LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვის ხელშია პოლიტიკური უპირატესობა, რა კომპრომისისთვის არის მზად ხელისუფლება და უსაფრთხო სწავლებისთვის რამდენად არის სისტემა მზად – “კვირის თემის” პოდკასტი

6
ნინი ხუგაშვილი ფორტუნა
  • „პარლამენტის ღია კარი“ – ვის ხელშია პოლიტიკური უპირატესობა?  – მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს აფასებს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე;
  • რა კომპრომისისთვის არის მზად ხელისუფლება? რა შედეგებით დასრულდა ევროსაბჭოში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი და საგარეო ასპარეზზე, მოჰყვება თუ არა კონკრეტული ნაბიჯები „საქმე – საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ გამარჯვებას?  – “კვირის თემაში” კახა კუჭავა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე საუბრობს;
  • უსაფრთხო სწავლებისთვის რამდენად არის სისტემა მზად? – ეკატერინე დგებუაძე, განათლების მინისტრის პირველი მოადგილეა “კვირის თემის” სტუმარი

 

 

 „ოცნებისგან“ ოპოზიცია არარეალურ ნაბიჯს ელოდება: ხათუნა ლაგაზიძე

 

 

„პარლამენტის ღია კარი“ – ვის ხელშია პოლიტიკური უპირატესობა? რომელმა მხარემ დაკარგა ვითარებაზე კონტროლი? ერთი შეხედვით, თითქოს ვხედავთ მიზანმიმართულ, შედეგზე ორიენტირებულ ნაბიჯებს, თუმცა მანდატების გაუქმებაზე უარის თქმით, რა ტიპის ტაქტიკური სვლა მივიღეთ „ქართული ოცნებისგან“, ღიად გაცხადებული პოლიტიკის მიღმა რა ქვეტექსტებს ვკითხულობთ, – ამ საკითხებზე „ფორტუნას“ გადაცემა „კვირის თემა“ ნინი ხუგაშვილთან ერთად პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, ქვეტექსტებით დატვირთული ნამდვილად არის „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, მანდატები გარკვეულ ვადამდე არ გააუქმოს. ამას განაპირობებს რამდენიმე მიზეზი. პირველი ეს გახლავთ „ქართული ოცნების“ მცდელობა, დემოკრატიული ფერუმარილი შეინარჩუნს დასავლეთის თვალში. პროცესის განმავლობაში ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩები ძალიან მკვეთრად გამოხატავდნენ თავიანთ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის კარი უნდა დარჩეს ღია. ეს ღია კარი ნიშნავს საშუალებებს მოლაპარაკებებისთვის.

მანდატების არგაუქმება უმნიშვნელოვანესი ბერკეტია ხელისუფლებისათვის, იმისთვის, რომ დემოლარიზაცია, არეულობა და ურთიერთდაპირისპირება შეიტანოს ოპოზიციის რიგებში.

პარალელურად გვესმის, რომ 20-მდე დეპუტატი მზადაა შევიდეს პარლამენტში, ეს ბუნებრივია იწვევს ოპოზიციაში ერთმანეთის მიმართ ეჭვს და უნდობლობას. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ პარლაენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე ორიენტირებული ოპოზიცია ვეღარ ახერხებს კონცენტრირებას არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის საგარეო პოლიტიკა და საფრთხეები, რომელიც ამ ქვეყანას აქვს შემოჯარული და ის სოციალურ ეკონომიკური პრობლემები, რომელშიც იძირება საქართველოს მოსახლეობა და ამომრჩეველი, მათ შორის ოპოზიციის ამომრჩეველი თავს გრძნობს მიტოვებულად იმ პარტიებისგანაც, რომლებსაც მათ ხმა მისცეს სულ რამდენიმე თვის წინ.

ბუნებრივია, ეს ოპოზიციის იმიჯს ანგრევს. გამოდინარე აქედან, ეს ყველაფერი ცალსახად ასხამს წყალს ხელისუფლების წისქვილზე“.- ამბობს ლაგაზიძე.

 

პოლიტოლოგი ამბობს, რომ ის ნაბიჯი, რომელსაც ოპოზიცია ხელისუფლებისგან ელოდება, არარეალურია. უცნაურად ლოიალურები არიან დასავლეთის ელჩები

„ქართული ოცნებისგან“ ოპოზიცია არარეალურს ელოდება- ეს არის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. დღევანდელი მოცემულობით „ქართული ოცნება“ ამ ნაბიჯზე წამსვლელი არ არის. მით უფრო მაშინ, როდესაც უცნაურად ლოიალურები არიან დასავლეთის ელჩები. მიკვირს, რომ ევროკავშირის გაცხადებული პოლიტიკა საქართველოს მიმართ, არის მხოლოდ ის, რომ მთავარია სტაბილურობა. ის, რომ დღეს ევროკავშირის წარმომადგენელი ბატონი კარლ ჰარცელი თეა წულუკიანს გამოძახილზე, ერთ-ერთი რიგითი დეპუტატის დაწერილ სტატუსის შემდეგ ხვდება პარლამენტში, ჩემთვის სრულიად აუხსნელია. სხვა თუ არაფერი ღირსების საკითხია და თან ეახლა, რისთვის? დასატუქსად. მოისმინა წულუკიანისგან დატუქსვა და ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირზე და მის წარმომადგენელზე. არავინ იფიქროს, რომ ეს ღირსებას მატებს საქართველოს პროდასავლულ კურსს. მათ შორის თუნდაც „ქართული ოცნების“ ამომრჩეველში. აღარაფერს ვამბობ, რომ ეს იწვევს ძალიან დიდ იმედგაცრუებას ოზიციურ ამორჩეველში. არადა დასავლეთი და განსაკუთრებით აშშ-ი დღეს არის ერთადერთი ღერძი საქართველოს უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობისა, დღეს ყველაზე მძიმე ვითარება გახლავთ იმ კუთხით, რომ არეულია პრიორიტეტებიც, ღირებულებებიც, ფასეულობებიც და ღირსებაზე წარმოდგენებიც“. – განაცხადა პოლიტოლოგმა.

ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა გამოთქვა მზაობა მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდში მონაწილბის შესახებ. კითვაზე, რამდენად ნიშნავს, ეს რომ „მოქალაქეებთან“ გაფორმებულ მემორანდუმის მიღმა, რომელზეც გუშინ „ფორტუნას“ ეთერში „სტარტეგია აღმაშენებლის“ ლიდერი ამბობდა, რომ ის ვერსია გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებისგან გარკვეულწილად განსხვავებულია -ვიხილოთ ახალი წინადადებებიც ხელისუფლებისგან? პოლიტოლოგი პასუობს:

„ამ ეტაპზე არ ვიცი მზადდება თუ არა რაიმე ტიპის წინადადებები ხელისუფლებისგან. ვიცოდი დეკემბრის დასაწყისში რა ტიპის მოლაპარაკებები მიდიოდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. როდესაც იგივე ელჩები იყვნენ შუამავლები. დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ წლევანდელი ვარიანტი არის დასაჭურისებული ვარიანტი, რაც მაშინ იდო მოლაპარაკების მაგიდაზე. მას მე ვუწოდებდი ისტორიულ შანს საარჩევნო ცვლილებების მიმართულებით. დღეს ეს გაცილებით შემცირებულია“. – განაცხადა ლაგაზიძემ

ორივე მხარე ამბობს, რომ ეს ე.წ. ღია კარი, ეს არის სივრცე ერთის მხრივ მოლაპარაკლებებისთვის – ხელისუფლებისთვის, ოპოზიცია კი სავაჭრო სივრცეს ეძახის მას. ამ მოცემულობით, მოვლენათა როგორ განვითარებას შეიძლება ველოდოთ?

 

პოლიტოლოგი განმარტავს, მაშინ როდესაც ხელისუფლება აქტიურად საუბრობს საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, რამდენად შეიძლება დაიდოს რეალური შედეგები.

„საგამოძიებო კომისია პარლამენტში შესული „ქართული ოცნების“ ანათალების მონაწილეობით იქნება თავსლაფის დასხმა და განადგურება. ძნელად წარმომიდგენია კიდევ უფრო მეტად როგორ უნდა განადგურდნენ, ვინც შევიდნენ პარლამეტში ე.წ. ოპოზიციის რიგებიდან, მაგრამ მათი საბოლოო ჩარეცხვა იქნება ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა და მათი იქ მონაწილეობა. ამდენი თვის შემდეგ საარჩევნო კომისიებში არსებობს მასალები, რომელიც ვერაფრის დამტკიცების საშუალებას ვერ მისცემს ვერავის, მაგრამ მე გეტყვით, გამოსავალი სად არის. გამოსავალი ვერ გეტყვით, რომ არის მარტივი, მაგრამ ლოგიკურად ასე გამოიყურება.

საქართველოს ოპოზიციამ ყველაფერი, შეუძლებელი და შესაძლებელი უნდა გააკეთოს, უნდა გაჭრას გზა ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან და ანახოს მას საქართველოში არსებული რეალური ვითარება. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ შიდა პოლიტიკურ გამოწვევებს. განსაკუთრებით ყურადსაღებია ექვსეულის ფორმატი, რომელშიც მოიაზრება საქართველო, ირანი, რუსეთი აზერბაიჯანი და სომხეთი. ეს არის საქართველოს საუკუნეებით უკან გადაწევა. ერთი ჩემი მეგობარი ამბობდა, რომ მონღოლეთი აკლია ამ თანავარსკვლავედსო. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს დასავლეთი ძალიან დიდი ხნით კარგავს. აქ მარტო საქართველოს დამოუკიდებლობაზე არ არის საუბარი. ამ მესიჯით ქართული ოპოზიცია კი არ უნდა ჩავიდეს, უნდა ჩასახლდეს ამერიკის ახალ ადმინისტრაციაში, ოღონდ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი დაქსაქსული და სუსტი ოპოზიცია ამერიკას კი არა პარტნიორად ვერავის გამოადგება“ .- აღნიშნა ლაგაძიძემ და დასძინა, რომ ამ ეტაპზე პოლიტიკური უპირატესობა არის ხელისუფლების მხარეს.

 

 

კარგით ხალხო, 21-ე საუკუნეა, თუ გაყალბდა, რას ვერ დაამტკიცებენ?! – კუჭავას თქმით, ოპოზიციის მოთხოვნები არარეალურია

 

 

 

რა კომპრომისისთვის არის მზად ხელისუფლება? რა შედეგებით დასრულდა ევროსაბჭოში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი და საგარეო ასპარეზზე, მოჰყვება თუ არა კონკრეტული ნაბიჯები „საქმე – საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ გამარჯვებას? – ამ თემებზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ევროპის საბჭოში საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა კახა კუჭავამ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ნინი ხუგაშვილთან ერთად ისაუბრა.

კახა კუჭავას თქმით, ახალი არჩევნების ჩასატარებლად ხელისუფლებას საფუძველი უნდა ჰქონდეს.

„ყველას ვინც სპეკულირებდა, რომ არჩევნები გაყალბდა, საყრდენი გამოეცალათ მას შემდეგ რაც „ისფედმა“ აღიარა, რომ მათ მიერ ჩატარებულ კლევებში შეცდომა იყო. ჩვენ განაცხადეთ, რომ თუ ერთი პროცენტი გადახრა მაინც დადასტურდებოდა, მზად ვიყავით, რომ მაშინვე დაგვენიშნა. 

როდესაც მოლაპარაკებებზე ვლაპარაკობთ, ამ შემთხვევაში საუბარია ორივე მხრიდან დათმობაზე, არ შეიძლება, რომ მარტო ერთმა მხარემ დათმოს და ჩაითვალოს, რომ მოლაპარაკება შედგა. მოლაპარაკებების დროს აუცილებელია გარკვეულ დათობაზე ყველა წავიდეს. ჩვენი მხრიდან საკმაოდ კარგად იქნა პოზიცირება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მზად ვართ ღიად წავიდეთ დათმობებზე, განსაკუთრებით პატარა პარტიების მიერ დაყენებულ საკითხებზე. ვთქვით, რომ მზად ვიყავით,  ცვლილებები განხორციელდეს  საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებითრაც შეიძლება. შეხვედრის მეორე რაუნდზე ეს საკითხი უკვე შეთანხმებული იყო და გვინდა ,რომ ცვლილება რაც შეიძლება მალე განხორციელდეს იმისათვის, რომ თვითთმმართველობის არჩევნების დროს ეს ცვლილები უკვე ძალაში იყოს შესული. საფუძველიხომ უნდა არსებობდეს, რისთვისაც ჩავატარებთ არჩევნებს“.- ამბობს კუჭავა.

მისი თქმით, ოპოზიციის მოთხოვნები არარეალურია და ისინი თუ დარწმუნებულები არიან, თავიანთ სიმართლეში, უნდა დაამტკიცონ.

„ოპოზიცია თუ რამეს ამბობს, დაამტკიცოს. ის არგუმენტი, რომ ახლა ვეღარაფერს ვერ დაამტკიცებენ, არეალურია. კარგით ხალხო, 21-ე საუკუნეა, რას ვერ დაამტკიცებენ. თავისუფლად შეიძლება ნებისმიერი საარჩევნო უბნის გახსნა და ყველაფრის დამტკიცება. ყველა უბნის 24 საათიანი ჩანაწერი არსებობს.  მარტო უარი და იმის თქმა, რომ „არა, არ მინდა,“ არ შეიძლება. ამას პირველ რიგში ხედავენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. მთელი მსოფლიო მოუწოდებს მათ, ვინც საქართველოს მხარდამჭერია, „შებრძანდით პარლამენტში და იქ გააგრძელეთ მსჯელობაო“. მაგრამ მათგან ჯიუტად ისმის –  არა და ამის მოსმენა განსაკუთრებით იმ პარტიებისგან, რომლებიც საერთოდ ვერ მოხვდნენ პარლამენტში, სასაცილოც აღარ არის“. – განმარტა კუჭავამ. 

 

ევროსაბჭოში ჩვენ ძალიან ამაყად ჩავედით, იმიტომ რომ სტრასბურგის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება რამდენიმე დღით ადრე გახდა ცნობილი

 

„იყო ძალიან კარგი მომენტი, როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრემიერად ირაკლი კობახიძე მეორედ აირჩიეს…ევროსაბჭოში ჩვენ ძალიან ამაყად ჩავედით, იმიტომ რომ სტრასბურგის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება რამდენიმე დღით ადრე გახდა ცნობილი. ჩვენ გვქონდა ძალიან მყარი არგუმენტი იმისთვის, რომ საკითები, რომელსაც  რუსეთს წინაშე ვაყენებთ ხოლმე, კიდევ ერთხელ გაგვეჟღერებინა.

სესია დაიწყო მათთვის უნდობლობის გამოცხადებით, რა თქმა უნდა, უკრაინელებთან ერთად ერთ პოზიციაზე ვიყავით.

რუსი დეპუტატები დისკომფორტში იყვნენ და აღნიშნეს კიდეც, დავიღალეთ ერთი და იგივე ბრალდებებითო.  ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ ნებისმიერ ფორმატში შევუქმნიდით მათ დისკომფორტს. სანამ ისინი ყველა იმ ვალდებულებას არ შეასრულებენ, რომელიც მათ აკისრიათ. მათ არ სიამოვნებთ ამ საკითხის გაჟღერება, სადაც ყველა ევროპის და არამარტო ევროპის ქვეყნები არიან წარმოდგენილები“. – აღნიშნა კუჭავამ.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო მონიტორინგი ანგარიშში საქართველოს დადებითად შეფასება.

„მონიტორინგის აგარიშში, რომელიც ყველა ქვეყნის დემოკრატიის შეფასებას მოიცავს,  საქართველო დადებიტად იყო მოხსენიებული. ერთ- ერთი პირველი, ნახსენები იყო რვა მარტის შეთანხმება, როგორც წინგადადგმული ნაბიჯი. აღნიშნული იყო ის ცვლილებები, რომელი 2020 წლის ზაფხულში განხორციელდა.

ანგარისში ჩვენი ევროპელი პარტნიორები აღიარებენ, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში. ამბობენ, რომ გარვეული ხარვეზები არჩევნების დროს იყო, მაგრამ მისი განხილვა უნდა მოხდეს პარლამენტში და იმედგაცრუებულები არიან, რომ ოპოზიციას ვერ ხედავენ პარლამენტში.

დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია პარლამენტში შემოვა  და ევროპელი პარტნიორები იტყვიან, რომ ქართველებს, რაც არ უნდა უთანხმოება გვქონდეს, მაინც შეგვიძლია, ვიმსჯელოთ.

შეიძლება ყველა ოპოზიციური პარტია არ შემოვიდეს პარლამენტში, მაგრამ რაც უფრო მეტი პარტია შემოვა უკეთესია იმისთვის, რომ ქვეყანა დემოკრატიული გზით განვითარდეს“.- განაცხადა კუჭავამ.

 

 

მთავრობის გადაწყვეტილებით 15 თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის სამ დიდ ქალაქში თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სწავლა საკლასო ოთახებში გარძელდება

 

 

რამდენად არის უსაფრთხო სწავლებისთვის სისტემა მზად?  ამ საკითხზე „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ნინი ხუგაშვილთან ერთად  განათლების მინისტრის პირველმა  მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ ისაუბრა.

დგებუაძე განმარტავს, პანდემიის ფონზე როგორ იქნებიან დაზღვეული მოსწავლეები და მასწავლებლები კორონავირუსისგან.

„სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი კითხვა დაისვა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

ჩვენ 15 თებერვალს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ველოდებოდით. განათლების სამინისტრომ ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ  უსაფრთოების კუთხით გარკვეული ზომები მიეღო და სწავლს საკლასო ოთახი მომზადებული დახვედროდა.

უსაფრთხოების მიმართულებით ჩვენ მუშაობა დავიწყეთ ჯანდაცვის სამინისტროსთან და ეპიდემიოლოგებთან ერთად და მათთან კოორინდირებული მუშაობის შედეგად შეიქმნა რეგულაციები. სადაც არის გაწერილი, რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს სკოლამ იმისთვის, რომ პროცესი განაახლოს.

სკოლაში შესვლისას ყველა მოსწავლეს სიცხე უნდა გაუზომოს სკოლის წარმომადგენელმა.

სკოლებში აუცილებლად უნდა იყოს სადეზინფექიო ხსნარი და მისი მოხმარება ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი უნდა იყოს. მოწესრიგებული უნდა იყოს ჰიგიენური და სანიტარული ნორმები, რომლის მონიტორინგსაც სახელმწიფო განახორციელებს.

ეს რეგულაციები სექტემბერშივე იყო ცნობილი და ყველა ის აღჭურვილობა, რაც უსაფრთხოებას ეხება, შეგვიძლია ვთქვათ და მშობლები დავამშვიდოთ, რომ ეს რესურსები არის სკოლებში და ამ რესურსების მოხმარების პროტოკოლიც გაწერილია.

ახლა არის სკოლის ადმინისტრაციის პასუხიმგებლობა, მათ უნდა დაიცვან ის წესები, რაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის შემუშავებული“. -აღნიშნავს დგებუაძე.

მინისტრის მოადგილე საუბრობს, იმ ნაბიჯებზეც, რომელიც ყველა სკოლამ უნდა გაიაროს.

„ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე სკოლის სირცეში არსებული ყველა რგოლის თანამშრომელთა ტესტირება ყოველდღიურად მოხდება. სავალდებულოა 20 პროცენტის გატესტვა, მაგრამ სასურველია, სოლაში მომუშავე პირების  100 პროცენტი გაიტესტოს. მათ შორის მანდატურები და ტექნიკური პერსონალები.

ეს ერთ -ერთი პრევეციაა, რამაც ჩვენი მოსწავლეები უნდა დაიცვას.

ჩვენ მშობლის პოზიციიდან შევხედეთ ამ ყველაფერს და სწორედ, ამიტომ მასწავლებლებისა და სკოლაში არსებული ყველა პერსონალის ტესტირება დაიწყო მანამდე, სანამ საკლასო ოთახში განახლდებოდა სწავლა.

და ეს პროცესი ახლაც  მიმდინარეობს“, – ამბობს განათების მინისტრი.

 

დგებუაძე განმარტავს, როგორ შეიძლება შეცვალოს სკოლამ გაკვეთილების ხანგრძლივობა და დასვენებების განრიგი.

„საქართველოში არის 2085 საჯარო სკოლა, ყველა მათგანს აქვს განსხვავებული ინფრასტრუქტურა და  მოსწავლეების რაოდენობა. აქედან გამომდინარე, სკოლებს მივეცით შესაძლებლობა თავიანთი ინფრასტრუქტურის შესაძლებლობებიდან გამომდინარე და თავიანთი საჭიროებებიდან გამომდინარე დააორგანიზონ სასწავლო პროცესი.

იმისთვის, რომ ბევრი მოსწავლე არ მივიდეს ერთად სკოლაში, შეიძლება სხვადასხვა კლასებმა სხვადასხვა დროს დაიწყონ სწავლა. გარდა ამისა შესაძლებელია, შესვენებების სხვადასხვა დროს დაორგანიზება, იმისთვის, რომ შესვენებაზე ყველა ერთად არ გამოვიდეს.

ასევე შესაძლებელია, გაკვეთილების 45-დან 30 წუთამდე შემცირება იმისათვის, რომ სკოლაში შერეული გრაფიკი იყოს.

განათლების სამინისტრო ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე აყენებს მშობელს. (საუბარია დიდ ქალაქებზე). 

თვითონ უნდა გადაწყვიტოს, შვილი გაუშვას საკლასო ოთახში, თუ -არა. მისმა შვილმა განათლება მიიღოს სკოლაში, თუ დარჩეს სახლში და დისტანციური სწავლა გააგძელოს“, – აცხადებს დგებუაძე.  

თუმცა, მინისტრის მოადგილის განმარტებით, მშობელს ნებისმიერ დროს შეუძლია, სკოლაშივე დაწეროს განცხადება და შეცვალოს სწავლების არჩეული ფორმა.

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები