“ 15 დეკემბერს გაიხსნა სადღესასწაულო სეზონი, რომელიც 15 იანვრამდე გაგრძელდება. როგორც ყოველთვის, წელსაც უამრავ სიურპრიზსა და საჩუქარს ვუმზადებთ მომხმარებელს. პირველ რიგში, სახისა და სხეულის მოვლის ევროპული და სამხრეთ კორეული ექსკლუზიური ბრენდების – „აჰავას“, „ნორევას“, „დეიმელოუს“, „აკოჯეს“ და „გუდქურის“ პროდუქცია მინდა ავღნიშნო, რომლებზეც 30-50%-იან ფასდაკლება ვრცელდება. მიუხედავად პანდემიისა და მძიმე სიტუაციისა მთელ მსოფლიოში, ჩვენი მაინც სადღესასწაულო განწყობა შევუქმენით ჩვენს მომხმარებელს და კიდევ ერთი სიახლე შევთავაზეთ. სლოგანით „შეარჩიე, აჩუქე და გაახარე“ სპეციალური ყუთი გავაკეთეთ, რომელსაც „ყუთი შენი სილამაზისთვის“ დავარქვით. სასაჩუქრე ყუთში ნებისმიერს შეუძლია მოუყაროს თავი ჩვენს აფთიაქებში ფასდაკლებით შეძენილ, მინიმუმ 50 ლარის პროდუქციას და მართლაც არაჩვეულებრივი საჩუქარი გაუკეთოს ახლობლებს. ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ სასაჩუქრე ყუთის შექმნა არა მხოლოდ ქალბატონებისთვის, არამედ მამაკაცებისთვისაც შეიძლება, რადგან „ავერსი“ მათაც მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს ფასდაკლებით.

– რა საჩუქრებს უმზადებთ პატარებს?

– საბავშვო აქციაში, რომელიც 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედებს, ყველაზე გაყიდვადი – „ჰაგის“, „ქანბებეს“, „ნესტლეს“, „პლაზმონის“, „ჰუმანას“, „ჰეინცის“, „ბიოლაინის“, „ბეიბი ნოვას“ და სხვა ცნობილი ბრენდების პროდუქცია გავაერთიანეთ, რომელიც  ყოველთვის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა, ახლა კი, ფასდაკლებით შევთავაზეთ ბავშვებსა და მათ მშობლებს.

– „ავერსის“ სიმბოლოდ გული ითვლება, რადგან ყველაფერს მთელი გულით აკეთებს. საინტერესოა, „გულების აქციაში“ რას უმზადებთ მომხმარებელს?

– მიხარია, რომ მომხმარებელმა შეიყვარა და ყოველთვის სიამოვნებით მონაწილეობს  ჩვენი „გულების აქციაში“, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიწყო და 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. საახალწლო აქცია ყოველი 20 ლარის შენაძენზე ბონუსად ერთ გულს აჩუქებს მომხმარებელს, ხუთი გულის შეგროვების შემთხვევაში კი, 50%-იან ფასდაკლებას შესთავაზებს ექსკლუზიური ბრენდების პროდუქციაზე. მართალია, „გულების აქცია“ დეკემბრის ბოლომდე, შეგროვილი გულებით საჩუქრების გაცემა კი, 15 იანვრამდე გრძელდება, მაგრამ შესაძლოა აქცია გავაგრძელოთ, რადგან ძალიან მაღალია მოთხოვნა და მომხმარებლის აქტივობა.

– სასიამოვნოა, რომ „ავერსმა“ ისევ ყველა ასაკის, კატეგორიის მომხმარებელი გაითვალისწინა და არავინ დატოვა უყურადღბოდ…

– გეთანხმებით, ჩვენ ყოველთვის მაქსიმალურად ვითვალისწინებთ ჩვენი მომხმარებლის ინტერესებს და მათი სურვილების შესაბამისად ვაწყობთ აქციებს, ამიტომ კიდევ ერთ სიურპრიზს შვთავაზებთ და 25-დან 31 დეკემბრამდე 30-ლარიან შენაძენზე ყველას დავასაჩუქრებთ, რადგან არ გვინდა, ახალ წელს ვინმე საჩუქრის გარეშე დავტოვოთ.

– ყოველთვის სასიამოვნოა კოსმეტიკური საშუალებების საჩუქრად მიღება, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია შეღავათები მედიკამენტებზე. „ავერსი“ ამ თვალზარისითაც ყოველთვის გამოირჩეოდა. საინტერესოა ახლა რას სთავაზობს მომხმარებელს?

– რა თქმა უნდა, გავითვალისწინეთ არსებული ვითარება და ვალდებულად ჩავთვალეთ საკუთარი თავი მხარში ამოვდგომოდით ქვეყნის მოსახლეობას, ამიტომ 1 ოქტომბრიდან ყველა მედიკამენტზე გავავრცელეთ ფასდაკლება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ „ავერსის“ ქსელში ყველაზე შეღავათიან ფასად შეიძლება მედიკამენტების შეძენა, რისთვისაც უკვე დავიმსახურეთ მომხმარებლის მადლიერება.

– სააფთიაქო ქსელის პარალელურად, „ავერსი“ რამდენიმე სამედიცინო ცენტრსაც ფლობს, რომელთაც უზარმაზარი ტვირთი დააწვა. საინტერესოა, როგორ მუშაობთ პანდემიურ რეალობაში და როგორ ახერხებთ არსებულ სირთულეებთან გამკლავებას?

– სამწუხაროდ, მთელ მსოფლიოში მძიმე სიტუაციია, ჩვენ კი, მოვლენების ეპიცენტრში ვართ. სრულად ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას, ამიტომ ერთი წუთითაც არ ვწყვეთთ მუშაობს. პირველ რიგში, ჩვენი ფარმაცევტები მინდა გამოვყო, რომლებიც მართლაც თავდადებით მუშაობენ. მომხმარებელთა ნაწილი ექიმთან მისვლას ვერ ახერხებს, ამიტომ აფთიაქში, ფარმაცევტისგან ცდილობს რჩევის მიღებას და ჩვენც ვალდებული ვართ ამომწურავი პასუხი გავცეთ ყველა მათ შეკითხვას. ურთულეს პირობებში უწევთ მუშაობა ჩვენი კლინიკების ექიმებსაც, თუმცა პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებას ან უკან დახევას მაინც არავინ ფიქრობს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლიერება, ჩემი პატივისცემა გამოვხატო მათ მიმართ.

– რას უსურვებთ თქვენს მომხმარებელს და სრულიად საქართველოს საახალწლოდ?

– რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდესა და სიმტკიცეს ვუსურვებ ყველას.

გადაცემის აუდიოჩანაწერი:

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები