LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცხო ენაში ბარიერის გადალახვა შედარებით გართულდა – რუსუდან ტყემალაძე გადაცემაში “ინსაიდერი”

11
IMG_0267

5 ივნისს გადაცემა „ინსაიდერში“ ვისაუბრეთ რა კონკრეტულ მიმართულებებზე უნდა გაამახვილონ ყურადღება აბიტურიენტებმა. რჩევები მათთვის თავად საგნის ხელმძღვანელისგან. ალბათ მთავარი რაც აბიტურიენტს გამოცდებზე წარმატებას მოუტანს სწორად მეცადინეობაა.

გადაცემის სტუმარები არიან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი მაია გაბუნია და ასევე, უცხო ენების საგნის ჯგუფის ხელმძღვანელი რუსუდან ტყემალაძე.

ქალბატონ რუსუდან, მოგესლმებით, როგორც ცნობილია, უცხო ენების ტესტიდან ამოღებულია ერთ–ერთი დავალება. ეს არის მე-7 არჩევითპასუხებიანი დავალება, რომელიც გრამატიკის ცოდნას ამოწმებდა. გრამატიკის ცოდნა შემოწმდება ტესტში არსებული წერითი დავალებების საშუალებით, რატომ გადაწყვიტა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოცდის დავალების შეცვლა? –    ეს ნიშნავს იმას რომ გამარტივდა გამოცდა თუ გართულდა?

ეს დავალება ფაქტიურად ბოლო 10 წელია იყო ჩვენთან და ამოწმებდა გრამატიკული წესების ცოდნას. ისეთი დრო მოვიდა და ფაქტობრივად უცხოენების სწავლა- სწავლება და ტესტირება მთელ მსოფლიოში ორიენტირებულია არა ცოდნაზე, ცოდნის შემოწმებაზე, არამედ ამ ცოდნის პრაქტიკულ, რეალურ სიტუაციაში გამოყენებაზე. ჩვენი ანალიზი ცხადყოფს იმას, რომ აბიტურიენტები შედარებით კარგად აკეთებდნენ ამ დავალებას ანუ კარგად ფლობდნენ წესებს, როცა დგებოდა საკითხი იმაზე, როგორ იყენებდნენ ისინი ამ ცოდნას რეალურად პრაქტიკულ საქმიანობაში ან სხვა დავალებებში ეს ცოდნა არ ჩანდა. ანუ რა გამოდიოდა, რომ მათ რაღაც წესი იციან ამ დავალებას მეტნაკლებად აკეთებენ მაგრამ მათ რომ ეს რეალურ, პრაქტიკულ ცხოვრებაში დასჭირდეთ, დასჭირდეთ აკადემიურ სივრცეში როგორიცაა უნივერსიტეტი, ეს ამბიცია გააჩნიათ რომ ჩააბარონ უნივერსიტეტში, ისინი ამ ცოდას არ იყენებდნენ. ამიტომ ეს დავალება ჩვენ ამოვიღეთ, თუმცა არ ნიშნავს ეს იმას რომ მან გრამატიკა არ უნდა ისწავლოს და არ უნდა ასწავლოს მასწავლებელმა, არამედ ის რომ ორივე მხარემ მოსწავლემაც და მასწავლებელმაც ყურადღება უნდა გაამახვილოს ცოდნის შეძენაზე, წესების ცოდნაზე. მაგრამ მეორე ეტაპი სწავლების უნდა იყოს აუცილებლად ის რომ აბიტურიენტს უნდა შეეძლოს ამ წესების გამოყენება წერითი დავალებების დროს პრაქტიკში.

გადაცემის ლაივჩანაწერი

გამოდის რომ თავად პედაგოგებმაც სხვანაირი მეთოდოლოგიით უნდა ასწავლონ?

სამწუხაროდ ეს ასე არ იყო. მთელი წელი ეს იქნებოდა რეპეტიტირები თუ მასწავლებლები ტრადიციულად ასწავლიდნენ წესებს. აბიტურიენტი აკეთებდა უამრავი ტიპის დავალებას, სავარჯიშოებს ეს თავისთავად ძალიან კარგია, არავის არ ეგონოს რომ ეს ცუდია, მაგრამ მიზანი უნდა იყოს ის, რომ აბიტურიენტმა შეძლოს ამ წესების გამოყენება პრაქტიკულად. აკადემიურ სივრცეში არავინ არ მოსთხოვს აბიტურიენტს წესების ცოდნას, მას მოსთხოვენ რომ მან სწორად და კარგად გამოიყენონ პრეზენტაციის მომზადებაში, სიტყვით გამოსვლისას, წერითი დავალების შესრულებისას.

ეს ნიშნავს, რომ ამ დავალებების გამო უფრო გართულდა აბიტურიენტებისთვის უცხო ენების გამოცდა?

ეს ისეთი კითხვაა, რომ ორმაგად შემიძლია  გიპასუხოთ. დავალებები რომლებიც იყო ისინი არანაირად არ გართულებულა, თუმცა ის ვინც ადვილად ფონს გადიოდა ამ დავალებით გადალახავდა ბარიერს, მან შეიძლება ეს დავალება რომ საერთოდ არ იცოდეს და 10-იდან 2 ან სამი შეიძლება შემთხვევით გამოიცნოს. აი ეს რომ გამოაკლდათ ბარიერის გადალახვა გახდება უფრო რთული შედარებით ნამდვილად, თუმცა ეს ტექნიკურად. აბიტურიენტი იმ ქულებს ვეღარ მოაგროვებს, მაგრამ დანარჩენი დავალებები სირთულით არ გართულდა.

ანუ ამის გათვალისწინებით წელს ელოდებით რომ ნაკლები ადამიანი გადალახავს უცხო ენების გამოცდაზე ბარიერს?

მე ვფიქრობ რომ ოდნავ გაიზრდება უცხო ენაზე ჩაჭრილების რიცხვი. არ მინდა რომელიმე შევაშინო რადგან უცხო ენებში საერთოდ ძალიან დაბალი რაოდენობა იჭრება, იმდენად დაბალი ბარიერია ჩვენთან. სხვა საგნებთან შედარებით 20%-ია ბარიერი. 80 ქულიდან წელს 17-ია გადამსვლელი. საერთო ჯამში შარშან 3% ჩაიჭრა აბიტურიენტების სხვა საგნებთან შედარებით. ის ადამიანი ვინც შემოხაზვით შემთხვევით ამოიცნობდა პასუხს ეს შანსი შედარებით ნაკლები გახდა. არის სხვა დავალებები შემოსახაზი, მაგრამ ეს შანსი მას ცოტა მოაკლდა. ამიტომ შესაძლოა ვინც არ არის სათანადოდ მომზადებული მას გაუჭირდეს ბარიერის გადალახვა.

ესეებში სიტყვების რაოდენობასთან დაკავშირებული დათქმა (120-150 სიტყვა) თუ არ დაიცვა აბიტურიენტმა, დააკლდება მას ქულა?

ერთი ან ორი ქულა აკლდება, თუ მან მოთხოვნილზე ნაკლები დაწერა ორი ქულაც დააკლდება. როგორც წესი არ ვაკლდებთ სიტყვების გადაჭარბების გამო ქულას. მაგრამ ერთი გაფრთხილდება, თხოვნა, რეკომენდაცია იქნება მეტი სიტყვების რაოდენობა და ბევრი წერა ნიშნავს ბევრ შეცდომას და ჩვენ შეცდომებს ვითვლით, ამიტომ გთხოვთ რომ ძალიანაც ნუ გადააჭარბებთ სიტყების რაოდენობას. ამით ქულა არ დაგაკლდებათ, მაგრამ რა საჭიროა.

აუცილებლად უნდა ვთქვა ერთი გადაულახავი პრობლემა. ვთხოვ ყველა აბიტურიენტს, თქვენს სახელსა და გვარს, ნურც თქვენსას და ნურც მოგონილს, ან მსახიობის,  ნუ მიუთითებთ წერით დავალებებში. ეს არის გადაულახავი პრობლემა. ამით ეს დავალება ნულდება. ეს 16ქულიანი დავალება ნულდება. ეს ითვლება მინიშნებად. ასევე, მნიშვნელოვანია რომ ყველა აბიტურიენტმა იცოდეს, რომ ჩვენთან რომ დრო არის მითითებული რა დროშიც უნდა დასრულოს ნაშრომზე მუშაობა, ამაში შედის არამარტო დავალებებზე მუშაობა, არამედ პასუხების პასუხების ფურცელზე გადატანის დრო. ეს არის დაახლოებით 15 წუთი. ამაზე ისინი არიან გაფრთხილებული და ვურჩევ გაითვალისწინონ.

შემდეგი კითხვა მექნება ქალბატონო მაიასთან, ქალბატონო მაია გარდა უცხო ენებისა, ცვლილებები შეეხო  ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე, გეოგრაფიისა და არჩევითი ლიტერატურის გამოცდასაც. რა პრობლემა იყო გასულ წლებში და წელს რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა, რომ იგივე შეცდომები არ დაუშვან?

 

მთავარია, მშვიდად, წყნარად გადაიტანონ პასუხების ფურცელზე პასუხები.

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში არის ასეთი მითითება წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით, ყველაზე მეტად ამ გამოცდაში აბიტურიენტები შეცდომებს წერაში უშვებენ, არის ძალიან ბევრი მექანიკური შეცდომა.  ასეთი რეკომენდაციაა აბიტურიენტებისთვის, რომ წაიკითხონ საკუთარი ნაწერი, რამდენჯერმე მექანიკური შეცდომების თავიდან ასაცილებლად. გეოგრაფიის გამოცდის შინაარსობრივ მხარეშიც ცვლილებაა 2019 წლის ეროვნულ გამოცდებზე გეოგრაფიის საკითხებს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები დაემატა. ეს ნიშნავს იმას, რომ აბიტურიენტს შეიძლება გამოცდაზე ისეთი საკითხი შეხვდეს, რომელიც ამ დროისთვის აქტუალურია, თუმცა სახელმძღვანელოში შეტანილი არ არის.

დიახ ასეა. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ძალიან მნიშვნელოვანია რომ პასუხის  ფურცელზე  არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ უნდა დაიტანოს აბიტურიენტმა. აუცილებლად პასუხის ფურცელზე უნდა გადაიტანოს სტანდარტული ფრაზა რომ „მზად ვარ დავიწყო მუშაობა…“, თუ არ იქნა ეს ფრაზა გადატანილი პასუხის ფურცელზე, სამწუხაროდ, ეს ნაშრომი არ გასწორდება. და ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა – არ დაიგვიანონ გამოცდაზე.

როდის დაიწყება საგამოცდო ბარათების გაცემა  და როდის ეცოდინებათ აბიტურიენტებს გამოცდების დაწყების თარიღი?

განაწილება სადღაც 20 რიცხვის შემდეგ იქნება, როგორც კი აპლიკანტები შეძლებენ ბარათების ამობეჭდვას, ჩვენ მაშინვე განვათავსებთ ვებგვერდზე როდის დავიწყებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები