LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სურსათის ეტიკეტირების შესახებ ბიზნესს ახალი ვადები დაუწესდა

4
ეტიკეტი

სურსათის ეტიკეტირების ახალ წესთან დაკავშირებით ბიზნესსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის შეთანხმება შედგა. შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ მომხმარებელთა და ბიზნესსექტორის ინტერესთა გათვალისწინებით, ე. წ. გარდამავალი პერიოდი ამოქმედდება.

დისტრიბუტორთა ასოციაციის ცნობით, ეს დრო პროდუქციაზე ვადის ამოწურვამდე გავრცელდება და კომპანიებს მიეცემათ საშუალება, მათი რეალიზება მოახდინონ.

ასოციაციაში განმარტავენ, რომ მუდმივი კომუნიკაციის ფორმატში გაუწევენ კომპანიებს რეკომენდაციებს და გარდამავალ პერიოდსაც მაქსიმალურად გამოიყენებენ სწორედ ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით.

მანამდე ასოციაციაში ამბობდნენ, რომ ეტიკეტირების ახალი წესის ამოქმედების შედეგად ბიზნესს სერიოზული პრობლემები შეექმნებოდა და შესაძლოა, დახლები დაცარიელებულიყო კიდეც. ამის საპასუხოდ, სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავდნენ, რომ კომპანიებს 2 წლის წინ ჰქონდათ ამაზე ინფორმაცია და შესაბამისად, საკმარისი დრო, რომ მომზადებულიყვნენ.

რაც შეეხება გარდამავალ პერიოდზე მიღებულ გადაწყვეტილებას, ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ ეს ბიზნესომბუდსმენისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ჩართულობის შედეგად გადაწყდა.

დისტრიბუტორთა ასოციაცია კიდევ ერთხელ მიმართავს ყველა ადგილობრივ და იმპორტიორ კომპანიას, ასოციაციას მიაწოდონ ინფორმაცია ყველა იმ პრობლემური საკითხის შესახებ, რომელიც წარმოექმნებათ ,,მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ახალი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისას.

შეგახსენებთ, ახალი წესი 1 მარტიდან უნდა ამოქმედებულიყო, რასაც ბიზნესის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები