LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ვისაც ქრონიკული დაავადების გამო, უბრალოდ არ შეუძლია ნიღბის ტარება, სახლში დარჩენის რეკომენდაციას ვაძლევთ” – ბიძინა კულუმბეგოვი სტუმრად გადაცემაში ,,პულსი”

12
mtavari-2-2020-05-11-15-03-59-150545 (1)

30 ოქტომბერს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ ბიძინა კულუმბეკოვი სტუმრობდა, რომელმაც ყველაზე აქტუალურ თემაზე – კოვიდ 19-ზე ისაუბრა.

– ბატონო ბიძინა, ამერიკის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის ენტონი ფაუჩის განცხადებით, ვაქცინის შემუშავების მიუხედავად, სამყარო მაინც ვერ შეძლებს 2022 წლამდე ცხოვრების ნორმალურ რიტმს დაბრუნებას. თქვენ რას იტყვით ამგვარ განცხადებაზე?

– რა თქმა უნდა, ვაქცინა ძალიან მნიშვნლოვანია ეპიდემიის შემდგომი გავრცელების შესაკავებლად, მაგრამ ძალიან დიდი დრო დასჭირდება მის დამზადებას და მსოფლიოს ყველა მოქალაქისთვის განაწილებას. მეტიც, აზიელი მეცნიერების დასკვნით, მოსახლეობის სრული ვაქცინაცია 2024 წლამდეც შეიძლება გაგრძელდეს. ვფიქრობ, სწორედ ამ სირთულეებს გულისხმობდა  ფაუჩი, როცა ამგვარ განცხადებას აკეთებდა. ზოგადად, უკეთესია ბევრ ქვეყანაში შეიქმნას ვაქცინა მცირე რაოდენობით, ვიდრე ცოტა ქვეყანაში დიდი რაოდენობით. დაველოდოთ 2021 წელს, რომელიც მართლაც გარდამტეხი იქნება, თუმცა გავიზიარებ ამერიკელი კოლეგის მოსაზრებას და დავეთანხმები, რომ ჩვეულ ცხოვრების წესს დაბრუნება მართლაც ძალიან გაგვიჭირდება.

– როგორ შეაფასებთ ქართულ რეალობას?

– ეპიდემიური მდგომარეობა, რომელიც ბოლო დღეებში გამოიკვეთა, გარკვეულწილად იმედის მომცემია, რადგან სტაბილურობის ნიშნები გამოჩნდა. რა თქმა უნდა, ზამთრის პერიოდში კიდევ მოიმატებს შემთხვევები. მთავარია, მოსახლეობამ გამოიჩინოს მეტი პასუხისმგებლობა და დაიცვას ყველა რეკომენდაცია. ამასთანავე, ნოემბრის თვიდან სახელმწიფოს მიერ შეკვეთილი ვაქცინა უკვე ხელმისაწვდომი იქნება, რაც ეპიდემიის მართვაში დაგვეხმარება. საბედნიეროდ, ხარვეზების მიუხედავად ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ მაინც მოახერხა კრიზისის დაძლევა და თუ დაავადებულთა რიცხი კატასტროფულად არ გაიზრდება ამ სირთულესაც წარმატებით დაძლევს.

– რას ურჩევთ მოსახლეობას, რა უნდა გავაკეთოთ ვირუსისგან თავის დასაცავად?

– პირველ რიგში, პასუხისმგებლობა უნდა გავინაწილოთ სახელმწიფოსთან. როცა მედიკოსები პანდემიის მართვას ცდილობენ, ჩვენ რეკომენდაციების მაქსიმალური დაცვით (პირბადის სწორად ტარებით, დისტანციის დაცვით და სოციალური აქტივობებისგან თავის შეკავებით), უნდა შევუწყოთ ხელი მათ ამ ბრძოლაში.

– თქვენი, როგორც ალერგოლოგის აზრით, რამდენად საფრთხილოა ალერგიულისთვის პირბადის მუდმივი ტარება და ანტისეპტიკური სხნარის ხშირი გამოყენება?

– მართალია, გაზაფხულის კარანტინის ფონზე ბევრმა შეძლო სეზონური ალერგიისგან თავის დაღწევა, მაგრამ პირბადით და ჩახუთულობით გამოწვეულმა ალერგიულმა შემთხვევებმა მაინც ძალიან იმატა. თუმცა, პირბადით თავის დაცვა, ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე გამონაყარის შიშით მასზე უარის თქმა. მას კი, ვისაც ქრონიკული დაავადების გამო, უბრალოდ არ შეუძლია ნიღბის ტარება, სახლში დარჩენის რეკომენდაციას ვაძლევთ, რადგან ასეთი ადამიანები ყველაზე დაუცველები არიან.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები