LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისთან რჩება ბავშვი მშობლების განქორწინების შემთხვევაში და როგორ არის დაცული ამ მხრივ ბავშვების უფლებები

68
canva-photo-editor (10)

ბავშვთა უფლებები და მთავარი პრობლემები, რომელიც საზოგადოების ნაწილს ძირითადად, 1 ივნისს ახსენდება. ბავშვთა დაცვის დღეს საქართველოში არაერთი მოზარდი საკვების, სათამაშოს , ელემენტარული საჭიროებების გარეშე შეხვდა, ნაწილს განათლების უფლებას წართმეული აქვს, არაერთი ბავშვი კი ძალადობის მსხვერპლია. დღეს ამ თემას გადაცემაში ,,კანონის ფარგლებში” იურისტ ქეთევან ზანდუკელთან ერთად განვიხილავთ.

– პირველ რიგში, თქვენს პრაქტიკაში ბავშვთა უფლებების დარღვევის რა შემთხვევებთან გქონიათ საქმე?

– თავიდანვე გეტყვით, რომ ამ მხრივ საკანონმდებლო კუთხით არის ცვლილებები, რაც სასიკეთოდ აისახება. იურისტები, ძირითადად, სასამართლოზე ვაწყდებით ხოლმე კონკრეტულ ქეისებს, სადაც ყველაფერი ბავშვის ინტერესების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. მაგ. მშობლები დავობენ, განქორწინების შემდეგ შვილმა ვისთან უნდა იცხოვროს, დასასვენებლად ვისთან წავიდეს…. იმისთვის, რომ სასამართლომ დავა გადაწყვიტოს, მნიშვნელოვანია, ბავშვი რა შემთხვევაში იგრძნობს თავს.

– ეს როგორ წყდება და როგორ ირკვევა, რომ ბავშვის ინტერესები იყოს დაცული?

– აქ ერთვება სოციალური სააგენტო, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ბავშვის ადვოკატის როლშია. ასევე ფსიქოლოგის ჩართვა ხდება, რადგან ზედაპირზე არ არის რა არის ბავშვის ნამდვილი სურვილი. შეიძლება თქვას მოზარდმა, რომ დედასთან მინდა ან მამასთან, მაგრამ რეალობა სხვა იყოს და აღმოჩნდეს, რომ გარკვეული ზეწოლის შედეგად შეიძლება ის ამ პოზიციაზე იყოს.

– თქვენამდე როგორ მოდის ასეთი ქეისები, ვინ გაწვდით ინფორმაციას, ოჯახის წევრი თუ ვინ ?

– ზოგჯერ შეიძლება იყოს მაგ. ბებია, რომელიც მაგ. ამბობს, რომ ბავშვის უფლებები ირღვევა, ან სკოლაში არ დადის, ან ცუდად ექცევიან. ანუ ძირითადად, ნათესავები, ოჯახის წევრები მოდიან. როცა უფლებების დარღვევა არის ძალადობრივი , ასეთ დროს უკვე პოლიციის გამოძახება ხდება.

– როგორ წყდება ხოლმე საბოლოოდ ასეთი დავები?

– არის სარჩელები, როცა მშობლები ერთად ცხოვრობენ, მაგრამ ბებია–პაპას განსხვავებული ხედვა აქვს და მიმართავენ სასამართლოს. უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვსაც აქვს უფლება, თავად მიმართოს სასამართლოს, თუმცა ასეთი შემთხვევები, პრაქტიკულად, არ არის.

კანონმდებლობა ახსენეთ დასაწყისში, რა კუთხით გაუმჯობესდა ეს მიმართულება?

– ბოლო ერთი წლის მანძილზე შეიქმნა ბავშვის უფლებათა კოდექსი, მოხდა გადამზადება სპეციალისტების, რომლებიც უფრო სიღრმისეულად უდგებიან ყველაფერს. გარკვეული ხარვეზები, რა თქმა უნდა, არსებობს. ვიცით, რომ ჯანდაცვის სფეროშიც გარკვეული ხარვეზებია. ასევე მართლმსაჯულების კუთხითად პრობლემებია. დიდ დროს მოითხოვს სასამართლო პროცესი, დავები დროშია გაწელილი, რაც ცხადია, აზიანებს ბავშვის უფლებებს. არის გარკვეული ნაბიჯები, თუმცა კიდევ ძალიან ბევრია სამუშაო.

– ბოლოს, რა უნდა ვიცოდეთ, როცა ბავშვის უფლებებზეა საუბარი?

– ბავშვს აქვს თამაშის უფლება – ამას გამოვყოფდი. პირდაპირ წერია კანონში, რომ ბავშვს უნდა მიეცეს დრო თამაშისთვის და ამას უნდა შეუწყოს ხელი ყველამ. ბავშვს აქვს უფლება, რომ მას მოუსმინონ და ასევე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლება აქვს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები