LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიახლეები ტურიზმის სექტორში -რაზე ისაუბრეს ტურისტულ ფესტივალზე

2
ბათუმის-ბულვარი

კანონმდებლობის შეცვლა ტურიზმის მიმართულებით, ტურიზმის პოლიტიკა, კლიმატის ცვლილება და რეგიონალური კულინარია – ბათუმში ტურიზმის ფესტივალზე სტუმრებს ამ თემებზე ინფორმაცია მიაწოდეს. როგორც „ბიზნესკურიერს“ ტურიზმის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა განუცხადა, ერთ-ერთი მთავარი თემა კანონმდებლობის განხილვა იყო. მისი თქმით, ყველა აცნობიერებს, რომ არსებულ კანონმდებლობას ტურიზმის სფეროში ცვლილება სჭრდება, რაც ბერძენიშვილის აზრით, კერძო სექტორისა და სამთავრობო სტრუქტურების მჭიდრო თანამშრომლობით უნდა მოხდეს.

ფესტივალზე მეორე თემა ტურიზმის პოლიტიკა იყო. აქ გამომსვლელებმა ნაკლებად აქტიურ სეზონზე სხვადასხვა ღონისძიების მხარდაჭერაზე ისაუბრეს. ასევე აქცენტი გაკეთდა კლიმატის ცვლილებასა და ტურიზმის განვითარებაზე, რაც განსკაუთრებით საზღვაო კურორტებს და ბათუმს ეხება.

კიდევ ერთი თემა, რაზეც აქცენტი გაკეთდა, რეგიონალური იყო, რაც დიდ პოტენციალს ატარებს, რომ ტურიზმი კიდევ უფრო მეტად იყოს დივერსიფიცირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები