LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვალის დაავადებები და მხედველობის ასაკობრივი პრობლემები – ოფთალმოლოგი სოფო ტურძილაძე

17
sofo-turdziladze-show-19

გადაცემის ლაივი LIVE

19 ივლისს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადცემას „პულსი“, კლინიკა „ენმედიცის“ ოფთალმოლოგი სოფო ტურძილაძე სტუმრობდა, რომელმაც თვალის დაავადებებსა და მხედველობის ასაკობრივ პრობლემებზე ისაუბრა.

– ქალბატონო სოფო, რამდენად გარდაუვალია ასაკის მატებასთან ერთად მხედველობის გაუარესება?

– მართალია, ხანდაზმულ ასაკში ადამიანი თვალის უამრავ პრობლემას უჩივის, მაგრამ უმთავრესი მაინც კატარაქტაა, როცა თვალის გამჭვირვალე ბროლი, რომელიც სხივების გატარებით და გარდატეხით, ფოკუსირებას და ობიექტის მკაფიოდ აღქმას უზრუნველყოფს, იბურება, იმღვრევა და გამოსახულებაც სიმკვეთრეს კარგავს. ბევრს ჰგონია, რომ პრობლემის მოგვარება სათვალის შეცვლით, სწორად შერჩევით შეიძლება, თუმცა კატარაქტის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია სათვალის მორგება, რადგან ერთადერთი გამოსავალი ქირურგიული ჩარევაა.

– რამდენად რთულია კატარაქტის ოპერირება?

– საკმაოდ მარტივი ოპერაცია ფაკოს მეთოდით, არაინვაზიურ ჩარევას გულისხმობს, როცა თვალზე მცირე განაკვეთი კეთდება, ამღვრეული ბროლის დაქუცმაცება და გასუფთავება კი, ულტრაბგერის გამოყენებით ხორციელდება, რაც ხელოვნური ბროლის ინპლანტირების საშუალებას იძლევა. ოპერეცია, რომელიც სულ რამდენიმე წუთს გრძელდება, ადგილობრივი ანესთეზიით სრულდება, პაციენტს კი, საგრძნობლად უუმჯობესდება მხედველობა და იმავე დღეს ტოვებს კლინიკას, თუ რა თქმა უნდა, სხვა პათოლოგია არ აღენიშნება. სხვათაშორის,    პაციენტს თვითონ შეუძლია სასურველი ბროლის, ინპლანტანტის არჩევა, რომლითაც ერთნაირად კარგად დაინახავს როგორც ახლოს, ისე შორ მანძილზე და სამუდამოდ დაემშვიდობება სათვალეს, ატსტიგმატიზმის შემთხვევაში კი, როცა ადამიანი ახალგაზრდობიდან სარგებლობს სათვალით, კატარაქტის ოპერაცია იმ ბროლის ჩანერგვის საშუალებას იძლევა, რომელიც ასტიგმატურ კომპონენტსაც გამოასწორებს. მართალია, წლების წინ ოფთალმოლოგები ოპერაციას მხოლოდ ბროლის  მომწიფების შემთხვევაში ასრულებდნენ, მაგრამ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ყველაფერი შეიცვალა, დღეს ნაკლებად რეკომენდირებულია დროის ფუჭად კარგვა და ბროლის სრულად მომწიფების ლოდინი, რადგან პრობლემის ადრეულ ეტპზე აღმოფხვრა ბევრად შედეგიანია.

– ყველამ კარგად იცის, რომ შაქრიანი დიაბეტი სერიოზულ პრობლემებს უქმნის მხედველობას. თქვენ რამდენად ხშირად გაკითხავენ ამგვარი პაციენტები?

– ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულმა სისტემატიურად გაიაროს ოფთალმოლოგიური შემოწმება. პირველი ტიპის დიაბეტის დიაგნოზირებისას  პაციენტმა მქსიმუმ ხუთ წელიწადში უნდა მიმართოს ოფთალმოლოგს,  მეორე ტიპის დიაბეტის შემთხვევაში კი, რომელიც მეტწილად ასაკში იჩენს თავს, ყველამ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ოფთალმოლოგს, რადგან შაქრიანი დიაბეტი სერიოზულად აზიანებს თვალს და პირველ რიგში მის ბადურა გარსს, რაც საკმაოდ რთულ დაავადებას – რეტინოპათიას იწვევს, როცა დიაბეტის შედეგად დაკარგული მხედველობის აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. სამწუხაროდ დიაბეტიან პაციენტებს კატარაქტაც ხშირად აწუხებთ, რომელიც საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში ჩნდება და დაავადების ერთ-ერთ მთავარ გართულებად ითვლება. თუმცა, დროული დიაგნოსტირების, შაქრის დონის, არტერიული წნევის და ლიპიდური ცვლის მუდმივი კონტროლის შემთხვევაში, თავისუფლად შეიძლება გართულებების თავიდან აცილება.

– მიეკუთვნება თუ არა გლაუკომა ასკობრივ დაავდებათა რიცხვს?

– გლაუკომა ორმხრივი ქრონიკული დაავადებაა, როცა ასიმეტრიით ჯერ ერთი თვალი ავადდება, მერე  მეორე. სხვათაშორის, გლაუკომას გენეტიკაც განაპირობებს, ამიტომ თუ  მშობლები ან ნათესავები მსგავსი დაავადებით იტანჯებიან, ადამიანმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს პრევენციის მიზნით, რადგან ძალიან მაღალია დაავადების განვითარების რისკი. მკურნალობა სპეციალური წვეთებით იწყება, ოპერაცია კი, მხოლოდ მაშინ ხორციელდება, როცა მედიკამენტური მკურნალობა სრულად ამოწურავს საკუთარ თავს.

– რამდენად ეფექტურია გლაუკომას მკურნალობა?

– რა თქმა უნდა, ყველაფერი პაციენტზე, ოფთალმოლოგთან მის სისტემატურ ვიზიტზეა დამოკიდებული. გლაუკომის დროს მომატებული თვალსშიდა წნევა მხედველობის ნერვს აზიანებს, ჩვენი მიზანი კი, პროცესის შეჩერებაა, რათა მდგომარეობა მეტად არ დამძიმდეს. დაავადების დიაგნოსტირებისას წნევის დდგენასთან ერთად, აუცილებელია ნერვული ბოჭკოების და მხედველობის ველის შემოწმება, რომელიც ცენტრალურ მხედველობაზე ადრე ზიანდება. საბედნიეროდ, ჩვენი კლინიკა სრულადაა აღჭურვილი საწირო აპარატურით, რაც ყველა პროცედურის ზედმიწევნით ზუსტად ჩატარებაში, პაციენტის სრულად გამოკვლევასა და ეფექტური მკურნალობის დანიშვნაში გვეხმარება.

– აისახება თუ არა შაქრიანი დიაბეტი გლაუკომის განვითარებაზე?

– სამწუხაროდ, კატარაქტის მსგავსად გლაუკომაც დიაბეტის ერთ-ერთი მძიმე გართულებაა, თუმცა საკმაოდ იშვიათად გვხვდება, ამიტომ დროული დიაგნოსტიკა და სისტემატური კონტროლი ჩივილების მიუხედავად ამ შემთხვევაშიც აუცილებელია, ისე როგორც ენდოკრინოლოგის და ოფთალმოლოგის შეთანხმებული მუშაობა, რაც ჩვენს მრავალპროფილიან კლინიკაში ყველასთვის ხელმისაწვდომია. აუცილებლად მინდა ავღნიშნო, რომ სწორედ ახლა სთავაზობს „ენმედიცი“ პენსიონერებს საინტერესო აქციას, რომელიც სრული ოფთალმოლოგიური კვლევის ჩატარებას აბსოლუტურად უსასყიდლოდ ითვალისწინებს.

– საინტერესოა, რამდენად შესაძლებელია საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხარისხიანი ოფთალმოლოგიური სერვისის მიღება?

– თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს ქვეყანაში ოფთალმოლოგია უმაღლეს დონეზეა, არ არსებობს პროცედურა, რომელსაც ქართველი სპეციალისტები ვერ შეასრულებენ, ამიტომ არასდროს ვურჩევთ პაციენტებს უცხოეთში გამგზავრებას და მკურნალობას.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები