LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შენ თუ ზრუნავ შენს თანამშრომელზე, ნიშნავს იმას, რომ მომხარებელზეც იზრუნებ“ – FM ქოუჩი

6
couch201118

გადაცემის ლაივი LIVE

რა გამოწვევები გველის პანდემიის შემდგომ პიარსა და მარკეტინგშიმარტა ქარუმიძის გადაცემის “FM ქოუჩი“ სტუმარია კავკასიის კომუნიკაციის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ბარკალაია.

რა გამოწვევები გველის პანდემიის შემდგომ?

პანდემია უკვე დიდი ხანია უტევს მთელ მსოფლიოს, შესაბამისად, უნდა გადავლახოთ ის ბარიერები, რაც გველის. კრიზისის შემდეგ ჩნდება ახლა პერიოდი და ეს პერიოდი არ იქნება იგივე, რაც კრიზისამდე იყო. სხვა კრიზისული მდგომარეობის გამოცდილება გვაჩვენებს, რომ მოლოდინი ვერ იქნება ისეთი ოპტიმისტური, როგორსაც ველით. ნებისმიერი კრიზისის შემდეგ დგება მომენტი, როცა მომხმარებლები ცვლიან თავიან ქცევას, ჩვენ შევეჩვიეთ სახლიდან მუშაობას, ონლაინ სწალებას, ბევრ ისეთ რამეს, რაც აქამდე წარმოუდგენელი გვეგონა. ხალხი ცვლის თავის მიდგომებს მოხმარების ნაწილში, გადასულია ფულის ეკონომია-შენახვაზე. ცხოვრების სტილიდან გამომდინარე ადამიანი ხდება უფრო შემნახველი, ვიდრე მხარჯველი.

კომპანიების გამოწვევაა მომხმარებელს მოემსახუროს ისე, რომ ის გავიდეს ბაზარზე, იყოს მათი მომხმარებელი და შეიძინოს პროდუქცია.

რა უნდა გააკეთოთ კომპანიებმა პანდემიის შემდგომ, რათა მომხმარებელი არ დაკარგონ?

ისევ უცხოელების რჩევას თუ გავითვალისწინებთ, ერთ-ერთი პირველია შიდა კომუნიკაციის გაძლიერება, იმისთვის, რომ ძლიერად იდგე ფეხზე და მომხმარებელს მოემსახურო. კომპანიებს სჭირდებათ ძლიერი გუნდი. შენ თუ ზრუნავ შენს თანამშრომელზე, ნიშნავს იმას, რომ მომხარებლებზეც იზრუნებ.

რაც შეეხება ონლაინ მუშაობას, ვფიქრობ, არ იქნება ცუდი, თუ ამ მიდგომას ისევ დატოვებენ. შედეგი ონლაინ მუშაობამ მოიტანა. თან ამ პრაქტიკას იყენებს ბევრი დიდი და წარმატებული კომპანია. ნაცვლად იმისა, რომ დილით 9 საათზე მიხვიდე სამსახურში, შეგიძლია იმუშაო ონლაინ. ისეთი დიდი კორპორაცია, როგორიცაა GOOGLE, პანდემიამდე დიდი ხნით ადრე იყო გადასული უფრო თავისუფალი მუშაობის სტილზე. ასეთ დროს თანამშრომელი ზრუნავს არა მარტო კომპანიაზე, არამედ საკუთარ თავზეც, თავისით გეგმავს დღეს და ვფიქრობ, ეს მიდგომა ბევრად უფრო სასარგებლო იქნება.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ფოტოები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები