LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა შევძლოთ ნაკლები დანაკარგებით საწყის მდგომარეობაში დაბრუნება – ლევან ჩიკვაიძე

4
maxresdefault

როგორ აგრძელებს ქართული ბიზნესი ფუნქციონირებას საგანგებო რეჟიმის პირობებში, რა სოციალურ პასუხისმგებლობას იჩენს და რამდენად დიდია კორონავირუსის გავრცელების შედეგად მიღებული ფინანსური დანაკარგები – „ბიზნესნიუსის“ სტუმარი ამჯერად „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე იყო, რომელმაც გადაცემაში ამომწურავად ისაუბრა ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც საზოგადოებას შესაძლოა ჰქონდეს „საქართველოს ფოსტის“ საქმიანობასთან დაკავშირებით.

მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხევა დაფიქსირდა, რა ზომები მიიღო და გაატარასაქართველოს ფოსტამსაკუთარი თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით?

საკუთარი თანამშრომლების დაცვის მიზენით, პირველ რიგში, გათვალისწინებული იქნა უწყაბათაშორისო საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, ეპიდემიოლოგების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები და შესაბამისად, პერმანენტულ რეჟიმში ხდება ყველა სამუშაო ადგილის: დახარისხების, გაცვლის ცენტრების, სერვისცენტრების დამუშავება სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით. ამასთან ერთად, ყველა ჩვენი თანაშრომელი აღჭურვილია პირბადით, ხელთათმანით და ასევე მუშავდება იგივე ხსნარით მათი გადაადგილების საშუალებები: ეს იქნება სკუტერი, თუ ავტომობილი.

რაც შეეხება მომსახურებასამ ეტაპზე როგორც იღებს მომხმარებელი სხვადასხვა ტიპის საფოსტო მომსახურებას?

პირველ რიგში, ის თანამშრომლები ვისი გადაყვანაც შესაძლებელი იყო დისტანციურ სამუშაოზე რეჟიმზე, ამ რეჟიმში აგრძელებენ დღესაც მუშაობას. თუმცა, მოგეხსენებათ, რომ სპეციფიკურია ჩვენი საქმიანობა, ამიტომ, შემუშავდა სპეციალური – უკონტაქტო გადაცემის პროცედურა, როდესაც ჩვენს კურიერს, გამგზავნსა და მიმღებს შორის ფიზიკური შეხება არ ხდება. გადაცემაც უკონტაქტოდ ხდება ამანათის, თუ სხვა გზავნილის და ასევე ჩაბარებაც.

ვიცი, რომ საკმაოდ აქტიურიასაქართველოს ფოსტა“ სოციალური პასუხისმგებლობის კუთხითაცრა აქტივობებს ახორციელებთ ამ ეტაპზე ?

დღეის მდგომარეობით, ჩვენ გვაქვს სახელმწიფო სერვისების მიწოდების უზრუნველყოფა – აი ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. დღეისათვის 3 სახელმწიფო პროექტი ხორციელდება- ეს გახლავთ 70 წელს გადაცილებული ქრონიკული დაავადებების მქონე ჩვენი მოსახლეობა, რომელსაც სახელმწიფო უფინანსებს მედიკამენტებს. სწორედ ამ მედიკამენტების მიწოდება ხდება „საქართველოს ფოსტის“ საშუალებით, მთელი საქართველოს მასშტაბით. მეორე ეს გახლავთ – 70 წელს გადაცილებული მარტოხელა ჩვენი მოქალაქეები, ვისაც ჩვენ ვაწვდით პირბადეებს და მესამე- 18 წლამდე ახალგაზრდები და ბავშვები, რომლებიც დაავადებულნი არიან შაქრიანი დიაბეტით, მათ ჩვენ ვაწვდით შესაბამის ტესტერებს- ე.წ ჩხირებს, რითიც ამ დიაბეტის კონტროლი ხდება.

ახალმა კორონავირუსმა სერიოზული დარტყმა მიაყენა გლობალურ ეკონომიკას და ცხადია, ცალკეულ ბიზნესებს.. თქვენ შემთხვევაში როგორ არის საქმე ამ კუთხით?

ეს ერთ-ერთი მტკივნეული საკითხია. რა თქმა უნდა, ჩვენმა შემოსავლებმაც მნიშვნელოვნად იკლო, პირდაპირ საფოსტო მიმართულებით ზუსტი მონაცემები შემიძლია გითხრათ – 80 პროცენტით არის შემცირებული საერთაშორისო მიმართულება ორივე მიმართულებით: შემომავალი და გამავალი. მიუხედავად იმისა, რომ შიდა მოხმარება გაიზარდა, ჩვენი ძირითადი ბიზნესები მაინც პარალიზებულია. მოგეხსენებათ, გადაადგილება შეზღუდულია, არ ხორციელდება ფრენები და ფინანსური ზარალი საკმაოდ დიდია. ზოგადად, ყველა პროცესის დასრულებისას ვიღაც აღმოჩნდება ხოლმე გამარჯვებული და ვიღაც – დამარცხებული. „საქართველოს ფოსტა“ უნდა იყოს გამარჯვებული ამ პროცესის დასრულებისას, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა შევძლოთ ნაკლები დანაკარგებით საწყის მდგომარეობაში დაბრუნება და იმედი მაქვს, რომ ჩვენი გუნდი ამას მიაღწევს.

ყველაფერი რომ ჩაივლის, რა გეგმები აქვს საქართველოს ფოსტას”, როგორ აპირებს იმ ზარალის ანაზღაურებას, რაც უკვე მიადგა ?

უნდა ვიცოდეთ ჯერ როდის სრულდება პანდემია – ეს არის მთავარი კითხვა. მე შემიძლია რამდენიმე მოდელზე ვილაპარაკო, თუმცა რომელი მოდელის გამოყენება დაგვჭირდება, ნამდვილად არ ვიცით. ჩვენ ყველა შემთხვევისთვის მზად უნდა ვიყოთ. ეს დასრულდება აპრილის ბოლოს, მაისის ბოლოს, თუ სექტემბრის დასაწყისში – ამ რამდენიმე შემუშავებული მოდელით უნდა შევძლოთ, რომ აღვადგინოთ საწყისი მდგომარეობა. რაც შეეხება გასულ წელს, 2019 წელი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა „საქართველოს ფოსტისთვის“. მოგებით დავასრულეთ -როგორც საოპერაციო, ისე ფინანსური მოგებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები