LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინირი თუ გვირგვინი – რის მიხედვით უნდა გააკეთოთ არჩევანი – სილამაზის აკადემია

36
ekaterinezarqua2045

გადაცემის ლაივი LIVE

ვინირი თუ გვირგვინი – რის მიხედვით უნდა გააკეთოთ არჩევანი – აქ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ექიმმა-სტომატოლოგმა ეკატერინე ზარქუამ ისაუბრა.

რა განსხავებაა გვირგვინსა და ვინირს შორის?

ხშირად ვინირი და გვირგვინი დაახლოებით ერთი და იგივე ჰგონიათ. სინამდვილეში, მათი გაკეთების ჩვენება არის სხვადასხვა. მთლიანი გვირგვინი წრიულად ფარავს კბილის დამუშავებულ ნაწილს და გამოიყენება მაშინ, როცა კბილის ქსოვილი მნიშვნელოვნად არის დაზიანებული. რაც შეეხება ვინირს, ის მხოლოდ კბილის ფასადს ფარავს და არის თხელი ფირფიტა, რომელიც ფიქსირდება კბილის ტუჩისკენა ზედაპირზე. ვინირები გამოიყენება ჯანმრთელი კბილის ფერისა და ფორმის შესაცვლელად, დიასთემებისა და ტრემების არსებობის შემთხვევაში, კბილების ცვეთის დროს და ასე შემდეგ.

გვირგვინის შემთხვევაში კბილის ქსოვილის დამუშავება ხდება მთელ პერიმეტრზე, წრიულად, მუშავდება კბილის ხუთივე ზედაპირი, ხოლო ვინირების დროს ძალიან თხლად მუშავდება მხოლოდ კბილის ფასადი, ანუ კბილის ქსოვილების ინვაზია არის მინიმალური.

 ვინირებაც იმდენ ვიზიტს საჭიროებს, რამდენსაც გვირგვინი?

ვინირები თავის მხრივ არსებობს თერაპიული და ორთოპედიული. თერაპიული ვინირი კეთდება უშუალოდ პაციენტის პირის ღრუში და საჭიროებს ერთ ვიზიტს. მისი უპირატესობა არის ის, რომ კბილის ქსოვილის ინვაზია არის მინიმალური და თანამედროვე ადგეზიური სისტემები იძლევა საშუალებას მოხდეს პრეპარირება თავისუფალ დიზაინში, ანუ მაქსიმალურად შენარჩუნდეს ჯანსაღი ქსოვილი, ამასთანავე არის უფრო ბიუჯეტური.  ორთოპედიული ვინირი, ისევე როგორც გვირგვინი, მზადდება ლაბორატორიაში და მოითხოვს რამოდენიმე ვიზიტს, თუმცა დღესდღეობით არსებობს ცერეკ ტექნოლოგია, რომელიც იძლევა საშუალებას, მოხდეს პირის ღრუს სკანირება აბსოლუტური სიზუსტით და გამოიჩარხოს იმავე დღეს.

არასწორად მდგომი კბილების ფორმისა და დგომის გასწორება თუ  არის შესაძლებელი გვირგვინების საშუალებით?

შესაძლებელი არის, თუმცა იმისათვის, რომ აღდგეს ფორმა და ფუნქცია, შედეგი იყოს მყარი,  ყოველთვის სჯობს მკურნალობა დავიწყოთ ექიმ ორტოდონტთან, რათა მოხდეს  კბილთა დგომისა და თანკბილვის პათოლოგიის გამოსწორება. მხოლოდ ამის შემდეგ, თუ იქნება ამის აუცილებლობა, მოხდეს ვინირება ან გვირგვინების დამზადება.

გვირგვინისა ან ვინირის გაკეთების დროს თუ ექცევა ყურადღება პაციენტის ასაკს?

მინდა აღვნიშნო, რომ ახალგაზრდა ასაკში ყოველთვის რეკომენდაცია ეძლევა ისეთი მეთოდების გამოყენებას, რომელიც ნაკლებად ინვაზიურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები