LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თენგიზ ცერცვაძე: „შესაძლოა, მომართვიანობა იმხელა იყოს, რომ ეს 20 ბოქსი საკმარისი არ იყოს…“

13
tengiz-cercvadze-1

გადაცემის ლაივი LIVE

თენგიზ ცერცვაძემ რადიო „ფორტუნას“ დღევანდელ ეთერში (გადაცემა „პულსი“) ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა საიზოლაციო  განყოფილებები არსებობს საქართველოში კორონავიურუსის და სხვა ინფექციების შემთხვევებისთვის.

„დიახ, საიზოლაციო გარემო, სივრცე კლინიკებში გვაქვს. მაგალითისთვის, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში არის 20 ბოქსი, ეს არ არის ცოტა, მათგან 12 არის ნამდვილი, ან სრული ბოქსი, უსაფრთხოების უმაღლესი დონით, სადაც შეიძლება, უსაფრთხოდ მოთავსდეს განსაკუთრებით და გაცილებით საშიში და გადამდები ინფექციების მქონე პაციენტები, ვიდრე ეს კორონავირუსია. გარდა ამისა, გვაქვს რვა ნახევარბოქსი, რომლებიც ასევე გამოსადეგია გარკვეული კატეგორიის პაციენტებისთვის. ამის გარდა, ვინაიდან, შესაძლოა, მომართვიანობა იმხელა იყოს, რომ ეს 20 ბოქსი საკმარისი არ იყოს, მიღებულია სხვა ზომებიც. მაგალითად, ინფექციურ საავადმყოფოში გამოვათავისუფლეთ ერთ-ერთი კორპუსი, სადაც არის რვა პალატა. მართალია, ეს არ არის ბოქსირებული პალატები, მაგრამ გამოსადეგია გარკვეული ტიპის პაციენტებისთვის, ვთქვათ, მათთვის, ვისაც არ დაუდასტურდა კორონავირუსი, ან უბრალოდ, უნდა მოიხადონ ორკვირიანი კარანტინი ან სხვა ინფექცია აქვთ. ნამდვილი ბოქსები, ძირითადად, იქნება, იმ პაციენტებისთვის, რომელთაც ან დაუდასტურდათ შემთხვევა, ან აქვთ მძიმე რესპირატორული დაავადება, ან იმყოფებოდნენ მჭიდრო კონტაქტში დადასტურებული შემთხვევის პაციენტთან.

ბოლო პერიოდში მომართვიანობა ძალიან გაიზარდა, რაც ძალიან კარგია, რადგან მოსახლეობა სიფხიზლეს იჩენს.  გამოყოფილია ე.წ. საკარანტინო სივრცეები, სადაც ათავსებენ არა პაციენტს, რომელსაც კლინიკური ნიშნები აქვს, არამედ მათ, ვინც იმოგზაურეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დასახელდა მაღალი რისკის ქვეყნებად: ჩინეთში, კორეაში, ირანში, ინდოეთში, იაპონოაში და მათი რიცხვი ყოველდღე იზრდება. მოქალაქეები, ვინც იმოგზაურა ამ ქვეყნებში და ამჟამად არიან ჯანმრთელები და არ აღენიშნებათ კლინიკური სიმპტომატიკა, ან იყვნენ ჩვენთან და ჩაიტარეს გამოკვლევა და არ დაუდასტურდათ ვირუსი, ისინი განთავსდებიან ამ საკარანტინო ზონებში, ეს ზონებია საჩხერის სასტუმროში, აბასთუმნის სარეაბილიტაციო ცენტრში, ასევე ცალკე მდგომი კორპუსი ტუბერკულოზის ცენტრში და ასევ ჯანდაცვის სამინისტროს გეგმავს, დაცალოს კიდევ ერთი კლინიკა, თუმცა ჯერ არ მაქვს ინფორმაცია, რომელი“.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები