LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიმბოლურია, რომ პირველი კლიპი სწორედ „ძველ ჰანგზე“ გაკეთდა – გიორგი კელაპტრიშვილის სიმღერის პრემიერა „არტ-FM“-ში

8
giorgi-kelaptrishviliart-fm19

გადაცემის ლაივი LIVE

29 მაისს, რადიო „ფორტუნასა“ და თათა სადრაძის გადაცემაში „არტ-FM“ გიორგი კელაპტრიშვილის და სოფო ნიჟარაძის ერთობლივი ნამუშევრის „ძველი ჰანგი“ პრემიერა შედგა. ყველასთვის კარგად ნაცნობი სიმღერა, რომლის ახალ ვერსიასზე ზვიად ბოლქვაძემ, კლიპის შექმნაზე კი, ნიკა გვარამიამ და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა იზრუნა, კომპოზიტორ ნოდარ გიგაურს ეკუთვნის, ტექსტის ავტორი კი, დოდო გვიშიანია.

გიორგი კელაპტრიშვილი: მართალია, „ძველი ჰანგი“ დიდი ხნის წინ ჰიტად ქცეული კომპოზიციაა, მაგრამ მე მაინც საკუთარ სიმღერად ვთვლი, რადგან სწორედ „ძველი ჰანგი“ შევასრულე ქასთინგზე და მიხარია, რომ  ჯერ მსმენელმა შეიყვარა, მერე კი, სოფო ნიჟარაძესთან შევასრულე დუეტში.

სოფო ნიჟარაძე: ვფიქრობ, სიმბოლურია, რომ გიორგის პირველი კლიპი სწორედ „ძველ ჰანგზე“ გაკეთდა. სიმღერა მართლაც ფეხბედნიერი აღმოჩნდა, რადგან ერთგვარ სტარტად და მისი კარიერის მთავარ კომპოზიციად იქცა. ძალიან მომეწონა გიორგის ნამღერი ქასთინგზე, როცა სიმღერა მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის თანხლებით შეასრულა, მივხვდი, რომ აუცილებლად წარმატებული მომავალი ექნებოდა და მასთან დუეტის ჩაწერაც გადავწყვიტე. ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ახალ ვერსიაზე მუშაობა, რაც პირველ რიგში ზვიად ბოლქვაძის და რა თქმა უნდა, ნიკა გვარამიას დამსახურებაა, რომელიც მუდმივად მრავალფეროვანი იდეებით გვამარგებდა. მართალია, კომპოზიცია მანამდეც უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობდა, მაგრამ არც ჩვენი ვერსია გამოვიდა ნაკლები. დღეს მუსიკალურ სამყაროში ძალიან აქტიუალურია ძველი სიმღერების ახლებურად გაჟღერება, რასაც წარმატებით აუბა მხარი „მხოლოდ ქართულმა“ და უამრავ ძველ სიმღერას შესძინა ახალი სიცოცხლე. მადლობა მინდა გადავუხადო, პროექტის ყველა მონაწილეს, რომელთა წარმატება აუცილებლად გახდება სტიმული მომავალი კონკურსანტებისთვის.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები