LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მე თბილისში ჩავწერე სიმღერა, ირაკლიმ – ბარსელონაში” – მასტერის და ირაკლი ფირცხალავას სიმღერის პრემიერა „არტ-FM”-ში

4
fircxalavamasteriartfm

გადაცემის ლაივი LIVE

4 აგვისტოს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM” გიორგი პავლიაშვილი იგივე „მასტერი“ და ირაკლი ფირცხალავა სტუმრობდნენ ახალი სიმღერის „მარწყვი“ პრემიერით.

– ირაკლი, როგორც ჩანს სამუდამოდ გადმობარგდით საქართველოში?

– პანდემიის დროს ბავშვებთან ერთად ესპანეთში ვცხოვრობდი, საშინელი პერიოდი გამოვიარეთ და ცოტა შევშინდით. მართლაც საოცრება მოხდა, როცა ესპანეთში საქართველოდან გამოგზავნილი თვითმფრინავი ჩამოფრინდა ქართველების წასაყვანად, უამრავი ხალხი ცდილობდა სახლში დაბრუნებას და ძალიან გაგვიმართლა, რომ ჩვენც მათ შორის აღმოვჩნდით. მართალია, თბილისში მინდოდა ჩამოსვლა, მაგრამ პირველად ვნახე ბათუმი სეზონური დამსვენებლების, ტურისტული ქაოსის გარეშე, ძალიან მომეწონა და სწორედ აქ გადავწყვიტე დარჩენა.

– მასტერ, როგორ გაჩნდა ახალი სიმღერის შექმნის იდეა?

– სიმღერის ტექსტიც თვითონ დავწერე და ანრანჟირებაზეც დამოუკიდებლად ვიმუშავე, მერე ირაკლის შევთავაზე მისი შესრულება. ძალიან მოეწონა და დაუფიქრებლად დამთანხმდა. მე თბილისში ჩავწერე სიმღერა, ირაკლიმ – ბარსელონაში, მერე კი, ინტერნეტის საშუალებით შევკარით ერთ კომპოზიციად.

– ირაკლი, სავარაუდოდ, სიმღერის პრემიერა 12 აგვისტოს დაგეგმილ კონცერტზე შედგება. როგორ ემზადებით გამოსვლისთვის?

– სოლო კონცერტისთვის მართლაც მონდომებით ვემზადები, რადგან პანდემიის შემდეგ პირველი გამოსვლა იქნება და ცოტას ვღელავ. რამდენიმე სიმღერას მასტერი შეასრულებს, რომელიც სპეციალური სტუმრის სტატუსით მივიწვიე და „მარწყვის“ პრემიერაც სწორედ იქ შედგება. გარდა ამისა, ახალ ალბომზე ვმუშაობ, რომელშიც ქართულ სიმღერები გავაერთიანე.

– მასტერ, თქვენთვის ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა ეს წელი, რადგან 20 სიმღერის შექმნა მოასწარით,

– ბევრმა შეიძლება იფიქროს, რომ წელიწადში 20 სიმღერის დაწერა უაზრობაა, მაგრამ მე ჩემი მეთოდი მაქვს. ერთგავრი მუსიკალური დღიური გავაკეთე და სიმღერით გადავწყვიტე საკუთარი გრძნობების, ემოციების გამოხატვა, რადგან სხვანაირად არ შემიძლია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები