LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ტრადიციული ბათუმური კონცერტის გარდა, მასშტაბურ ტურნეს ვგეგმავთ მეზობელ ქვეყნებში” – ბუბა კიკაბიძე

5
buba-kikabidze-art-fm-19

23 ივლისს რადიო „ფორტუნას“ და „არტ-FM“-ის განსაკუთრებულმა სტუმარებმა, ბატონებმა ბუბა კიკაბიძემ და სოსო აბზიანიძემ 17 აგვისტოს დაგეგმილ კონცერტსა და გასტროლებით დატვირთულ ზაფხულზე ისაუბრეს.

– ბატონო ბუბა, მართლაც არაჩვეულებრივი გამოვიდა გასული წლის საიუბილეო კონცერტი, რადგან უცხოელმა არტისტებმა პირადად გადაწყვიტეს დაბადების დღის მოლოცვა. საინტერესოა, წელს რას უმზადებთ თაყვანისმცემელს?

– რამდენიმე წელია დაბადების დღეს ბათუმში ავღნიშნავ, რადგან თბილისში რატომღაც არ მემღერება, თუმცა კონცერტზე ბათუმელებთან ერთად ქალაქის სტუმრებსაც მრავლად ვმასპინძლობ, რადგან ზაფხულში მართლაც უამრავი უცხოელი სტუმრობს ზღვისპირა კურორტს. მართალია, ბევრი მირჩევდა უარი მეთქვა რუსული სიმღერებზე, მაგრამ ნაკლებად გავითვალისწინე მათი რჩევა, რადგან ჩავთვალე, რომ მუსიკას არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან. იმედი მაქვს, წლევანდელი კონცერტიც ისეთივე საინტერესო იქნება, როგორც გასულ წლებში, მითუმეტეს, წელს ახალგაზრდების მიწვევას ვგეგმავ. საოცრად ნიჭიერი ბავშვები გვყავს, არაჩვეულებრივად მღერიან და ძალიან მინდა მათი შემოქმედება ფართო საზოგადოებასაც გავაცნო. სხავთაშორის, წელს ძალიან დატვირთული ზაფხული გვაქვს, რადგან უამრავ გასვლით კონცერტს ვგეგმავთ.

– ბატონო სოსო, კონკრეტულად სად გეგმავთ ზაფხულის გატარებას?

– მართალია, ყოველთვის დიდი არჩევანი გვაქვს, რადგან ყველა ნატრობს ბატონი ბუბას მიწვევას, მაგრამ წელს მართლაც ძალიან დატვირთული ვართ, რადგან ტრადიციული ბათუმური კონცერტის გარდა, მასშტაბურ ტურნეს ვგეგმავთ მეზობელ ქვეყნებში. სხვათაშორის, ერთ-ერთი ჟურნალის რეიტინგში, რომელიც ყველაზე ხშირად მიწვევადი არტისტების ნუსხას აქვეყნებს, ბატონი ბუბა ბოლო ხუთი წელია პირველ პოზიციაზეა.

– ბატონო ბუბა, კურიოზს ხომ ვერ გაიხენებთ, რომელიც კონცერტზე შეგემთხვათ?

– წლების წინ, როცა ანსმბლ „რეროს“ ვმხელმძვანელობდი, ბრეჟნევის რეზინის ნიღაბი მაჩუქეს, რომელიც ერთ-ერთ კონცერტზე ბოლო ნომრის წინ მოვირგე და სცენაზე გამოვედი. მართალია, პუბლიკა ძალიან მოიხიბლა და აპლოდისმენტებით გამაცილა, მაგრამ კულისებში უშიშროების სამსახურის რამდენიმე თანამშრომელი დამხვდა და ნიღაბი წამართვა, დაკავებას კი, მხოლოდ საკუთარი შემოქმედების წყალობით გადავურჩი, რადგან ისინიც ჩემი მუსიკის თაყვანისმცემლები აღმოჩდნენ.

– კონცერტის წინ სცენაზე გასვლა ხომ არ გადაგიფიქრებიათ ოდესმე?

– აფრიკულ გასტროლებზე, რომელშიც არტისტთა უზარმაზარი ჯგუფი მონაწილეობდა მთელი საბჭოთა კავშირიდან, თევზით მოვიწამლეთ. ისე ცუდად გავხდი სცენაზე გასვლის წინ, რომ გონება დაკვარგე და მხოლოდ ადგილობრივი ექიმების წყალობით გადავრჩი. 60-წლიანი შემოქმედების მანძილზე, სწორედ აფრიკული კონცერტი აღმოჩნდა ერთადერთი, როცა სცენაზე გასვლა ვერ შევძელი.

– უამრავი ცნობილ არტისტთან შეასრულეთ დუეტი. ვის თვლით საყვარელ პარტნიორად?

– რა თქმა უნდა, ქალბატონ ნანი ბრეგვაძეს. ძალიან მიყვარს თამრიკო გვერდწითელი და ვალერი მელაძე, ვისთანაც ინტენსიურად ვკონტაქტობ, რადგან მუდმივად ინტერესდებიან ჩემი საქმიანობით.

– რომელი ქვეყნის სცენაზე და ვისთან ერთად ისურვებდით გამოსვლას?

– აღფრთოვანებული ვარ ჩვენი ბავშვებით, ამიტომ ძალიან მინდა ერთი კონცერტის თბილიში მოწყობა სწორედ მათი მონაწილეობით.

– სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება თქვენს ჯანმრთელობაზე ცრუ ინფორმაცია. თქვენი აზრით, რა არის ამგვარი დეზინფორმაციის მიზეზი?

– სიმართლე ვთქვა, წარმოდგენა არ მაქვს, თუმცა ჭორები მართლაც ხშირად ვრცელდება და არა მხოლოდ ჯანმთელობაზე. ბევრს დღესაც პეტერბურგში ჰგონივარ, სადაც აქტიურად ვმართავ კონცერტებს, არადა რუსეთში 2008 წლის შემდეგ არ ვყოფილმვარ. მართალია, უამრავ შეთავაზებას ვღებულობ, მაგრამ საკუთარი პრონციპები მაქვს, რომელთაც არანაირი ჰონორარის სანაცვლოდ არ ვუღალატებ.

– შვილიშვილებს ხომ არ გამოუთქვამთ ბაბუას შემოქმედებითი ტრადიციების გაგრძელების სურვილი?

– ძალიან კარგი ხმა აქვს ერთ-ერთ შვილიშვილს, რომელსაც ჩემსავით ვახტანგი ჰქვია და გვარადაც კიკაბიძეა, თუმცა ძალიან ეშინია სცენის. სიამოვნებით მღერის ხალხურ სიმღერებს მეგობრებთან ერთად, თუმცა არ მოსწონს პუბლიკაზე გამოსვლა.

– რას ურჩევთ ქართველ მუსიკოსებს?

– მართალია, ქართული სიმღერა ძალიან რთულია, მაგრამ მაინც ქართულად უნდა იმღერონ, რადგან უცხოურ ქავერს მაინც ვერასდროს შეასრულებენ ავტორზე უკეთ, მსმენელს კი, ცუდ ვერსიას ყოველთვის ორიგინალის მოსმენა ურჩევნია. რა თქმა უნდა, მუსიკოსმა ყოველთვის ის უნდა იმღეროს, რაც თვითონ მოსწონს, მაგრამ ქართველები მცირე ერი ვართ, ამიტომ ნებისმიერი ქვეყნის სცენიდან ჯერ ჩვენი უნდა გავაცნოთ პუბლიკას, მერე ყველა დანარჩენი.

– როგორ შეაფასებთ ქართველ მსმენელს?

– ქართული პუბლიკა მართლაც უნიკალურია, რადგან ვერასდროს შეატყუებ სიყალბეს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები