სწავლა და გარანტირებული დასაქმება ბანკში

ინტერვიუ „ფინკა ბანკის“ ეიჩ არ დეპარტამენტის უფროს ლელა თოფურიასთან

 

  • „ფინკა ბანკის“ განათლების ცენტრმა უკვე დაიწყო მსურველების მიღება, როგორც ცნობილია, გვითხარით რა ცენტრია ეს და საიდან გაჩნდა იდეა
  • ეს იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ შევქმნათ შესაძლებლობები. მიუხედავად იმისა, რომ ამ დარგში დასაქმების მაღალი მაჩვენებელია, მაინც ჭირს ხოლმე კომპეტენციის მქონე ადამიანების მოძებნა, გვჭირდება ისეთი ადამიანები, ვისაც მინიმუმ სურვილი და მოტივაცია აქვს, ასევე განათლება და უნარები, რომ ჩვენ მათი განვითარება და გაზრდა შევძლოთ. როგორც სწავლას დაასრულებენ, მაშინვე ვასაქმებთ.
  • ანუ ცენტრი არის მათთვის, ვისაც საბანკო სეტქორში დასაქმება სურს
  • კი, საბანკო, საფინანსო სფეროებში
  • რა პროგრამები გაქვთ ამ დროისთვის და რამდენ ხანს გრძელდება
  • ერთი არის საკრედიტო ხაზის მიმართულება, სადაც განათლება და პრაქტიკა სამთვიანია, ასევე გვაქვს ფრონტ ოფისს რომ ეძახიან, საოპერაციო მიმართულებით სტაჟირებები და სწავლა, რომელიც 2 თვეს გრძელდება.
  • უფრო დეტალურად რომ გვითხრათ თითოეულ პროგრამაზე, რას მოიცავს ისინი, რას ასწავლით , რა საკითხებზე აწვდით ინფორმაციას
  • პირველ რიგში ვასწავლით, რა არის საბანკო სფერო და ფინანსები, ვასწავლით ფინანსური ანალიზის უნარებს, გაყიდვების უნარს, მომსახურებას, ასევე ამ ყველაფერს პრაქტიკაში ვაკეთებინებთ. როგორც კი შევხედავთ, რომ წარმატებულად გაიარეს ყველაფერი, კლიენტებთანაც ვუშვებთ, ტესტებსაც გადიან, როგორც კი წარმატებით გაივლიან, სიამოვნებით ვიხილავთ მათ ჩვენს გვერდით
  • ახლა მიმდინარეობს მიღება, როგორც ვიცი, რა ეტაპების გავლა უწევთ მსურველებს
  • პირველი, ჩვენს კარიერის გვერდზე უნდა შევიდნენ, აპლიკაცია შეავსონ მათი ინტერესის შესაბამისად. შემდეგ არის ტესტირება. ეს არ არის რაღაც უნარები, უბრალოდ ვადგენთ, რა მიმართულება უფრო საინტერესო შეიძლება იყოს ამ ადამიანებისთვის. ამის შემეგ ე. წ. შორთ ლისტი დგება და ბოლოს გასაუბრების საფუძველზე ვიღებთ გადაწყვეტილებას
  • როდემდე გრძელდება მიღების პერიოდი, რომ მოგმართონ და როდის დაიწყება სწავლა
  • 15 მარტამდე ვიფიქრეთ, რომ დავაცდოთ მსურველებს, რომ მოიფიქრონ, შემოიტანონ აპოლიკაცია, ჯამში შერჩევა 1 აპრილამდე გაგრძელდება. ყველა ფილიალში 1 აპრილიდან მინიმუმ 2-3 აპლიკანტი იქნება თითოეულ მიმართლებაში
  • თუ იგეგმა გაფართოება და ახალი პროგრამების დამატება
  • საბანკო სფერო, ძირითადად, ამ ორ საქმიანობაზეა დამყარებული, თუმცა სტაჟირებებს ვგეგმავთ უფრო სათაოში არსებულ დეპარტამენტებში, ეიჩ არში, მარკეტინგში და ა. შ. არა კლიენტებთან, არამედ ბექ ოფისურ საქმიანობებში.