LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემოდგომაზე უკვე ახალი კლინიკური კორპუსი გვექნება, დაგვემატება ახალი სერვისებიც – იაგორ კალანდაძე

30
ipiccy-image

მრავალპროფილური სამედიცნო ცენტრი „პინეო სამედიცინო ეკოსისტემა“ პაციენტებს ერთ სივრცეში სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ „პინეო სამედიცინო ეკოსისტემა“ ფუნქციონირებს ყოფილი მეოთხე სამშობიარო სახლის ბაზაზე და ნებისმიერი სამედიცინო საჭიროების მქონე პაციენტს ემსახურება.

უფრო ვრცლად „პინეო სამედიცინო ეკოსისტემის“ საქმიანობისა და ასევე სამომავლო გეგმების შესახებ, „ბიზნესნიუსში“ მისმა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა იაგორ კალანდაძემ ისაუბრა.

-რას წარმოადგენს დღეისათვის „პინეო სამედიცინო ეკოსისტემა” და რა ტიპის მომსახურებას სთავაზობს პაციენტებს?

„პინეო სამედიცინო ეკოსისტემა“ გახლავთ მრავალპროფილური სამედიცნო ცენტრი, სადაც წარმოადგენილია პრაქტიკულად ყველა სახის სამედიცინო სერვისი, დაწყებული გადაუდებელი მიმღებიდან, დამთავრებული მაღალი ტექნოლოგიური კვლევებით. რა თქმა უნდა, ქირურქია, კარდეოლოგია, ნევროლოგია, დიაგნოსტიკა, ლაბორატორია, პერინატალური ცენტრი… ჩვენი ცენტრი გახლავთ მე-3 დონის პერინატალური ცენტრი და დღეს მოქმედი ნორმატიული ბაზით, საქართველოში ეს არის ყველაზე უფრო რთული შემთხვევების მართვისთვის გათვალისწინებული ცენტრი, როგორც ქალების მიმართულებით, ისე ახალშობილების.

– როდიდან საქმიანობთ ქართულ ბაზარზე და რა გამოგარჩევთ ბაზარზე არსებული კონკურენტებისგან?

ჩვენმა გუნდმა ის ინფრასტრუქტურა, რომელშიც დღეს ფუნქციონირებს ცენტრი, შეიძინა 2015 წლის ზაფხულში და პრაქტიკულად, იმ დღიდან ჩვენ არ გავჩერებულვართ და ნაბიჯ-ნაბიჯ ხდებოდა სერვისების დამატება. 2017 წლისთვის იs სამედიცინო სერვისები, რომელიც მე დაგისახელეთ, უკვე წარმოდგენილი იყო „პინეო სამედიცინო ეკოსისტემა”-ში.

რაც შეეხება განსხვავებულობას – ზოგადად, საყოველთაოდ აღიარებულია რომ მედიცინა გახლავთ პერსონალიზირებული, ანუ პერსონები ძალიან დიდი როლს თამაშობენ მედიცინაში და გაცილებით ადრე ხდება ბრენდის აღიარება და ჩამოყალიბება, თუ მას წინ უსწრებს, სწორედ ასეთი ფაქტი. ჩვენი გამორჩეული მხარე გახლავთ, რა თქმა უნდა ხარისხი, მაღალი აკადემიური თამასა და პაციენტისადმი ზრუნვა, როგორც სამედიცინო, კლინიკური თვალსაზრისით, ისე მომსახურების თვალსაზრისით და ეს ყველაფერი პირველ რიგში დაკავშირებულია იმ სპეციალისტებთან, რომლებიც არიან ჩვენს კლინიკაში. უპირველეს ყოვლისა, იმ გუნდთან, ვინც ვართ პარტნიორები და ვინც დავაარსეთ „პინეო სამედიცინო ეკოსისტემა”, შევიძინეთ ის ინფრასტრუქტურა, რაც ჩვენთან დახვდებათ პაციენტებს. ჩვენთან საქმიანობენ საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის კარგად ცნობილი ექიმები: ზაზა სინაურიძე, სანდრო ცისკარიძე, ავთანდილ იმედაძე, ანდრო ძნელაძე, არმაზ თავაძე და მე  – იაგორ კალანდაძე. ყველა ჩვენგანს, ჩვენივე მიმართულებით საკმაოდ კარგი, მდიდარი გამოცდილება გვაქვს. ვცდილობთ, რომ ხარისხის ის თამასა რაც გაგვაჩნია, არათუ დაიწიოს, არამედ მუდმივ განვითარებას ექვემდებარებოდეს.

– როგორ შემოიკრიბეთ არსებული სამედიცინო პერსონალი, რამდენ ადამიანს ასაქმებთ, რა კრიტერიუმებით ხდება თქვენთან კადრების აყვანა?

ჩვენთან დასაქმებული კადრების ჯამური რაოდენობა 500-ზე მეტია. შერჩევა ხდება საკონკურსო ფორმატით, ეს არის აუცილებელი პირობა „პინეოში“ მოსახვედრად როგორც ექიმის, ისე ექთნის შემთხვევაში. ამასთან, ვთანამშრომლობთ უცხოეთში მოღვაწე ქართველებთანაც.

-ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისში ხართ წარმოდგენილი, თუ რეგიონებშიც გაქვთ ფილიალები?  

ამჟამად, ვართ თბილისში. ჩვენი ინფრასტრუქტურა ვითარდება, მიმდინარე წლის შემოდგომაზე გვექნება უკვე ახალი კლინიკური კორპუსი, გარკვეული სერვისები გაფართოვდება, დაგვემატება ახალი სერვისებიც… სამომავლოდ, განვიხილავთ რომ გავცდეთ დედაქალაქის ფარგლებს და შევიდეთ რეგონებშიც.

-პანდემიიდან გამომდინარე, მოსახლეობის მომართვიანობა სხვადასხვა ტიპის სამედიცინო მომსახურებაზე გაიზარდა, თუ პირიქით?

საწყის პერიოდში, 2020 წლის გაზაფხულზე განსაკუთრებით, მომართვიანობა მკვეთრად შემცირდა. შემდეგ, ზაფხულიდან დაიწყო მომატება, მიმდინარე წლის გაზაფხულზე კი – დაახლოებით, უკვე გაუთანაბდა პანდემიმადელ მაჩვენებლებს. გარდა იმ სერვისებისა, რომლებსაც ჩვენ ვთავაზობთ მოსახლეობას, გვქონდა და ახლაც გვაქვს სივრცე, სადაც კოვიდპაციენტებს სათანადო მომსახურებასა და მართვას ვუწევთ. ასევე, გვაქვს კოვიდიმუნიზაციის კაბინეტი. სხვათა შორის, ხშირად გვაკითხავენ კოვიდგადატანილი პაციენტები, ვინაიდან, თანდათან უფრო მკაფიოდ იჩენს თავს გვერდითი მოვლენები და პოსტკოვიდური კვალი – ამიტომ, ასეთი პაციენტების რაოდენობა მზარდია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები