LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაჟა მანია: „ეს შანსი ხელიდან არ უნდა გამეშვა“

„მოლოდინი არის დიდი, ამიტომაც გავედი „ნიჭიერში“. მინდოდა საკუთარი თავი გამომეცადა იმიტომ, რომ უცხო ქვეყანაში რთულია სახელი და ადგილი დაიმკვიდრო. საქართველოში მიღებულმა გამოცდილებამ მომცა ის, რომ მსგავს პროექტებში მონაწილეობა გაძლევს შესაძლებლობას ადაპტირება სწრაფად მოახდინო. იანვარში იქნება პასუხები. კასტინგი გავიარე, მოსმენა და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. გადაწყვეტილება სწრაფად მივიღე იმიტომ, რომ მოსმენები ნიუ-იორკში მხოლოდ ორი დღე იყო და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გამეშვა. სხვა მუსიკალურ კონკურსებზეც არ მქონდა ინფორმაცია. კონკურსში ბევრი ადამიანი მონაწილეობდა. იმ დღეს, როცა ვიყავი, 3000 ადამიანი იყო. კონკურენცია მაღალია, მაგრამ ეს არის სატელევიზიო შოუ და ყურადღებას ბევრ რაღაცას ანიჭებენ. შეიძლება ვინმეს რაიმე ისტორია აქვს, რისი გამოტანაც უნდათ. ვიღაცას მუსიკალობა. თუ ვერ მოვხვდი, იმას არ ვიფიქრებ, რომ რაიმე არ აღმომაჩნდა. უფრო გამართლებაზეა დამოკიდებული. უბრალოდ ვცადე ბედი. ამერიკაში ბევრი პროფესიონალია, მაგრამ ყურადღების მიქცევის ფაქტორს სწორად უნდა მიუდგე. ალბათ ემოციურობაზე გავაკეთებ აქცენტს. ინდივიდუალურობას ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევენ“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში აშშ-დან ვაჟა მანიამ ისაუბრა. ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსი ამერიკული „ნიჭიერის“ პასუხს ელოდება და ფიქრობს, რომ ეს პროექტი მისთვის ის შანსია, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვას.

გადაცემის აუდიოჩანაწერი