LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სხეულის რომელ ზონებზე უნდა გაიკეთოთ ლიპოსაქცია – სილამაზის აკადემია

56
mixeil-machavariani-silamazis-akademia

გადაცემის ლაივი LIVE

სხეულის რომელ ზონებზე უნდა გაიკეთოთ ლიპოსაქცია და მუცლის პლასტიკა – ამ თემებზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “სილამაზის აკადემია” პლასტიკურმა ქირურგმა მიხეილ მაჭავარიანმა ისაუბრა.

რა ზონებზეა რეკომენდებული ლიპოსაქციის გაკეთება?

ლიპოსაქცია პრაქტიკულად სხეულის ნებისმიერ ზონაზე შეიძლება გაკეთდეს, სადაც ცხიმია. მომართვიანობის თვალსაზრისით, ყველაზე უფრო ხშირად ლიპოსაქცია გალიფეებსა და მუცლის ზონაზე კეთდება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ლიპოსაქცია კეთდება მაშინ, როცა კონკრეტულ ზონაში არაა ბევრი ცხიმი, ხოლო მოშვებულ მუცელზე კეთდება მუცლის პლასტიკა.

რა პროცედურებს მოიცავს ლიპოსაქცია?

ხდება გასაუბრება პაციენტთან, განვიხილავთ რისკებზეც, რა შემთხვევაში ღირს გაკეთება. ოპერაციის წინა დღეს ხდება გამოკვლევების ჩატარება. ლიპოსაქცია არ კეთდება, თუ პაციენტს აქვს რაიმე გართულება ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ასაკობრივი შეზღუდვა პრაქტიკულად რა გვაქვს, იკეთებენ 17-18 წლიდან. ყველაზე ხშირად 20-40 წლამდე პაციენტები მოგვართავენ, ოპერაცია ხდება ადგილობრივი გაუტკივარებით, ნახევარ საათში პაციენტს შეუძლია სახლში წავიდეს.

შედეგი როდის ჩანს?

პირველადი შედეგი ორ კვირაში იდება, საბოლოო შედეგი კი 2-3 თვეში, ოპერაციის შემდეგ ნაწიბურები პრაქტიკულად არ ჩანს.

რა ეკრძალებათ პაციენტებს ოპერაციის შემდგომ?

მოწევისგან თავის შეკავება, ერთი თვე უნდა შეიზღუდოს ფიზიკური დატვირთვა, პაციენტები ატარებენ ერთი თვის განმავლობაში დამცავ ტრიკოტაჟს.

რაც შეეხება მუცლის პლასტიკას, რა შემთხვევაში კეთდება?

როცა დიდი ზომის მუცელია, მოდუნებული და დაშვებული, ამ დროს ლიპოსაქცია აღარ არის რეკომენდებული და შესაბამისად კეთდება მუცლის პლასტიკა. ეს ოპერაცია უკვე ნარკოზით ტარდება, პაციენტი ერთი-ორი დღე რჩება კლინიკაში, რეაბილიტაციას 3 თვიდან 6 თვემდე სჭირდება. ბუნებრივია, ნებისმიერი ოპერაციის შემდეგ, პაციენტმა თავს უნდა მოუაროს, მიაქციოს კვებას ყურადღება, რათა შედეგი იყოს ეფექტიანი და პროცედურას გამეორება არ დასჭირდეს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები