LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წარმოუდგენელია წარმატებას მიაღწიო საქმეში, რომელიც არ გიყვარს – ივა ჭყონია

17
ivachkoniaformula19

27 მაისს რადიო „ფორტუნამ“ და გვანცა ლაღიძის გადაცემამ „წარმატების ფორმულა“ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტს ივა ჭყონიას უმასპინძლა, რომელმაც გადაცემაში სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და მსმენელს წარმატების საკუთარი ფორმულა გააცნო.

– “შრომა , სამუშაო პროცესში უშუალო ჩართულობა , სწორი გადაწყვეტილებების მიღება ანალიზის შემდეგ – ეს არის წარმატების მნიშვნელოვანი საწინდარი“ – თქვენს ერთ-ერთ ინტერვიუში ამოვიკითხე. კიდევ რა აუცილებელი პირობა ემატება იმდენი საქმის სინქრონში ორგანიზებისთვის, რომელსაც ხელმძღვანელობთ?

– საქმისადმი სიყვარული და ერთგულება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სიღრმისეულად უნდა იცნობდე საქმეს და ძალიან უნდა გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ, იმისთვის რომ წარმატებული იყო ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია ხალისით აკეთებდე საქმეს. გაღვიძება უნდა გიხაროდეს, იმიტომ, რომ რაღაც ახალი ეტაპი იწყება შენთვის იმ საქმეში, რომელიც გიყვარს. წარმოუდგენელია წარმატებას მიაღწიო საქმიანობაში, რომელიც არ გიყვარს.

– საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაცია უკვე სამი წლისაა. ორი დღის წინ გქონდათ იუბილე. რამდენად მნიშვნელოვნია მრავალრიცხოვანი წევრი კომპანიებისთვის ასოციაციის არსებობა?

– მე ვიტყოდი, რომ ასოციაციის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია იმ ბიზნესსექტორისთვის, რომელსაც დისტრიბუცია ჰქვია; ძალიან მნიშვნელოვანია იმ ბიზნესსექტორისთვისაც, რომელსაც მწარმოებლები ჰქვია და რომელსაც, იმპორტიორები ჰქვია. აგრეთვე უმნიშვნელოვანესია სახლემწიფოსთვის, ვინადიდან, ჩვენ ვართ ასოციაცია, რომლის პლატფორმაზეც გაერთიანეულია ძალიან ბევრი ბიზნესი, როგორც უკვე დავასახალე: მწარმოებლები, დისტრიბუტოირები, იმპორტიორები. ჩვენ მათ ვაწვდით ყველა არსებული პრობლემის შესახებ ინფორმაციას ერთი ლოკაციიდან და არ უწევთ მათ ამ პრობლემების შესახებ სხვადასხვა ლოკაციებიდან, სხვადასხვა კომპანიებისგან მოსმენა. დაახლოებით 60-ამდე კომპანიაა ჩვენს ასოციაციაში გაერთიანებული, მათ შორის ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორებიცაა: „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ და სხვა მსხვილი სადისტრიბუციო კომპანიები. ვფიქრობ, როგორც ბიზნესისთვის, ისე სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია დარგობრივი ასოციაციები არსებობდეს, იმიტომ რომ ისინი სახელმწიფოს განვითარებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას უწყობენ ხელს.

-ბევრი გახმაურებული და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებაში ხართ ჩართული პირადად , შედარება რომ მოვახდინოთ წარუმატებელსა და წარმატებულ ქეისს შორის, სამი წლის განმავლობაში რომელი გადაწონის?

– მოდი ხაზს გავუსვამ და სწორად მინდა აღვნიშნო, ბიზნესომბუდსმენის აპარატის მნიშვნელობა, იმიტომ რომ, არაერთი პრობლემური საკითხი ყოფილა, რომელიც ოპერატიულად გადაწყვეტილა მათი ჩართულობით. საწყის ეტაპზე, როდისაც ასოციაცია შეიქმნა ბიზნესომბუდსმენის მოვალეობას ასრულებდა ზურაბ ძნელაშვილი, შემდეგ უკვე აქტიურად ჩაერთო ირაკლი ლექვინაძე და რომ არა ისინი, ძალიან ბევრი საკითხი ოპერატიულად ვერ გადაწყდებოდა. ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დრო, დროულად გადაწყვეტილი პრობლემები ძალიან მნიშვნელოვნად აისახება ბიზნესზე და რა თქმა უნდა, ქვეყნის ეკონომიკაზე. ამიტომ, ამ ინსტიტურის არსებობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. არ მინდა პიარი გავუწიო, უბრალოდ, რეალურად რაც არის, ვახდენ ფაქტის კონსტანტირებას. თუმცა, აქვე ხაზი მინდა გავუსვა სასამართლოს არარსებობას საქართველოში, მე ამას ყოველთვის ხმამაღლა ვაცხადებ. არის ეს „NO“-ც, თუმცა არის დადებითიც. რა თქმა უნდა, აქ შემიძლია აღვნიშნო სამინისტროების მხრიდან აქტიური ჩართულობა, კერძოდ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩართულობა. პირადად მინისტრი ლევან დავითაშვილი აქტიურად ჩაერთო ერთ-ერთ პრობლემაში და ის ოპერატიულად გადაწყდა. ასევე აქტიური ჩართულობა სავაჭრო-სამრეწველო პალატის, რომლის ბორდის წევრებიც გახლავართ ჩვენ. ასევე გახლავართ ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული საბჭოს წევრები. არის საჭირბოროტო საკითხები, რომელსაც ვაყენებთ და რომელზეც, საკმაოდ მაღალ დონეზე არის ყურადღება გამახვილებული სახელმწიფო უწყებების მხრიდან. ეს კი ჩვენს სექტორს ძალიან ეხმარება, რომ უფრო სწარაფად გადავჭრათ დღეს არსებული პრობლემები. თუმცა, არის უფრო სერიოზული პრობლემებიც, რომლებიც არის გრძელვადიანი. მათ საფუძველი უკვე ჩაეყარა და ვფიქრობ, ისინი მალე დადებითად გადაიჭრება.

-მხოლოდ თბილისზე ხართ კონცენტრირებული, თუ რეგიონებშიც ჰქონდეს ბიზნესს თქვენი მხარდაჭრის იმედი?

– ცხადია, რეგიონებშიც. ზუსტად რამდენიმე თვის წინ, დაახლოებით 2 თვის წინ გვქონდა შეხვედრა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ადგილობრივ სადისტრიბუციო კომპანიებთან. გავიზიარეთ მათი პრობლემები, პრობლემების დაახლოებით 80 % იგივეა, რაც ზოგადად აწუხებთ თბილისში არსებულ სადისტრიბუციო კომპანიებს, თუმცა, არის ცოტა სხვაგვარი პრობლემებიც, დიფერენცირებული, რომლის მოგვარებაშიც მათ უახლოეს მომავალში დავეხმარებით. ჩვენი ერთერთი მიმართულებაა, რომ აჭარაში გაიხსნას ჩვენი ფილიალი, ადგილობრივი წარმომადგენელიც უკვე მოვიძიეთ. ამასთან, ახლო მომავალში საქართველოს სხვა რეგიონებსაც მოვიცვამთ.

– გარდა ბიზნეს საქმიანობისა, თქვენი გამგეობაში მუშაობის პერიოდიც გვახსენდება, ძველი თბილისის მიმართულებით ყველასთვის საყვარელი და პოზიტიური პროექტებიც მათ შორის. სიმღერის ინსპირაცია ძველი თბილისის უბნებში მოვიდა ?

– სიმღერა ზოგადად არის ჩემი ცხოვრების კრედო. სიმღერის გარეშე ჩემთვის აბსოლუტურად ყველაფერი წარმოუდგენელია- დღე იწყება სიმღერით და მთავრდება სიმღერით. ნებისმიერ სიმღერას შეუძლია ჩემი განწყობა შეცვალოს. ძალიან მიხარია, რომ მიწევს ისეთ მაგარ ადამიანებთან ურთიერთობა და ფაქტობრივად, ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, როგორიც არის: „თეატრალური კვარტეტი“, „ქართული ხმები“, „ალილო“, „შვიდკაცა“, „ფორტე“, სოლო მომღერლები: მერაბ სეფაშვილი, დავით გომართელი და ძალიან ბევრი. ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, ამით ვცხოვრობ, ეს ძალიან მიყვარს და ეს არის ჩემი სულიერი და ხორციელი საზრდო. გამგეობაში ვმუშაობდი 2008 წლიდან 2013 წლამდე, სადღაც 2009 წელს რომ დავიწყე, 3 წლის განმავლობაში, ყოველ წელს ვთხოვდი თითო კომპოზიტორს, რომ თბილისობისთვის ახალი სიმღერა შეექმნა. პირველი იყო ქეთი გაბისიანის სიმღერა, რომელიც მან 2009 წელს თბილისობას მიუძღნა, შემდეგი იყო ნუნუ გაბუნია 2010-ში, 2011- ში კი ნანა კალანდაძე.

-მიუხედავად სხვა მრავლი საქმიანობისა, კონცერტებში მონაწილეობის მიღებას ახლაც ახერხებთ , როგორია გარდასახვის ეტაპები კონფერენციიდან საკონცერტო სცენამდე ?

იქ უბრალოდ გული მღერის. თუ მემეღერება ვმღერი გულით. არ შეიძლება რომ მოვალეობის გამო იმღერო. მოვალეობის გამო სიმღერა, ყოველთვის წარუმატებელია. თუ გემღერება უნდა იმღერო, თუ არადა, არ უნდა იმღერო. თუ ვინმეს მოსწონს ჩემი სიმღერა, ალბათ იმიტომ, რომ გულით ვმღერი. პროფესიონალიზმთან მე არასდროს არ მექნება პრეტენზია, პროფესიონალი მომღერალი ვერასდროს ვიქნები. ნოტი რა არის არ ვიცი, არასდროს არ მისწავლია. სიმღერა ჩვენი ოჯახური ტრადიციაა, ბაბუადან მოყოლებული ასე მოვდივართ.

– მორიგი მიზანი ივა ჭყონიას საქმიან ცხოვრებაში?

მაინც ექსკლუზივად დავიტოვებ. არის მასშტაბური გეგმები, რომლებიც საკმაოდ დიდ წარმატებას უკავშირდება, არა ჩემსას, არამედ გლობალურ წარმატებებს. როდესაც ქვეყანა გიყვარს, ქვეყნის სადარაჯოზე უნდა იდგე, უნდა იყო იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც შენ ქვეყანაში ცხოვრობენ.
ბიზნეს ეტიკეტი : ივა ჭყონია საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი .

– სამი კრიტერიუმი ჩამოვთვალოთ სრულყოფილი სამუშაო პროცესისთვის გუნდში , რას ითხოვთ პარტნიორებისგან?

– ერთობას, ერთგულებას, საქმისადმი დაუღალავ შრომას. მუხლჩაუდრეკელი შრომაა საჭირო იმისთვის, რომ მიაღწიო იმ შედეგს, რომელსაც დასახავ.

-დახვეწილი სტილი სამუშაო პროცესში და ვიზუალში , გიწყობთ თუ არა ხელს ჩაცმულობის ეტიკეტი განწყობის შექმნაში?

ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთის ყოველი დილა -დილას როგორი ჩაცმით, ვიზულითაც გამოდიხარ ისეთივე ამინდს ქმნი საქმეში. ამით უპირველეს ყოვლისა პატივს სცემ საკუთარ თავს, შემდეგ იმ ადამიანებს, ვისაც ხვდები. ამიტომ, ვიზუალიზაცია არის ერთერთი მნიშვნელოვანი. სწორ ეტიკეტზე უნდა შეარჩიო, სად მიდიხარ, როგორ მიდიხარ.

– აქსესუარი, რომლის გარეშეც სახლიდან არ გამოდიხართ?

– საათი

– მთავარი სპორტული მისწრაფება და რამდენად ახერხებთ სპორტულ ცხოვრებას?

– ყოველ დღე, დილის 8 საათიდან საცურაო აუზზე გახლავართ. დაახლოებით ერთი საათი აუზზე, ამ დროს განმავლობაში დიდი რაოდენობით სითხის მიღება წყლის სახით, შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია მიიღო მწვანე ჩაი ჯინჯერთან და ლიმონთან ერთად – ესე უკვე გარკვეულ სტიმულს აძლევს ორგანიზმს და შემდეგ უკვე გარეთ გამოდიხარ, როგორც ენერგოვამპირი. ამასთან, გარკვეულ წილად მოწამლული ვარ სრიალით, თხილამურებით, ამიტომ მთის კურორტები ჩემთვის არის მნიშვნელოვანი, გარკვეული რელაქსია. მოდი ასე ვთქვათ: სიმღერა, ცურვა და თხილამურებზე სრიალი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ჩემს ცხოვრებაში.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– საკმაოდ სწრაფად ვიღებ გადაწყვეტილებას. ნებისმიერ გადაწყვეტილებას ვერა, მაგრამ მათ 80 %-ს ვიღებ ძალიან სწრაფად.

ბლიცი:

– ცხოვრების კრედო და ფრაზა რომელითაც საკუთარ თავს ამხნევებთ სირთულეების დროს?

– come on

– პირველი ხელფასის ოდენობა?

– 300 ლარი, ეს იყო 1996 წელს.

– ბავშვობის ოცნება პროფესიის კუთხით?

– პრეზიდენტობა და მემგონი მივაღწიე კიდეც, ჩემი დღევანდელი რეგალიის კუთხით.

– საუკეთესო მრჩეველი თქვენთვის?

-ჩემი გენერალური მდივანი ლაშა რიჟამაძე, ჩემი დასაყრდენი და ჩემი გიორგი გოდაბრელიძე, ასოციაციის დამფუძნებელი.

– კითხვა რომელიც ჟურნალისტისგან გაღიზიანებთ?

– ეგეთი კითხვა ნამდვილად არ ყოფილა, არც ერთ კითხვას არ გავუღიზიანებივართ. უბრალოდ, ჩემთვის ყველაზე სახალისო არის ხოლმე, როცა ვალუტის კურსზე მესაუბრებიან. ეს არის ჩვეულებრივად ცხოვრებისეული „დეჟავიუ“.

– ივა ჭყონიას დილა – ყავა თუ ნატურალური წვენი ?

– წყალი ნატურალური.

– განტვირთვის საუკეთესო საშუალება?

– აუზი.

– კერძი რომელსაც სიამოვნებით ამზადებთ?

– ასეთი კერძი არ მაქვს.

– კოლექციონერი ხართ?

– არა.

– აზრი რომელიც ახლა გებადებათ?

– არანაირი.

– აკვიატებული სიტყვა დღის განმავლობაში?

– what’s up

– გადაცემის სახელწოდება რომელსაც სტუმრობთ?

სიყვარული არის მთავარი ფორმულა წარმატების.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები