LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სონია ნიკოლაძე: „ეს არის შანსი – აგვისტოს, დამწყებ დიჯეებს ვუთმობთ“

145
art-cafe-home-limoni

„დამწყებ დიჯეებს ჩვენ ყოველთვის ვაძლევთ შანსს საკუთარი თავი წარადგინონ. „არტ-კაფე ჰოუმი“ ერთგვარი ტრამპლინია დამწყები მუსიკოსებისთვის. ეს არა ღამის, არამედ პრე-კლუბია და რადგან საკმაორ რთულია პირდაპირ ღამის კლუბში მოხვედრა, ვფიქრობ, ეს იდეალური შესაძლებლობაა. სწორედ ეს არის სივრცე, სადაც დიჯეი იწყებს მოღვაწეობას და მოგვიანებით გადაინაცვლებს ღამის კლუბში. რა თქმა უნდა შეზღუდვებიც არის. მთელი წლის განმავლობაში უამრავი მუსიკოსი მიკავშირდება, ვუსმენ და ამ პროცესს დიდი დრო მიაქვს. ცხადია ისიც, რომ არ გამოდის ყველასთვის სცენის დათმობა. ბევრი ძლიერი არტისტია და ჩვენ ლოკალურ დიჯეებზე ვართ ორიენტირებული. საუკეთესოები ყოველ პარასკვევს და შაბათს ჩვენთან უკრავენ, მაგრამ არიან ახალგაზრდები და საჭიროა მათი მოსმენაც. წლის განმავლობაში არსებული რეალობიდან, რომ სამუშაო დღეს ვერ ვუთმობთ სცენას, მოვიფიქრეთ აგვისტო თვე დამწყებ არტისტებს დავუთმოთ. უკვე ბევრი დიჯეი დამიკავშირდა. საჭიროა მოგვწერონ, „ჰოუმი“-ს ოფიციალურ გვერდზე და გამოგზავნონ საკუთარი სეტი და ან საავტორო მუსიკა, რის შემდეგაც გადაწყდება დაუკრავენ თუ არა ჩვენთან, ბუხრის ოთახში“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში „ჰოუმის“ ივენთ მენეჯერმა საინტერესო წამოწყების შესახებ ისაუბრა. სონია ნიკოლაძის თქმით ნებისმიერს დამწყებ მუსიკოსს აქვს შანსი პრე-კლუბი აღმოჩნდეს ტრამპლინი ღამის კლუბებში მოსახვედრად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები