LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო ნიჟარაძე: „ბევრი სიურპრიზი და ექსპერიმენტი იქნება“

„დიდი პასუხისმგებლობა იყო, ზოგადად, პროექტისთვისაც და ჩემთვის, როგორც მომღერლისთვის, ასეთი დასაწყისი. ვიტყოდი, გენიალური და შეუდარებელი, ყანჩელის მუსიკა, შესასრულებლად ძალიან რთულია. მიხარია, რომ ასეთი შედეგით დასრულდა პირველი ეპიზოდი. ამ გამოწვევას კარგად შეერკინა, ყველა. პასუხისმგებლობის გათვალისწინებით კონკურსანტებმა კარგად შასრულეს. მათი მხრიდან იგრძნობოდა მოწიწება. სირთულეების ჩვენ არ შეგვეშინდა. იქნება ბევრი სიურპრიზი, რომელიც ჩემი აზრით მაყურებელს მოეწონება. იქნება ექსპერიმენტებიც. შევეცდებით, რომ გავამართლოთ. განაცხადი იმდენად დიდი იყო, კლასიკურად შევედით ეთერში, გენიალური მუსიკით, საინტერესო იქნება მომდევნო ტურებიც. მესამე წელია „მხოლოდ ქართული“ მიმდინარეობს და ბევრი სიმღერის ახალი ვერსია ვიცით. რისკებიც არის ხოლმე, გაამართლებს, თუ არა, მაგრამ ფაქტია, პირველი ტური მსმენელმა და მაყურებელმა მიიღო. ვფიქრობ, რომ მუსიკალურ პროექტებში საჭიროა იყო ხისტი. აუცილებელია ბალანსის დაცვაც. ჟიური უნდა იყოს ობიექტური. ეს სიმღერის კონკურსია და ვალდებულები ვართ გვქონდეს შენიშვნები, რომ კონკურსანტი წინ წავიდეს. ის, რომ მონაწილეები ძალიან მოგვწონს, დადასტურებულია იმით, რომ აღნიშნული შემადგენლობა პროექტის მონაწილეა“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში სოფო ნიჟარაძემ პროექტის „მხოლოდ ქართული“ შესახებ ისაუბრა. როგორც ცნობილმა მომღერალმა და ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა აღნიშნა მათ გამოწვევების არ ეშიანიათ და ბევრ სიახლეს გვპირდებიან.