LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვითშეფასება სამსახურეობრივი ურთიერთოებების გასაუმჯობესებლად – FM ქოუჩი

7
mariamsaxokia531

გადაცემის ლაივი LIVE

თვითშეფასება სამსახურეობრივი ურთიერთოებების გასაუმჯობესებლად – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში FM ქოუჩი“ ტრენერმა მარიამ სახოკიამ ისაუბრა.

რამდენი ტიპის თვითშეფასება არსებობს?

თვითშეფასება — ეს არის საკუთარი თავის შესახებ არსებული რწმენა შეხედულებების ერთობლიობა, რომელიც მოცემულ მომენტში განსაზღვრავს ჩვენს მოტივებსა და მოქმედებებს. ასევე ეს არის ადამიანის წარმოდგენა საკუთარი თავის შესახებ, რომელიც ასახავს თვითპატივისცემისა და მიმღებლობის ხარისხსაც. თვითშეფასება არის ადამიანის მიერ საკუთარი პიროვნების შეფასების უნარი, მისი დამოკიდებულება საკუთარი შესაძლებლობებისადმი, პიროვნული თვისებებისა და გარეგნობისადმი.

თვითშეფასებას ცვალებადი ხასიათი აქვს ის შესაძლებელია დროის მოცემულ მონაკვეთში იყოს სრულიად სხვა ხარისხის და შეიცვალოს სხვადასხვა ფონსა და გარემოში. თვითშეფასების ერთ-ერთი თვისება არის, ასევე ის რომ, ადამიანს ერთდროულად, შესაძლებელია ჰქონდეს სრულიად განსხვავებული თვითშეფასების ხარისხი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტში. მაგ: პიროვნებას აქვს მაღალი თვითშეფასება კარიერულ სფეროში, ხოლო ამავე დროს აქვს ძალიან მერყევი ან დაბალი თვითშეფასება პირად ურთიერთობებში.

ძირითადად ყოფენ სამი ტიპის თვითშეფასებას: მაღალი, დაბალი და ადეკვატური თვითშეფასება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ – თვითშეფასება ეს არის ერთგვარი დაწერილი დახასიათება, რომელიც ჩვენში “პატერნის” ანუ ნიმუშის სახით არსებობს და მას ვიყენებთ ცხოვრებისეული მოქმედებების განხორციელების დროს. ეს არის ერთგვარი გამოცდილება, რომელიც ჩვენ კონკრეტული სიტუაციიდან ემოციურად მივიღეთ , არაცნობიერად დავიმახსოვრეთ და ვიყენებთ როგორც უნივერსალურ მოდელს სხვა სიტუაციებშიც. თუმცა ხშირად გვავიწყდება ამ პატერნის გადახედვა, შესაძლებელია ადამიანის თვითშეფასების ნიმუში ინახავდეს ბავშვობის დროინდელ ტრავმებს, დაურწმუნებლობას, გარემოს ნეგატიურ შეფასებებს, ხოლო მოცემულ მომენტში ის განსხვავებულ რეალობაში არსებობდეს და მისი შინაგანი ხედვა საკუთარი თავის მიმართ არ შეესაბამებოდეს არსებულ ფონსა და გარემოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ხშირად გადავხედოთ დამოკიდებულებებს და აზრებს საკუთარი თავის შესახებ და მოვარგოთ ის ობიექტურ რეალობას.

არის თუ არა თვითშეფასებაზე დამოკიდებული ჩვენი გადაწყვეტილებები?

თვითშეფასებაზე დგას ყველა ჩვენი გადაწყვეტილება. ეს არის ის, თუ როგორ გამოვხატავთ საკუთარ თავს, შესაბამისად მოცემული გავლენას ახდენს ნებისმიერი სახის ინტერპერსონალურ ურთიერთობებსა და კარიერულ სფეროზე, მოკლედ რომ ვთქვათ ის განსაზღვრავს ჩვენს წარმატებას და ჩვენი ცხოვრების ხარისხს.

ჯანსაღი თვითშეფასება გვეხმარება ვენდოთ საკუთარ თავს, შევაფასოთ რეალური მოცემულობები, მივიღოთ უკეთესი გადაწყვეტილებები, რაც ადამიანს კარიერულ წინსვლაში ეხმარება. მაღალი თვითშეფასების დროს არსებობს საფრთხე შევეჭიდოთ სირთულეებს, რომლის რესურსი მოცემულ მომენტში არ გაგვაჩნია, რამაც შესაძლოა სერიოზული კარიერული წარუმატებლობა გამოიწვიოს და გვიბიძგოს მოტივაციის დაკარგვისა და თვითშეფასების ხარისხის გაუარესებისკენ. ეს ჰგავს დანინგ კრუგერის ეფექტს, როდესაც არაკვალიფიციური ადამიანები განიცდიან მოჩვენებით უპირატესობას სხვათა მიმართ, არასწორად აფასებენ თავიანთ შესაძლებლობებს და საკუთარ თავს ანიჭებენ საშუალოზე ბევრად უფრო მაღალ დონეს. ეს ტენდენცია მიეწერება არაკვალიფიციური ადამიანების მეტაკოგნიტურ უუნარობას, შეამჩნიონ და აღიარონ თავიანთი შეცდომები

დაბალი თვითშეფასების დროს არსებობს საფრთხე, რომ ადამიანმა არასდროს გადადგას ნაბიჯი საკუთარ თავში დაურწმუნებლობის გამო, რომლის უკანაც შესაძლებელია დიდი წარმატება იმალებოდეს, ვინაიდან ჩვენი წარმატება დგას სიახლეების მიმღებლობასა და წარუმატებლობის შიშის გადალახვაზე. დაბალი თვითშეფასების მქონდე ადამიანები, რომლებიც არასდროს ცდილობენ, ვერასდროს იგებენ მის რეალურ ფასსა და ღირებულებას. ამ დროს შესაძლებელია საკმაოდ კვალიფიცირებული და კომპეტენტური ადამიანი გაურბოდეს ისეთი დავალებების შესრულებას, რომელიც მას წარმატების ახალ საფეხურზე გადაიყვანს.

ადამიანები, ხშირად საკუთარი თავის არასწორი შეფასების გამო ცნობიერად თუ არაცნობიერად უარს ამბობდნენ წარმატებაზე. დაბალი თვითშეფასების გამო შესაძლებელია განვითარდეს “იმპისტერის სინდრომს” როდესაც ჩვენ არ ვაფასებთ საკუთარ წამატებებსა და საკუთარ უნარებს, ეს არის უნდობლობა საკუთარ ძალებში.

მუდმივი

უუნარობა აკადემიურ, შრომით და სოციალურ სფეროებში. წარუმატებლობის მუდმივი მოლოდინი, არაადეკვატურობის ან თავდაჯერებულობის განცდა, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება.

რჩევები სამსახურეობრივ ურთიერთობებში თვითშეფასების გასაუმჯობესებლად:

1. შეაფასეთ თქვენი ღირებულებები

2. განსაზღვრეთ თქვენი მიზნები

3. დაიმახსოვრე შენი წარმატებები და გადახედე მას რაც უკვე შეძელი

4. შეაფასე საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები

5. ყოველთვის ითხოვე უკუკავშირი და მოისმინე კომპეტენტური ადამიანების აზრი

6. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს და შეისწავლეთ ის სიღრმისეულად

7. შეიმუშავეთ პოზიტიური აზროვნების უნარი და დაუთმეთ დრო გონებრივ სავარჯიშოებსა თუ აფირმაციებზე.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები