LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამუნა გომართელი: „არ ეცოდები, არ უყვარხარ – ეს დიდი პრობლემაა“

„საჯარო პასუხი განპირობებული იყო შეკითხვების უზარმაზარი ტალღით. ერთი დასკვნა გამოვიტანე, საზოგადოებას ერთი დიდი პრობლემა აქვს და ამ პრობლემას მაშინ მოვერევით, როცა ჰარმონიაში მოვალთ საკუთარ თავთან. რთულია, მაგრამ დაძლევადია. იმისთვის, რომ მასაც მოსწონდე, უნდა ეცოდებოდე. თუ ან კარგად გამოიყურები, ან გონიერი ხარ, ან ახერხებ საკუთარი აზრის სწორად ფორმულირებას, მაშინ საზოგადოებას აუცილებლად აგრესია უჩნდება და აღარ უყვარხარ. ეს დიდი პრობლემაა.

სრულიად შეუსაბამოდ დაბლოკეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას ითვალისწინებდა ფორმატი და პირდაპირ გადავიდნენ თავდასხმაზე. ჩათვალეს, რომ ძალიან გაბოროტებული ვარ ცხოვრებისგან, ოკუპირება გავუკეთე რესპონდენტს, რომელიც თითქოს არ იყო ინფორმირებული სად მოდიოდა. რატომღაც ეგონა, რომ აუცილებლად მოვეფერებოდით და ბევრ კომპლიმენტს ვეტყოდით და თავდასხმისა და პროკურატურის დაკითხვის რეჟიმში გავასამართლეთ სტუმარი. სასაცილოა! მსგავსი ფორმატი ჩემთვის უცხო არ არის. იყო მსგავსი ფორმატის გადაცემა, ადრეც და მაშინ გაცილებით მწვავე ვიყავი. უფრო ხისტი. თავისი ქნა ასაკმა და ცოტა უფრო ჰუმანური გავხდი. დღეს, უბრალოდ  ვცდილობ მოვიძიო ინფორმაცია სტუმრის შესახებ და ის მსუბუქად შევფუთო“

რადიო „ფორტუნას“ ეთერში თამუნა გომართელმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული, საკუთარი, საჯარო პასუხის შესახებ ისაუბრა. საქმე ეხება გადაცემას „პროფილი”, სადაც მოწვეული სტუმარი ჟურნალისტების მიერ დასმულ მწვავე კითხვებას პასუხობს, ერთ–ერთი მოწვეული ჟურნალისტი კი ქეთი გომართელია.

ჟურნალისტის თქმით, საზოგადოებას მაშინ უყვარხარ, როცა ეცოდები.