LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,სრულიად სპონტანურად მოხვდა კლიპში მეეზოვე, რომლმაც შემთხვევით შემომაყარა თოვლი” – ანრი ჯოხაძე ,,არტ-Fm”-ში

2
anrijokhadze201125

გადაცემის ლაივი LIVE

24 ნოემბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ მომღერალი ანრი ჯოხაძე სტუმრობდა, რომელმაც კლიპის „ცივი ზამთარი“ გადაღებებზე ისაუბრა.

– ანრი, სულ რამდენიმე დღის წინ გადაიღეთ კლიპი ახალ სიმღერაზე. რამდენად რთული აღმოჩნდა ვიდეოს გადაღება?

– სიმღერა ერთი წლის წინ შეიქმნა, თუმცა მე მხოლოდ ახლა ჩავწერე. პირველ თოვლს ველოდი და ძალიან გამიმართლა, როცა საბადურის ტყეში მოთოვა. არაჩვეულებრივად ბარდნიდა, ამიტომ მეტწილად სწორედ იქ ვიმუშავეთ, მერე კი, თბილისში გადაღებული, სცენებით შევავსეთ კლიპი. სრულიად სპონტანურად მოხვდა ვიდეოში მეეზოვე, რომლმაც შემთხვევით შემომაყარა თოვლი და ორივეს ისე გულწრფელად გაგვიკვირდა, რომ უჩვეულო ეპიზოდის კლიპში ჩართვა გადავწყვიტე. ვფიქრობ, საინტერესო ვიდეო გამოვიდა, რადგან ზუსტად მოერგო დღევანდელ სიტუაციას და საერთო განწყობას.

– საინტერესოა, ვის მიუძღვენით „ცივი ზამთარი“?

– სიმღერა მართლაც ავტობიოგრაფიულია და რა თქმა უნდა კონკრეტულ ადამიანს ეძღვნება..

– მართალია, რთულია სამომავლო გეგმებზე საუბარი, მაგრამ თქვენ ყოველთვის ახერხებთ მსმენელის სიახლეებით გახარებას. ახლაც რაიმე სიურპრიზს ხომ არ უმზადებთ?

– ჯერჯერობით მხოლოდ კლიპის პრემიერას ველი და აქტიურად ვარ ჩაბმული საახალწლო პროექტის მზადებაში. ახლა მთელს ჩემს რესურსს ტელევიზიაში ვხარჯავ, რითაც საოცრად კმაყოფილი ვარ, რადგან ძალიან მომწონს პროექტები, რომლებზეც ვმუშაობ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები