LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიძლება თუ არა სახის წმენდა ზაფხულში – მითი თუ რეალობა – სილამაზის აკადემია

2
natarevazishvili45

გადაცემის ლაივი LIVE

შეიძლება თუ არა სახის წმენდა ზაფხულში -ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ექიმმა კოსმეტოლოგმა ნატა რევაზიშვილმა ისაუბრა.

როგორ მოვამზადოთ კანი ზაფხულისთვის?

კანის მომზადება იწყება წმენდით, სალონური მოვლით, დატენიანება ხდება ასევე კოქტეილებით. ზაფხულში, სანამ გავალთ მზეზე, სასურველია კანი იყოს ამისთვის მზად, რათა არ გამოშრეს. იმისთვის, რომ კანზე არ გაჩნდეს ლაქები, საჭიროა ისეთი საშუალებების გამოყენება, რომელიც შეიცავს SPF-ს.

შეიძლება თუ არა სახის წმენდა-მეზოთერაპიები ზაფხულში?

ადრე ამბობდნენ, რომ არ შეიძლება, თუმცა სინამდვილეში კანის მსუბუქი წმენდა ზაფხულში ძალიან კარგია. ბუნებრივია სახის წმენდიდან ერთი კვირა არ შეიძლება მზეზე გასვლა. აუცილებელია კოსმეტოლოგის რეკომენდაციებს მიყვეს პაციენტი. 2-3 დღე მაკიაჟიც არ შეიძლება.

რაც შეეხება მეზოთერაპიებს, ეს პროცედურა კეთდება წელიწადის ნებისმიერ დროს. ასევე, ექიმის რეკომენდაციუს გათვალისწინებით.

რა ტიპის წმენდები არსებობს?

კანის ღრმა წმენდა და ზედაპირული. ღრმა წმენდის დროს სუფთავდება ფორები საცობებისგან, კომედინებისგან და მკვდარი უჯრედებისგან. ზედაპირული წმენდისას კანი სუფთავდება მკვდარი უჯრედებისგან. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არსებობს ნანოფრაქციული პილინგები, ანუ ნაზი პილინგები, რომელიც შეიძლება ჩატარდეს გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში.

როდის უნდა გავიკეთოთ მეზოთერაპია?

მეზოთერაპია ემსახურება კანისა და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილების მკურნალობის მეთოდს. კანში შეგვყავს კოქტეილი, რომელიც შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს (ამინომჟავები, ვიტამინები, მინერალები, ანტიოქსიდანტები).

კოქტეილი შეირჩევა ინდივიდუალურად. პროცედურა ტარდება მიკროინექციებით. არსებობს უინექციო მეზოთერაპიაც, ანუ აპარატურული, რომელიც კეთდება (ნანო ნემსებით).

როგორ მოვუაროთ კანს ზაფხულში, რომ ლაქები არ გაჩნდეს სახეზე?

ზაფხულში და არა მარტო ზაფხულში აუცილებელია დამცავის გამოყენება. ეს არის მთავარი დამცავი სახის კანისთვის. ზაფხულში SPF – ი უფრო მაღალი პროცენტულობით, ხოლო ზამთარში შედარებით დაბალი პროცენტულობით.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები