LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,თავიდან ძალიან ვღელავდით, მაგრამ ბავშვებთან ერთად საკუთარი თავიც გავამხნევე  და ნამდვილი ფურორი მოვაწყვეთ სცენაზე” – Art Life-ის დამფუძნებელი გიორგი ბექაური

6
giorgibeqauriartfm

გადაცემის ლაივი LIVE

14 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“  საბავშვო სტუდიის Art Life-ის დამფუძნებელი გიორგი ბექაური სტუმრობდა, რომელმაც სტუდიის საქმიანობასა და პროექტ „ნიჭიერში“ მონაწილეობაზე ისაუბრა.

– გიორგი, როგორ შეიქმნა სტუდია Art Life?

– სტუდია 10 წლის წინ შეიქმნა, როცა ისეთი რამის გაკეთება მომინდა, რაც მანამდე არ გაკეთებულა. ერთმა ბრძენმა თქვა, „იქით კი ნუ წახვალ, საითაც გზა მიდის, იქით წადი, საითაც გზა არ არის და შენი კვალი დატოვეო“. სწორედ ეს გამონათქვამი გამახსენდა და ძალიან მომინდა საკუთარი ცოდნის მათთვის გადაცემა,  ვინც ჩემს გამოცდილებას გაიზიარებდა. ალბათ იცით, რომ დიდი ხანია სხვადასხვა ხალხების ფოლკლორული მუსიკით ვარ გატაცებული და ბავშვებსაც სწორედ ამ მუსიკას დაკვრას ვასწავლი. მართალია, თავიდან მხოლოდ 2 მოსწავლე მყავდა, მაგრამ დღეს ჩვენს სტუდიაში 80-ზე მეტი ბავშვია, რომლებიც არა მხოლოდ მუსიკას, არამედ მეგობრობას, გვერდში დგომას და ერთმანეთის გატანას სწავლობენ.

– რატომ გადაწყვიტეთ პროექტ „ნიჭიერში“ მონაწილეობა?

– შესაძლოა, დიდ წარმატებას ვერასდროს მივაღწიოთ, ამიტომ ახლა ვისარგებლეთ ფილარმონიის სცენაზე გამოსვლის შესაძლებლობით. მართალია, თავიდან ძალიან ვღელავდით, მაგრამ ბავშვებთან ერთად საკუთარი თავიც გავამხნევე  და ნამდვილი ფურორი მოვაწყვეთ სცენაზე.

– როგორ ფიქრობთ, შეძლებთ გამარჯვებას?

– ამის ილუზია ნამდვილად არ მაქვს. თუმცა, სანამ ჩვენ ვხუმრობდით, მანამდე რამდენიმე ტური დავძლიეთ და ახლა ნახევარფინალში ვართ. წარმატებას ვუსურვებ ყველა მონაწილეს და პირველ რიგში, ჩვენს ბავშვებს, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ ფინალში გასასვლელად.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები