LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Smakui VR ჯადოსნურ აპარატს გთავაზობთ, რომელიც სასურველი სასმელის მომზადებაში დაგეხმარებათ

15
84661101-118494503025459-8113560682365976576-n

ალკოჰოლური სასმელების მომზადება სახლში ასეთი მარტივი ჯერ არასდროს ყოფილა – ალკოჰოლის სახდელი დისტილატორები სწორედ ის ჯადოსნური აპარატებია, რომლებიც სასურველი სასმელის მომზადებაში დაგეხმარებათ. აღსანიშნავია, რომ ამ აპარატებს კომპანია Smakui VR აწარმოებს, რომელიც სპირტის დისტილატორების წარმოებით ევროპის ბაზარზე ლიდერია.

რაც შეეხება ქართულ ბაზარს, აქ Smakui VR სულ 6 თვეა ოპერირებს. კომპანიის საქმიანობის შესახებ „ბიზნესნიუსის“ ეთერში Smakui VR-ის წარმომადგენელმა ლევან ქართველიშვილმა ისაუბრა.

როდიდან გამოჩნდა Smakui VR ქართულ ბაზარზე და რა მიმართულებით საქმიანობს ?

ახლახან შემოვედით ქართულ ბაზარზე, მხოლოდ ნახევარი წელიწადია. რაც შეეხება გლობალურ ბაზრებს, ჩვენ დაახლოებით 5 წელია, რაც ევროპისა და უკრაინის ბაზარზე ვართ. ექსკლუზიურად ქართული ბაზრისთვის კი გვაქვს ორი სახის დისტილატორები, ესენია: პროფი და ექსპერტი. თავისი უპირატესობებით, ისინი განკუთვნილია ჭაჭის წარმოებისთვის სახლის პირობებში.

– სად ხდება ამ აპარატების წარმოება?

ჩვენი დისტილატორები იწარმოება უკრაინაში, კერძოდ ხარკოვში და სწორედ აქედან ვახორციელებთ მათ იმპორტს საქართველოში.

– რა უპირატესობები აქვს სახლში გამოხდილ არაყს, ნაყიდ არაყთან შედარებით?

ძალიან დიდი უპირატესობები აქვს, თუნდაც ის, რომ არის ბევრად უფრო სუფთა… ჩვენ ახალი ველოსიპედი არ გამოგვიგონებია, ყველაფერი ისევ ისე ხდება, უბრალოდ გავაუმჯობესეთ მავნე ეთერზეთებისგან წმენდვა 100 პროცენტით, რასაც ადრე ვერ ახერხებდა ადამიანი კუსტარულად. ამასთან, კომპლექტაცია გავხადეთ ძალიან იოლი, აწყობა-დაშლა ხდება ძალიან ადვილად, გადაადგილებისას ადამიანს შეუძლია მარტივად ჩადოს ავტომობილში ეს მოწყობილობა, მივიდეს იმ ადგილას, სადაც აპირებს დისტილაცია გაუკეთოს და გამოხადოს… აი ეს უპირატესობებია ძირითადი. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ აპარატი დიდი არ არის, არის მარტივად სატარებელი.. მისი სიმაღლე 70 სმ-ია, სიგანე 24 სმ, მაქსიმუმ 30 სმ.

სად ხდება საქართველოში ამ პროდუქციის რეალიზაცია? და ექსპორტზეც თუ გაგაქვთ ეს აპარატები?

პროდუქციის რეალიზაცია ხდება როგორც ოფლაინ, ისე ონლაინ. შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს ოფისში, გვაქვს მოწყობილი შოურუმი, სადაც კონსულტაციას გაგიწევენ ჩვენი მენეჯრები და დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდიან აპარატის შესახებ. ოფისი მდებარეობს ბაქრაძის 6 ნომერში. რა თქმა უნდა, ასევე შეგვიძლია მომხმარებელს მივაწოდოთ მსოფლიოს ნეისმიერ წერტილში, ფორტის საშუალებით… რაც შეეხება ექსპორტს, გვქონდა შეკვეთა სომხეთიდან და რუსეთიდან. ამ ეტაპზე კი დაინტერესებაა აშშ-დან და ტაილანდიდან.

ბაზარზე თუ გყავთ კონკურენტები და ზოგადად, რამდენად მოთხოვნადია ეს აპარატები ჩვენს ქვეყანაში?

კონკურენტები, რა თქმა უნდა, გვყავს. ეს ჯანსაღი პროცესია. თუმცა, ჩვენი პროდუქციის ხარისხში იმდენად ვართ დარწმუნებულები, რომ მყიდველს ვაძლევთ 3 წლიან გარანტიას. აპარატის ექსპლუატაციის ვადა კი 40 წელიწადია. ამასთან, ასეთი ურთიერთობა გვაქვს ჩამოყალიბებული ჩვენს მომხმარებელთან: თუ შეძენის შემდეგ, მას არ მოეწონება დისტილატორი, შეუძლია უკან დააბრუნოს და ჩვენ თანხას დავუბრუნეთ…

რაც შეეხება ბაზარზე მოთხოვნას, ის არსებობს და საკმაოდ მზარდია… ხალხი მიხვდა რომ ნამდვილად ღირს გადავიდეს თანამედროვე პროდუქციაზე.

-რა გეგმები და მოლოდინები გაქვთ 2020 წელს?

გვინდა, კომპანიის ცნობადობა გავზარდოთ ჩვენს ქვეყანაში და ყველას გავაგებინოთ Smakui VR-ის შესახებ. ამასთან, ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას რამდენიმე ჰიპერმარკეტთან და მათ ქსელში, სრულიად საქართველოს მასშტაბით, გაიყიდება ჩვენი აპარატები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები