LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიოლეტა მგალობლიშვილი: „ვოცნებობდი ჩემი ცხოვრება მუსიკით სავსე ყოფილიყო“

violeta

„პროექტის შემდეგ ცნობადობის მაჩვენებელმა მოიმატა. ქუჩაში ბევრი ადამიანი მცნობს და ბევრ თბილ სიტყვას მეუბნება. შეიცვალა ის, რომ დაკავებული ვარ, გაიზარდა მეგობრების წრე. ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი. შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ როგორიც ვიყავი „მხოლოდ ქართულამდე“ ისეთი ვარ ახლაც.

არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ათეულში მოვხვდებოდი. ბევრი ფაქტორის გამო იმიტომ, რომ ვიცოდი როგორ ძლიერ ნაკადში მოვხვდი და რატომღაც საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი მეპარებოდა.

ბავშვობიდან ვოცნებობდი ჩემი ცხოვრება ასი პროცენტით სავსე ყოფილიყო მუსიკით და ახლა ყველაზე ბედნიერი ვარ. დილიდან საღამომდე მუსიკაში ვარ. ვერ ვგრძნობ იმას, რომ სიმღერას ორშაბათისთვის ვამზადებ.  ვაკეთებთ, კონცერტს, რომელიც ძალიან მაგარი უნდა იყოს და ზეპროფესიონალებთან ვმუშაობთ.

ვგრძნობ, შევიცვალე. საკუთარ თავზე ვმუშაობ და მინდა, რომ უკეთესი იყოს ჩემი ყოველი რეპეტიციაც კი. სიმღერას, რომელსაც მაძლევენ, პირველივე წამიდან ვიყვარებ. ხშირად ვიმეორებ, რომ ვმღერი ბედნიერებისგან მეტირება, ისე მიყვარს ყოველი სიმღერა“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში ვიოლეტა მგალობლიშვილმა „მხოლოდ ქართულის“შესახებ ისაუბრა.

როგორც მუსიკალური პროექტის ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა, ის საკუთარ თავზე აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ყოველ მომდევნო ეტაპზე უკეთესი იყოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები