LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვირუსის შემდგომი პერიოდი უფრო საყურადღებოა, ვიდრე თავად კორონა – ივანე ჩხაიძე გადაცემაში ,,პულსი”

8
pulsichxaidze

გადაცემის ლაივი LIVE

29 იანვარს რადიო “ფორტუნას” და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას “პულსი” პედიატრი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, იაშვილის კლინის სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე სტუმრობდა, რომელმაც კოვიდ 19-ის ბავშვებში გავრცელების საფრთხესა და პოსტვირუსულ გართულებებზე ისაუბრა.

– ბატონო ივანე, მართალია, თავიდან მშვიდად იყვნენ მშობლები, რადგან ვირუსი ნაკლებად ვრცელდებოდა ბავშვებში და საკმაოდ მსუბუქი ფორმით მიმდინარეობდა, მაგრამ ახლა, კოვიდმა ბავშვებსაც შეუტია. სინამდვილეში რა მდგომარეობაა და რით დაამშვიდებთ მშობლებს?

– პირველ რიგში, ყველას შევახსენებ, რომ აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა როგორც უფროსების, ისე ბავშვების შემთხვევაში. გეთანხმებით, ვირუსი თავიდანაც ნაკლებად აგრესიულად ვითარდება მცირეწლოვნებში და ახლაც იგივე ტენდენცია ფიქსირდება. თუმცა, დღეს ვირუსის შემდგომი პერიოდი უფრო საყურადღებოა, ვიდრე თავად კორონა. რადგან გართულებებს არა კოვიდი, არამედ, ის იმუნური ძვრები განაპირობებს, რომლებიც ბავშვის ორგანიზმში ხდება ვირუსის მწვავე ფორმიდან 4-6 კვირაში. ზოგჯერ ამგვარი გართულებები მწვავე ფორმის დროსაც ფიქსირდება, თუმცა ძალიან იშვიათად.

– კონკრეტულად რას გულისხმობს გართულებები და როგორი იშვიფრება აბრევიატურა MIS-C სინდრომი?

– აბრევიატურა MIS-C – მულტისისტემურ ანთებით სინდრომს ანუ მულტისისტემურ დაზიანებას ნიშნავს, როცა ავადობის პროცესში რამდენიმე სისტემაა ჩართული, ანთების აუცილებელ კომპონენტს კი მაღალი ტემპერატურა (38 გრადუსი და მეტი) და სისხლის ანალიზში ცვლილელბები წარმოადგენს. ამათანავე, მაღალი ტემპერატურა 3-5 დღე ნარჩუნდება. საბედნიეროდ, მშობლები განსაკუთრებულ ყურადღებას, სიფრთხილეს იჩენენ ბავშვბის მიმართ, ამიტომ სიმპტომების უგულველყოფის, ან ექიმისთვის დაგვიანებით მიმართვის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

– რამდენად ექვემდებარება სინდრომი მართვას და როდის ხდება უმართავი?

– მართალია, ნაკლებად ვზემოქმედებთ ვირუსის მწვავე ფაზაზე და მხოლოდ სიმპტომურად ვმკურნალობთ, მაგრამ მულტისისტემური ანთებითი სინდრომის მკურნალობის ორი კარგად ჩამოყალიბებული და ეფექტური მეთოდი არსებობა – მძიმე შემთხვევებისას ინტრავნური იმუნოგლობინისა და ჰორმონის კომპბინაციას ვიყენებთ, საშუალელო სიმძიმის დაავადებას  კი, იმუნოთერაპიის ხანგრძლივი კურსით ვებრძვით. აღსანიშნავია, რომ დიაგნოზი, ისე როგორც მკურნალობა აუცილებლად მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა ჩატარდეს სხვადასხვა დარგის სპეციალისტების ჩართვით.

– საინტერესოა, რამდენმა ბავშვმა გაიარა მკურნალობა თქვენს კლინიკაში და რამდენი რჩება სტაციონარში?

– საერთო ჯამში 48 პაციენტს ვუმკურნალეთ, რომელთაგან პირველი 2 ნოემბერს შემოვიდა. მართალია, ნოემბერსა და დეკემბერში პაციენტები ნაკლები ინტენსოვობით გვაკითხავდნენ, მაგრამ იანვრის დასაწყისში მომართვიანობამ იმატა და დღეში სულ მცირე 2 პაციენტს ვღებულობთ, რომელთა ასაკი 5-9 წელს შეადგენს. ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ დაავადების გამოვლენის შემთხვევაში აუცლებელია პაციენტის ჰოსპოტალიზაცია, რადგან იაშვიათი გამონაკლისის გარდა, სინდრომი საშუალ ან მძიმე ფორმით ვითარდება.

– როგორია სინდრომის მექანიზმი, კონკრეტულად რა ცვლილებებს განიცდის ბავშვის ორგანიზმი?

–  მართალია, მეტ-ნაკლებად ვიცით, კოვიდ 19-ის მოქმედების მექანიზმის, მაგრამ რატომ ერთვება იმუნური სისტემა და  რატომ განიცდის ბავშვის ორგანიზმის ამგვარ ძვრებს – ჯერჯერობით გაუგებარია.

– საინტერესოა, როგორ მოერგო პანდემიას თქვენი კლინიკის პერსონალი და არის თუ არა ინფიცირების შემთხვევები მედიკოსებს შორის?

– სხვების მსგავსად, ჩვენთვისაც მძიმე აღმოჩნდა პანდემიას მორგება. თავიდან ტრენინგებს ვატარებდით და ექმიბეს სწორად მოქმედებას ვასწავლიდით, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია პირადი უსაფრთხოების დაცვა. დღეს არა მხოლოდ მედიკოსების, არამედ მთლიანად მოსახლეობის ქცევის ეტიკეტი შეიცვალა, პირადი ჰიგიენის დაცვა და ნიღბის ტარება ჩვეულებრივი ყოველდღიურობა გახდა, რამაც უკვე გამოიღო დადებითი შედეგი, რადგან წელს მწვავე რესპირაციული დაავადებები აგვაცილა თავიდან.

– რამდენად გადაეცემა კოვიდი ახალშობილს დედისგან?

– საბედნიეროდ, ვირუსი ვერტიკალურად არ გადაიცემა.  ახალშობილი მხოლოდ დაბადების შემდეგ შეიძლება დაინფიცირდეს, ამიტომ დედას თავისუფლად შეუძლია ბავშვის ძუძუთი კვება, მთავარია დაიცვას ჰიგიენის ნორმები.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები