LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამრიკო ჭოხონელიძის 7 საყვარელი სიმღერა – რას უსმენენ ცნობილები

23
53216921_860762330936582_2131463647619186688_n

რადიო „ფორტუნას” ეთერში გრძელდება ნია მოძმანაშვილის საავტორო მუსიკალური პროექტი „რას უსმენენ ცნობილები“, რომელიც  საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების მუსიკალურ გემოვნებაზე უყვება მსმენელს და მათ მიერ შერჩეულ შვიდეულს გვთავაზობს. ამჯერად გადაცემას მუსიკათმცოდნე, მომღერალი თამრიკო წოხონელიძე ესტუმრა, რომელმაც „ფორტუნას” მსმენელს 7 გამორჩეული სიმღერა წარუდგინა.

როგორია ქალბატონი თამრიკოს მიერ შერჩეული 7 კომპოზიცია, ამას „ფორტუნას“ მსმენელი გადაცემიდან შეიტყობს.

მუსიკოსების ოჯახიდან ვარ და რაც თავი მახსოვს, მუსიკა ჩემი ცხოვრების თანმდევია. მართლაც საოცარი ძალა აქვს. მე მახსოვს ბავშვობაში დედა რას მიმღეროდა, რას მასმენინებდა… ამიტომ გემოვნების ჩამოყალიბებაში ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა. ჩვენ ერთ ენაზე ვსაუბრობდით. რაც შეეხება იმ შვიდეულს, რომელსაც წარმოგიდგენთ, მინდა ავღნიშნო, რომ კლასიკურ მუსიკას შეგნებულად არ ვასახელებ. მაქვს პერიოდები, როცა ვუსმენ დონიცეტს, ვერდის და ასე შემდეგ, თუმცა, ამ ეტაპზე შემოგთავაზებთ სიმღერებს, რომლებიც ჩემთვის მუდამ პირველ ადგილზეა.

 

გადაცემის წამყვანი ნია მოძმანაშვილი და თამრიკო ჭოხონელიძე

მეშვიდე ადგილზე მინდა წარმოგიდგინოთ აზიზა მუსტაფაზადე. ეს არის საოცრად ნიჭიერი ქალი, რომელსაც ვეთაყვანები. ყოველი მოსმენისას სულ სხვა ემოციას მიტოვებს და მის დაკვრას კლავიშზე მართლაც ჯადოსნური ძალა აქვს. ვერსადროს წარმოვიდგენდი, რომ აზერბაიჯანულ მუსიკას ასე ავყვებოდი და მეტსაც გეტყვით, მე და მარიამი ორ ხმაში ვმღერით (იღიმის).

მეექვსე ადგილზე მინდა წარმოგიდგინოთ შარლ აზნავური, სიმღერით la Boheme. რამდენჯერაც მომისმენია მისი ეს სიმღერა თავისი სპეციფიკური ხმით, იმდენჯერ მბურძგლავს. ყოველი შესრულება მრავლისმთქმელია და ალბათ იმასაც აქვს მნიშვნელობა, თუ საიდან იყვნენ მისი მშობლები…

მეხუთე ადგილზე წარმოგიდგენთ The Manhattan Transfer –  another night in Tunisia საოცარი კოლექტივი, რომელსაც საოცარი ვირტუოზული ტექნიკა აქვს.

https://www.youtube.com/watch?v=vq7kGtILScc

მეოთხე ადგილზეა სტინგი სიმღერით Until. მინდა ავღნიშნო, რომ ეს არის სიმღერა, რომელიც ფილმის დასრულების შემდეგ გვხვდება ტიტრებში და იმ სიმღერებს შორისაა, როდესაც ტიტრებზე ასული საოცარი მელოდია შემდეგ გადაინაცვლებს ხოლმე როგორც ცალკე აღებული მუსიკალური ნიმუში. ამ სიმღერას ყოველთვის ერთნაირი განწყობით ვერ მიუდგები და მე ვიცი, როდის უნდა მოვუსმინო ხოლმე. ამიტომ მის რეპერტუარში ამ სიმღერას გამოვარჩევ (იღიმის).

ჩემს შვიდეულში მესამე ადგილზეა Astor piazzolla –Oblivion. პიაცოლა უდიდესი ფიგურაა, რომელმაც ტანგოში გამოიყენა კლასიკისა და ჯაზის ელემენტები და ამით საოცარი სიტყვა თქვა. ამიტომ კიდევ ერთხელ მივცეთ საშუალება ჩვენს რადიომსმენელს, რომ მოისმინონ ძალიან კარგი ნამუშევარი.

მეორე ადგილზეა Chet baker -My Funny Valentine. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთ-ერთი ჰიმნი სიყვარულზე. ამ სიმღერის პოპულარობა სწორედ ამ შემსრულებელმა განაპირობა. მესაყვირე, რომელიც საოცრად ფლობს კლავიშს და ვოკალს.

პირველ ადგილზე მინდა წარმოგიდგინოთ საოცარი სექსტეტი the georgian six. ბედნიერი ვარ, როცა აღმოვაჩენ ახალ და ნიჭიერ ადამიანებს. ვიცი, როგორ შრომობენ და როგორი პროფესიონალები არიან. ჯგუფის ბოლო პროექტმა, გია ყანჩელის მელოდიებზე ნამდვილად ფურორი მოახდინა.  ეს ნიჭიერი ადამიანები ჩემთვის აღმოჩენაა და არ შემიძლია თითოეული მუსიკოსის და მომღერლის  წინაშე ქედი არ მოვიხარო.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები