LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო ბათილაშვილი: „გახსოვდეს ვინ ხარ და არ დაიჯერო, რომ საუკეთესო ხარ“

„მეორე სეზონთან დაკავშირებით განსაკუთრებული მოლოდინი მქონდა. პირველის დროს არავინ ვიცოდით რატომ მივდიოდით, რადგან პირველი იყო, საცდელი. მეორე სეზონის დროს ვფიქრობდი, რომ მეტად მომზადებულები ბავშვები იქნებოდნენ და ამიტომაც დიდი მოლოდინი მქონდა. საბოლოო ჯამში საინტერესო და კარგი პროექტი გამოვიდა. ყველა ლაივზე სხვა ადამიანს ვურეკავდი. ყოველი პირდაპირი ეთერის დროს ერთი კონკრეტული ფავორიტი მყავდა. მხოლოდ ერთი ფავორიტი არ მყოლია. ვაკვირდებოდი რამდენად მონდომებული იყო კონკურსანტი, რამდენად დიდი პროგრესი ჰქონდა და რამდენად ინდივიდუალური იყო. ეს იყო მთავარი კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ვურეკავდი კონკურსანტებს და კიდევ ერთი, ვინც ბოლო ადგილზე იყო მას აუცილებლად ვურეკავდი.

პირადი გამოცდილებიდან სიამოვნებით მივცემდი რჩევებს, ყველას. საკუთარ თავსაც ვეტყოდი, რომ გახსოვდეს ვინ ხარ და არ დაიჯერო, რომ საუკეთესო ხარ და შენი განვითარების ბოლო წერტილი არის ეს. ეს არის ყველაზე მთავარი. თუ ამას არ გავითვალისწინებთ რეგრესი დაიწყება. ზვიადისა და „ნიუტონის“ გვერდში დგომით, ვაპირებთ ჩემი პირველი ალბომი ჩავწეროთ, რომელშიც ქართული სიმღერები შევა. შემდეგ ძალიან ხარისხიან კონცერტს ვგეგმავთ. ჯერ სხვა მომღერალთან თანამშრომლობა დაგეგმილი არ არის, მაგრამ საინტერესო იდეები გვაქვს“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში სოფო ბათილაშვილმა „მხოლოდ ქართულის“ შესახებ და ახალ გეგმებზე ისაუბრა. პირველი სეზონის ტრიუმფატორმა გაგვიმხილა, ვისი გულშემატკივარი იყო ის და დამწყები მომღერლებისთვის რჩევებიც არ დაიშურა.

სოფო მეორე ალბომზე მუშაობას მალე დაიწყებს და ისიც გაგვიმხილა, რომ მუსიკალურ კრებულზე მუშაობის დასრულებისთანავე მსმენელისა და მაყურებლის წინაშე სოლო კონცერტით წარდგება.