LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თეატრალურის კვარტეტი” ჯანსუღ კახიძის ცნობილი სიმღერების პოპურით „არტ-FM“–ში

5
teatraluris-kvarteti

გადაცემის ლაივი Live

19 თებერვალს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ „თეატრალურის ინსტუტუტის კვარტეტის” წევრები ლაშა კერვალიძე და ოთარ კოვზირიძე სტუმრობდნენ, რომელთაც ახალი ნამუშევარი –  ჯანსუღ კახიძის ცნობილი სიმღერების პოპური წარმოადგინეს.

– ლაშა, პირველ რიგში, მე-15 დაბადების დღეს გილოცავთ. საინტერესოა, როგორ აღნიშნავთ საიუბილეო წელს?

– ძალიან საინტერესო წელია და ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ, რადგან უამრავ ღონისძიებას ვგეგმათ. აუცილებლად ვიმოგზაურებთ რეგიონებში, ერთგულ მსმენელს შევხვდებით და  ჩვენი კონცერტის ფარგლებში ერთგვარ სიურპრიზს – მოწვეული სტუმრის სტატუსით ცნობილი მომღერლის გამოსვლას შევთავაზებთ.

– ოთარ, სად გეგმავთ პირველი კონცერტის გამართვას?

– პირველ კონცერტს 8 მარტს მოვაწყობთ ქუთაისში, რადგან ძალიან გვიყვარს ეს ქალაქი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურს, რომელიც აქტიურადაა ჩართული საღამოს ორგანიზებაში. სხვათაშორის, საღამოს ჩვენი მეგობარი ნიკოლოზ წულუკიძე გაუძღვება, მოწვეული სტუმრის სტატუსით კი, მსმენელის წინაშე ეკა მამალაძე წარსდგება. მოგვიანებით ბათუმში გადავინაცვლებთ, სადაც 14-15 მარტს საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში მეგობარი კომპანიების და ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერით მოხუცთა თავშესაფარს ვესტუმრებით, მაქსიმალურად ვეცდებით მათ გახალისებას და ტკბილი საჩუქრებით გახარებას.

– ლაშა, რატომ გადაწყვიტეთ პოპურის ჩაწერა?

– ძალიან გვინდოდა პოპულარული და ყველასთვის საყვარელი სიმღერების თავმოყრა და  მსმენელისთვის ჩვენებური ვერსიით წარდგენა. იმედი მაქვს, ახალ ნამუშევარს, რომლის არანჟირებაზე ჩვენმა მეგობარმა, არაჩვეულებრივმა მუსიკოსმა რომა გიორგაძემ იმუშავა, მსმენელი მოიწონებს და ისევე შეიყვარებს, როგორც ორიგინალს.

– ოთო, სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– აქტიურად ვმუშაობთ ახალ პროექტზე, რომელიც თეატრის მუსიკას მიეძღნება და პოპულარულ კომპოზიციებს გააერთიანებს ლეგენდარული სპეცქაკლებიდან. მეტად მასშტაბური და რაც მთავარია, ორიგინალური წარმოდგენის გამართვას ვგეგმავთ და იმედი გვაქვს, უამრავი ცნობილი მსახიობი და მუსიკოსი მიიღებს მონაწილეობას.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები