LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,წარმოდგენა არ მაქვს, როდის ან რა ფორმატით შევძლებთ კონცერტის გამართვას” – ნინო ქათამაძე „არტ-FM“-ში

6
101673959-297131004655748-6937166563011198976-n

გადაცემის ლაივი LIVE

1 ივნისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ მუსიკოსი ნინო ქათამაძე სტუმრობდა, რომელმაც კარანტინის პერიოდში შეძენილ გამოცდილებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

– ნინო, რამდენადაც ვიცი, აქტიურად ატარებთ რეპეტიციებს. საინტერესოა, კონცერტისთვის ემზადებით თუ უბრალოდ მუსიკალური ფორმის შენარჩუნებას ცდილობთ?

– სამწუხაროდ, სამომავლო პერსპექტივები ძალიან ბუნდოვანია. წარმოდგენა არ მაქვს როდის ან რა ფორმატით შევძლებთ კონცერტის გამართვას, რეპეტიციებს კი, საკუთარი ემოციის და თვეების მანძილზე დაგროვილი გრძნობების გამოსახატად ვატარებთ. სიმართლე ვთქვა, ისე ძალიან მომენატრა ჩემს ჯგუფთან ურთიერთობა, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა რას გავაკეთებდით.

– თქვენ ერთ-ერთმა პირველმა მოაწყვეთ კონცერტი ონლაინ-რეჟიმში. რამდენად შეიძლება ამგვარი შოუთი იმ ემოციის მიღება, რომელსაც ცოცხალი კონცერტის დროს იღებს როგორც შემსრულებელი, ისე მსმენელი?

– რა თქმა უნდა ონლაინ-კონცერტის ჩატარება ძალიან რთულია, რადგან ის ერთგული მსმენელი გაკლია, რომელიც შენი გამოსვლის ყველა ნიუანსს ამჩნევს და აფასებს, თუმცა ამგვარი კონცერტის დროს მხოლოდ მუსიკაზე ხარ კონცენტრირებული და ენერგიას არ ხარჯავ მსმენელთან ურთიერთობაზე.

– რამდენად რთული აღმოჩნდა თქვენთვის კარანტინის შეზღუდვებს მორგება?

– ჩემთვის კარანტინი ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა, რადგან ამომწურავად შევისწავლე ჩემი შვილის ცხოვრება, გავეცანი მის სურვილებს და ინტერესებს. უამრავი დრო მქონდა ოჯახთან წევრებთან ურთიერთობისთვის, რაც მაქსიმალურად გამოვიყენე და შევეცადე ყველასთვის შემემსუბუქებინა თვითიზოლაცია.

– საყვარელი კერძი ხომ არ გაქვთ, რომელსაც განსაკუთრებით გემრიელად ამზადებთ?

– ახლობლებს თუ დავუჯერე, ყველაფერს გემრიელად ვაკეთებ. დღეს ჩემს მეგობარს ლობიო,  ჩემი გამომცხვარი პური გავასინჯე და ძალიან მოეწონა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები