LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილისის საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი" ფრედერიკ ეშტონის ულამაზესი სპექტაკლით გაიხსნა – ნინო ანანიაშვილი

5
nino-ananiashvili-artfm19

გადაცემის ლაივი LIVE

25 ივნისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ ქალბატონი ნინო ანანიაშვილი სტუმრობდა, რომელმაც თბილისის საერთაშორისო საბალეტო ფესტივალზე ისაუბრა.

– ქალბატონო ნინო, ვის მასპინძლობს თბილისის საბალეტო ფესტივალი წელს?

– მართალია, ფესტივალს მთელი წელი ვგეგმავდით, მაგრამ მიმდინარე მოვლენების ფონზე, მაინც რთული აღმოჩნდა მისი მოწყობა. მაქსიმალურად ვიზრუნეთ უცხოელი სტუმრებისთვის კომფორტული გარემოს შექმნაზე და ძალიან მიხარია, რომ ჩამოსვლაზე უარი არავინ გვითხრა. ფესტივალი ფრედერიკ ეშტონის ულამაზესი სპექტაკლით „ორი მტრედი“ გაიხსნა, სიამოვნებით ვმასპინძლობთ კორეულ დასს, რომელმაც 60 მოცეკვავე გააერთიანა და პირველად ესტუმრა ჩვენს ქვეყანას, „გედების ტბას“ და „ჟიზელს“ ისევ მოწვეული სტუმრები წარმოადგენენ ჩვენი თეატრის დასთან და ორკესტრთან ერთად, 30 ივნისს, ფესტივალს დახურვის დღეს კი, გალა-კონცერტს გავმართავთ ლა-სკალას დუეტის, უკრაინელი, ესტონელი მოცეკვავეების და ჩვენი სოლისტების მონაწილეობით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იტალიის საელჩოს და კორეის მთავრობას, რომელთაც საკუთარ თავზე აიღეს მოცეკვავეთა მოგზაურობის ხარჯები და სერიოზული შეღავათი გაგვიკეთეს, რადგან წელს ფესტივალი დაფინანსების გარეშე დარჩა და მხოლოდ ახლობელთა, გულშემატკივართა წყალობით შევძელით მისი მოწყობა.

– რით განსხვავდება წლევანდელი ფესტივალი გასული სეზონებისგან?

– წელს პირველად ვმასპინძლობთ კორეულ დასს, რომელიც ორდღიანი პროგრამით წარმოადგენს აბსოლუტურად განსხვავებულ კულტურას და თანამედროვესთან ერთად, ნაციონალურ ცეკვებსაც შეასრულებს, რაც მაყურებლისთვისაც საინტერესო იქნება და ქვეყნისთვისაც მომგებიანი, რადგან უცხოელები ყოველთვის სასაიამოვნო შთაბეჭდილებებით „დატვირთული“ ბრუნდებიან სამშობლოში. ვფიქრობ, სწორედ ესაა ხელოვანთა მთავარი მისია – ნიჭით ისაუბრონ და შემოქმედებით გააცნონ საკუთარი ქვეყანა უცხოელებს. დღეს განსაკუთრებით აქტუალუარია მსგავსი კულტურული თანამშრომლობა, რათა ყველა დავარწმუნოთ, რომ გარკვეული პრობლემების მიუხედავად, საქართველო მაინც უაღრესად კულტურული და რაც მთავარია, სტუმართმოყვარე ქვეყანაა.

– ზაფხულში ხომ არ გეგმავთ გასტროლების მოწყობას?

– აგვისტოს თვეში მოკლე ტურნეთი მივემგზავრებით ესტონეთის ფესტივალზე, სადაც ჩვენი დასი „დონ კიხოტს“ წარმოადგენს, სექტემბერში კი, ახალ სეზონს გავხსნით, რომელიც ძალიან დატვირთული იქნება, რადგან ქართველი მაყურებლისთვის დადგმული სპექტაკლების პარალელურად, უამრავ ქვეყანაში ვგეგმავთ მოგზაურობას.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები