LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიკა ფაცაცია: „მეორე შანსი ამ კონკურსის განსაკუთრებული მხარეა“

„დიდი სცენა არის ის ადგილი, რომელზეც ყველა ოცნებობს. მიხარია, რომ ტელეკომპანიისთვის საპრემიერო დღე არის კვირა იმიტომ, რომ სრულიად ახალ გადაცემას შევთავაზებთ მაყურებელს. ვიდრე, ცოცხალ კონცერტებზე გადავალთ მაყურებელს იმ ნიჭიერ ახალგაზრდებს გავაცნობთ, რომლებიც პროექტში მოვიდნენ. მინდა ვიყო გულწრფელი და ვთქვა, რომ ძალიან გამიკვირდა იმდენი ადამიანი მღეროდა კარგად. ცოტა მეშინოდა, რადგან ბევრი სასიმღერო კონკურსია და ყოველ წელს არის. ვფიქრობდი, ნუთუ კიდევ არიან ახალი სახეები და ხმები, თურმე არიან. ბედნიერი ვარ. დიდი გეგმებია, რასაც ეტაპობრივად შეიტყობთ. წინ სადღესასწაულო დღეებია და პომპეზურობას არ დავაკლებთ. განსაკუთრებულობა კი არის, რომ როცა დიდი სურვილი არსებობს და რაღაცასთან ახლოს ხარ, გქონდეს მეორე შანსი. იმავე გზაზე. მეორე შანსის უფლება ამ კონკურსის განსაკუთრებული მხარეა. დიდი გამოწვევა აქვთ კონკურსანტებს“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში თიკა ფაცაციამ ახალი მუსიკალური პროექტის „დიდი სცენა” შესახებ ისაუბრა. ტელეწამყვანმა განმარტა, რომ პროექტის მონაწილეებს დიდი გამოწვევა აქვთ და განსაკუთრებულია ის ფაქტი, რომ აქვთ ორი შანსი.