LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ციფრულ მარკეტინგს ქმნიან – FM ქოუჩი

6
moshiashvili

გადაცემის ლაივი LIVE

რას ნიშნავს ციფრული მარკეტინგი და ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ციფრულ მარკეტინგს ქმნიან  -ამ და სხვა თემაზე გადაცემაში „FM ქოუჩი“ ტრენერმა ლიკა მოშიაშვილმა ისაუბრა.

რას ნიშნავს ციფრული მარკეტინგი?

ნებისმიერ ბრენდს ან ბიზნესს, პირველ რიგში, სურს რომ ინფორმაცია მიაწოდოს მომხმარებელს სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის საშუალებით – სოციალური ქსელებისა და ციფრული პლატფორმების საშუალებით მომხმარებლამდე სათქმელის მიტანა არის ციფრული კომუნიკაცია. ციფრული მარკეტინგი უფრო ფართოა და გულისხმობს, ამ კომუნიკაციის წინასწარ უფრო კარგად და ეფექტიანად დაგეგმვას, შემდეგ მის ანალიზს და ამის მიხედვით მომავალი გეგმის განსაზღვრას.

ვინ არიან ის ადამიანები ვინც ციფრულ მარკეტინგს ქმნიან?

ციფრული მარკეტინგი რამდენიმე წლის წინ მხოლოდ სოციალური მედიის მენეჯერი იყო და დღეს დაიყო ძალიან ბევრ მიმართულებად. პირველი, ეს არის ქოფირაითერი – ადამიანი რომელიც ტექსტებზე არის პასუხისმგებელი. ტექსტების წერა არ არის ასეთი მარტივი, როგორიც შეიძლება ეს ერთი შეხედვით გვქონდეს წარმოდგენა, ანუ კრეატიული, განსხვავებული ტექსტები, რომლებიც მომხმარებელს იმის საშუალებას მისცემს, რომ შენ სხვა ბრენდებსა და კონკურენტებში გამოგარჩიოს და გააკეთოს შენზე არჩევანი. რეკლამის მენეჯერი, რომელიც პასუხისმგებელია, იმაზე, რომ მიაწოდოს სწორ ადგილას სწორი ფორმით, ჩვენს სამიზნე აუდიტორიას კომპანიის მესიჯები და პოსტები. ადამიანი, რომელიც არის პასუხისმგებელი ვიზუალებზე, ეს არის დიზაინერი. სოციალური მედია მენეჯერი, რომელიც მუდმივად ადევნებს თვალს, რა არის ტრენდული, რას სთავაზობენ მომხმარებელს მისი კონკურენტები, ზოგადად საერთაშორისო ბაზარზე რა ხდება და შესაბამისი ქონთენთი და მასალა შესთავაზოს მომხმარებელს. გუნდთან ერთად განსაზღვრავს რომელი ციფრული პლატფორმა გამოიყენოს კონკრეტული კამპანიის ან კომუნიკაციის დროს. აქვე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ რომ ხშირად ჰგონიათ, რომ ციფრული მარკეტინგი არის მხოლოდ სოციალური მედია. სოციალური მედია არხების გარდა არის კიდევ ბევრი ციფრული პროდუქტი და ბევრი ციფრული პლატფორმა, როგორიც არის მაგალითად ვებ-გვერდი, რომელზეც შეიძლება რომ აქტიურად გვქონდეს მომხმარებელთან კომუნიკაცია, ასევე სხვადასხვა სივრცე სადაც შეიძლება სხვა პროდუქციასთან ერთად წარმოადგინო შენი ბიზნესი, არის კიდევ სხვადასხვა ონლაინ გამოცემა და ამ ყველა პლატფორმაზე ერთობლივად, დაგეგმილად, სტრატეგიულად მომხმარებელთან კომუნიკაცია, არის სწორედ ციფრული მარკეტინგი. როგორც გადაცემის დასაწყისში აღვნიშნე, ეს არის საკმაოდ მოთხოვნადი მიმართულება დღეს ბაზარზე.

მოეთხოვებათ ციფრული მარკეტინგის მენეჯერებს ანუ რა უნარჩვევები უნდა ჰქონდეთ და ზოგადად ბაზარზე, როდესაც დამსაქმებლებთან მიდიან, რას სთხოვენ დამსაქმებლები?

რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ადამიანს აქვს რაიმეს განსაკუთრებული ნიჭი, მაგალითად აქვს წერის ნიჭი, ან დიზაინის მიმართულებით ხედვა, მაგრამ, ზოგადად, მგონია, რომ ციფრული მარკეტინგის ნებისმიერი მიმართულების სწავლა შეიძლება. მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვიტოს რა მიმართულება უნდა კონკრეტულად და ყველაფერი არ აკეთოს. აუცილებელია იცოდეს სხვადასხვა მიმართულება რას მოიცავს, იმიტომ, რომ ძალიან ხშირად ხდება, რომ მაგალითად, დიზაინერს ძალიან მოკლე დროში სთხოვენ წარმოუდგენლად რთული დავალების შესრულებას, რომლის გაკეთებაც ამ დროის განმავლობაში, უბრალოდ შეუძლებელია. ამიტომ, მნიშვნელოვანია, იცოდეს ადამიანმა, თითოეული სამუშაო პროცესი რას გულისხმობს, როგორ უნდა დაიგეგმოს, როგორ უნდა მიაწოდოს სწორად დავალება, იმისთვის, რომ შედეგი, საბოლოოდ ის იყოს, რაც მოლოდინებია და რა თქმა უნდა, ერთი კონკრეტული საქმე აირჩიოთ რასაც გააკეთებთ, იმისთვის რომ რასაც შექმნით მომხმარებლისთვის იყოს საინტერესო და ეფექტური. წარმატებისთვის ასევე მნიშვნელოვანია გარდა თეორიული ცოდნისა, ამ სფეროში დასაქმების მსურველ ადამიანს ჰქონდეს პრაქტიკული გამოცდილებაც და გაკეთებული პროექტები. მე პირადად ჩემი კურსის ფარგლებში ეს იქნება უნივერსიტეტი თუ სასწავლო ცენტრი, მაქვს თეორიული და პრაქტიკული სწავლება. კურსის ბოლოს სტუდენტს აქვს პროექტი ან პროექტები, რომლებიც შეიძლება მათ მომავალში დამსაქმებელსაც კი აჩვენონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია რადგან დღეს, მაგალითად, რომ მიდიხარ გასაუბრებაზე, განსაკუთრებით, ამ სფეროში, არავინ არ გეკითხება რა ისწავლე ან რა იცი, გეკითხება პირდაპირ რა გაგიკეთებია, მაჩვენე და შემდეგ ამის საფუძველზე გადარებს სხვა კონკურენტს და ა წყვეტს აგიყვანოს თუ არა შენ, რამდენად ერგები იმ კომპანიის საჭიროებებს, რომელშიც გაქვს იმ წუთას გასაუბრება. კურსები, რომლებიც ბაზარზე ძალიან ბევრია ამ მიმართულებით, აი, შენ ვინაიდან ტრენინგს ატარებ მაინტერესებს, საფუძვლიანად, რომ შეისწავლოს ადამიანმა, აღნიშნული პროფესია, რამდენხნიანია კურსი არის მიზანშეწონილი რომ გაიაროს, იმიტომ, რომ არის სხვადასხვა ადამიანი, პირობითად ვთქვათ, რამდენიმე საათიანი კურსებიც არის აი საფუძვლიანად, რომ გახდეს სპეციალისტი ამ მიმართულების…

არის სხვადასხვა მიმართულების კონკრეტული კურსი, მაგალითად, ქოფირაითინგის კურსი, სოციალური მედიის მართვის კურსი, ედვერთაიზინგიც კი რამდენიმე ნაწილად იყოფა, იმიტომ, რომ შეიძლება სოციალური მედია არხების ედვერთაიზინგი იყოს, ან ზოგადად ციფრული არხების, რომელიც გულისხმობს, რომ გუგლში რეკლამას გასწავლიან ან ანალიტიკას. პირველ ეტაპზე, მე ვურჩევდი აუცილებლად, რომ გაიარონ, საბაზისო კურსი, რომელიც გულისხმობს თითოეული ამ მიმართულების გაცნობას და კარგად გააზრებას. აუცილებელია შეექმნათ სწორი წარმოდგენა, თითოეულ მიმართულებაზე, რომლებზეც ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ და შემდეგ უკვე გააკეთონ არჩევანი, რომელი მიმართულება მოსწონთ, გამოსდით და შემდეგ ის ისწავლონ სიღრმისეულად. ასეთი კურსისთვის, ვფიქრობ, რომ დაახლოებით 1 თვე საკმარისია, კვირაში სამ დღიანი ინტერვალით. 10 შეხვედრა, რომლის შემდეგ თუ ადამიანი მოტივირებული და დაინტერესებულია თავადაც შეუძლია სწავლის გაგრძელება სხვადასხვა ონლაინ პლატფორმაზე.

ყველაზე მოთხოვნადი იმ მიმართულებებიდან, რაც ჩამოთვალე, რომელია დღეს?

ეს მიმართულებები იმდენად არის ერთმანეთთან გადაკვეთილი, რომ რეკლამის მენეჯერი ვერაფერს ვერ გააკეთებს, თუ არ ექნება მას კარგი მასალა, ანუ არ ექნება, კარგი ტექსტი, არ ექნება კარგი ვიზუალი, რაც არ უნდა ბევრი იშრომოს მაგალითად დიზაინერმა და კარგი ტექსტი გააკეთოს ქოფირაითერმა, თუ რეკლამის მენეჯერი არ არის კომპეტენტური და სწორად არ გაუშვებს,რეკლამას, თანხასა და დროს სწორად ვერ გათვლის და ა.შ. შედეგი არ დაიდება. ლიკა, ყველაზე დიდი შეცდომა, როდესაც აჰყავთ ადამიანი სამსახურში, აი რა არის შენი გადმოსახედიდან ამ მიმართულების სპეციალისტები, აი, მე მაგალითად, ვფიქრობ, ჩემს აზრს გეტყვი და რამდენად იზიარებ არ ვიცი, ყველაფრის შეთავსებას რომ სთხოვენ, აი შენ ისიც უნდა იყო, ესეც და აი, ყველაფერი უნდა შეგეძლოს რეალურად… ჩემს სტუდენტებს, ყოველთვის ვეუბნები, რომ ყველაფერი უნდა იცოდეთ, ამ მიმართულებებთან რაც არის დაკავშირებული, კიდევ ერთხელ ვამბობ, იმისთვის, რომ აუხსნა ზუსტად რა გინდა და საბოლოოდ, შედეგი ის, იყოს, რაც თავიდან მოლოდინები გქონდა, თუმცა უნდა აკეთო ერთი, თუ გინდა რომ იყოს ხარისხიანი რაც საბოლოოდ შენს წარმატებას განსაზღვრავს. დრო უბრალოდ არ გეყოფა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იცოდეს ამ სფეროში დასაქმებულმა ადამიანმა ციფრული მარკეტინგის ყველა მიმართულების შესაძლებლობები, რომ სათანადოდ გამოიყენოს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რასაც ვაკეთებთ, იმ ყველაფრის ანალიზი გავაკეთო. ციფრული მარკეტინგი საშუალებას გვაძლევს განხორციელებული შედეგების ანალიზი გავაკეთოთ, არამედ წინასწარ განვსაზღვროთ ვის ვაჩვენოთ ჩვენი ბიზნესის შესახებ ინფორმაცია. პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, ვინ არის ჩვენი პროდუქტის, სერვისის, ანუ ბიზნესის მომხმარებელი. შემდეგ სად არის ეს ჩვენი მომხმარებელი, იმიტომ, რომ ციფრულ არხებს იყენებს ძალიან ბევრი ადამიანი და ეს არის მუდმივად მზარდი და ცალსახად პასუხი არის პირველი, რომლისკენაც მივდივართ დღევანდელ რეალობაში ციფრული არხები და როდესაც ვიცით, რომ ჩვენი მომხმარებელი აქ არის, უნდა დავგეგმოთ და სწორი კომუნიკაცია განვახორციელოთ ამ არხების საშუალებით. მომხმარებელთან ურთიერთობის სხვადასხვა ჩარჩოც არსებობს, ანუ რამდენჯერ შეიძლება, რომ შევხვდეთ, ჩვენს მომხმარებელს და თითოეულ ეტაპზე ჩვენი გადაკვეთის წერტილები როგორი უნდა იყოს, როგორ უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამ განხორციელებული აქტივობების შემდეგ უნდა გავაკეთოთ ანალიზი, ის ყველაფერი, რაც გავაკეთეთ, რა იყო კარგი რა იყო ნაკლებად ეფექტური და ა.შ. ამის მიხედვით, უკვე რაც ვისწავლეთ, იმის შესაბამისად უნდა დავგეგმოთ აუცილებლად შემდეგი აქტივობები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები