LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემცირდება თუ არა უძრავ ქონებაზე ფასები – სამშენებელო სექტორის გამოწვევები – FM ქოუჩი

5
shio-xecuriani

გადაცემის ლაივი LIVE

რა გამოწვევების წინაშე დგას სამშენებლო სექტორი და შემცირდება თუ არა უძრავ ქონებაზე ფასები – ამ თემაზე გადაცემაში მარტა ქარუმიძის გადაცემაში “FM ქოუჩი” “არქის” გენერალურმა დირექტორმა შიო ხეცურიანმა ისაუბრა.

რამდენად შეეხო პანდემია სამშენებლო სექტორს?

დღეს ქვეყანაში შექმნილი ვითარება ყველას შეგვეხო, როგორც თითოეულ მოქალაქეს, ასევე ბიზნეს სექტორს. გამონაკლისი არც უძრავი ქონების სექტორია. აპრილის თვეში ჩვენი კომპანიის გაყიდვები ბუნებრივია შემცირდა, თუმცა ამ თვეში საგრძნობლად გაიზარდა. ბინების ფასები არქიში არ შეცვლილა, თუმცა ამ პერიოდის საპასუხოდ, ჩვენ შევიმუშავეთ უპრეცედენტო შეთავაზება ქართულ ბაზარზე, რომლის ანალოგიც არ ყოფილა.
ეს არის არქის გარანტიის პროგრამა, რომელიც აზღვევს იმ რისკებს, რაც ჩვენს მომავალ მობინადრეებს ყველაზე მეტად აწუხებთ. პირველ რიგში, გარკვეულ მომხმარებლებს აქვთ მოსაზრება, რომ ბინის ფასები უახლოეს მომავალში შესაძლოა შემცირდეს და სწორედ ამას ელოდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ამის მოლოდინი ჩვენ არ გვაქვს.

როგორც “გალტ ენდ თაგარტის” კვლევა გვეუბნება, ამ ეტაპზე ბინების ფასი მცირედით გაზრდილიც კია, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვითვალისწინებთ იმას თუ რა აღელვებთ ჩვენს მომხმარებლებს და შესაბამისად ვაზღვევთ ბინის ფასს. ანუ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მომხმარებელი შეიძენს ბინას არქის გარანტიის პროგრამის ფარგლებში, ხოლო ამ ბინის ფასი 1 წლის მანძილზე შემცირდება, არქი სხვაობას სრულად აუნაზღაურებს ჩვენს მომხმარებელს.

მეორე ფაქტორი, რომელიც ამ პირობებში გასაგებია რომ ყველას აფიქრებს, ეს არის შემოსავლების დაკარგვა. ამ შემთხვევასაც ითვალისწინებს არქის გარანტიის პროგრამა და იმ შემთხვევაში თუ ჩვენმა მომხმარებელმა ბინის შეძენიდან 6 თვის მანძილზე დაკარგა შემოსავალი, ჩვენ მას გადახდილ თანხას სრულად დაუბრუნებს, ყოველგვარი ჯარიმის გარეშე.
ამ ორ მთავარ რისკს აზღვევს არქის გარანტიის პროგრამა, შესაბამისად მომხმარებლებს შეუძლიათ არ იღელვონ ამ საკითხებზე და მშვიდად შეიძინონ ბინა არქიში.
ამ შეთავაზებას ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა მომხმარებლების მხრიდან. ძალიან ბევრი ზარი შემოგვდის და შესაბამისად როგორც გითხარით გაყიდვებიც საგრძნობლად გაიზარდა მაისის თვეში აპრილთან შედარებით.

ინარჩუნებენ თუ არა თანამშრომლები სამუშაო ადგილებს?

არქი ლიდერი კომპანიაა ამ სფეროში, შესაბამისად ჩვენ ფინანსურად ძლიერი კომპანია ვართ და ამ კრიზისის ფონზე აბსოლუტურად ყველა თანამშრომელი ინარჩუნებს კუთვნილ სამუშო ადგილს. ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა ჩვენი ერთერთი მთავარი პრიორიტეტია.
რაც შეეხება სამშენებლო პროცესს, ჩვენ აქტიურად ვაწარმოებდით სამუშაოებს კანონით ნებადართულ პერიოდებში. ყველა პროექტის მშენებლობა ინტერნსიურად მიმდინარეობდა და ახლაც გაორმაგებული ძალებით ვაგრძელებთ მუშაობას. შესაბამისად ყველა პროექტი დათქმულ ვადებში ჩაბარდებათ ჩვენს არქელებს.

როგორ ვიცი, სოციალური პასუხიმგებლობის ფარგლებში პანდემიის დროს კამპანიაც განახორციელეთ?

კორონავირუსის დაწყებიდან ჩვენ განვაცხადეთ, რომ ვირუსთან ბრძოლა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, შესაბამისად სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ბევრი აქტივობა განვახორციელეთ. გადავეცით საჭირო ინვენტარი კლინიკებს, მაღალი ხარისხის ნ95 ტიპის რესპირატორები გადავეცით შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს და საგანგებო სიტუაციების მართვის საგენტოს, ინფექციური საავადმყოფოს სახელფასო ფონდში გადავრიცხეთ თანხები, დავეხმარეთ 1000 სოციალურად დაუცველ ხანდაზმულ პირს მერიის ინიციატივის ფარგლებში და სხვა. 300 000 ლარზე მეტი გამოვყავით ამ მიმართულებით და აქტივობებს ვაგრძელებთ, სანამ ბოლომდე არ დავამარცხებთ ვირუსს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები