LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,სხვებივით ვეტრფოდი მათ სიყვარულს… ვფიქრობ, სწორედ ესაა ნამდვილი ბედნიერება, როცა ორ ადამიანს ნამდვილ ზღაპარში შეუძლია ცხოვრება” – გიორგი გილიგაშვილი

16
გიორგი-გილიგაშვილი

გადაცემის ლაივი LIVE

30 ივლისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ მუსიკოსი გიორგი გილიგაშვილი სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ შემოქმედებაზე ისაუბრა.

– გიორგი, ყოველთვის ქართული ენის შენარჩუნებას ცდილობ საკუთარ სიმღერებში ბარბარიზმებისა და ჟარგონის გარეშე, რატომ აირჩიე ამგვარი სტილი?

– პოეზია ყოველთვის თავისთავად იბადება, რადგან ის გულიდან და სულიდან წამოსული სიყვარულით ნათქვამი სიტყვებია, ამიტომ ყოველთვის იმას და ისე ვამბობ, როგორც ვგრძნობ.

– ვის მიუძღვენი პირველი ლექსი?

– პირველი ლექსი 2 წლის ასაკში დავწერე და შავ ფისოს მივუძღვენი. მოგვიანებით ლონდონში ვსწავლობდი, სწორედ იქ მივხვდი, რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული და სწორედ საქართველოს მივუძღვენი პირველი სრულფასოვანი ლექსი.

– ცოტა ხნის წინ ირაკლი მაქაცარიას ქორწილი გაიმართა. შენ მისი მეჯვარე იყავი. რამდენად მონაწილეობდი ქორწილის ორგანიზებაში?

– ორგანიზებაში ნაკლებად ვმონაწილეობდი, უბრალოდ სხვებივით ვეტრფოდი მათ სიყვარულს. ვფიქრობ, სწორედ ესაა ნამდვილი ბედნიერება, როცა ორ ადამიანს ნამდვილ ზღაპარში შეუძლია ცხოვრება.

– ვისი იდეით შეასრულე ცეკვა, რომელმაც უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა სოციალურ ქსელში?

– ალბათ ირაკლიმ და ლიზამ ერთად მოიფიქრეს, რადგან ძალიან ჰგვანან ერთმანეთს ხასიათით. მეტიც, ხშირად ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ერთი ფიქრობს, მეორე კი, მის ნათქვამს ახმოვანებს.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

– შემოდგომაზე ახალი სიმღერის ჩაწერას ვაპირებ, თუმცა დაკონკრეტებისგან ჯერ თავს შევიკავებ.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები