LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ყველა ჩემი სასიყვარულო ლექსი ირაკლის ეძღვნება” – მაია ბათიაშვილი სტუმრად ,,არტ-FM”-ში

8
maiabatiashvili

გადაცემის ლაივი LIVE

8 ივნისს რადიო ,,ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას ,,არტ-FM”-ს პოეტი და ფსიქოლოგი მაია ბათიაშვილი სტუმრობდა, რომელმაც საკუთარი ლექსების ახალ კრებულზე ,,სიტყვები” ისაუბრა.

– ქალბატონო მაია, პრაქტიკულად მთელი შემოქმედება გააერთიანეთ კრებულში, რომლის გამოცემასაც წლების მანძილზე გეგმავდით,

– ალბათ, კიდევ დიდხანს არ გამოცემოდა წიგნი, რომ არა ჩემი ახლობლები. ძალიან გამიჭირდა ამ ნაბიჯის გადადგმა და ერთგვარი რიდის დაძლევა. განსაკუთრებით აქტიურობდნენ ჩემი მეუღლე და ქალიშვილი, დიდი წვლილი მიუძღვის ქალბატონ მაყვალა გონაშვილსაც, რომელსაც ყოველთვის ძალიან მოსწონდა ჩემი ლექსები და ხშირად მახსენებდა, რომ დრო იყო მათი ფართო ბუბლიკისთვის წარსადგენად. მიხარია, რომ ჩემი ლირიკა ბევრისთვის აღმოჩნდა ახლობელი და სოციალურ ქსელშიც პოპულარობით სარგებლობს. ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, პირველ რიგში ქალბატონ მაყვალა გონაშვილს და ბატონ ტარიელ ხარხელაურს, რომელთა წინასიტყვაობაც ამშვენებს ჩემ წიგნს.

– საინტერესოა, თქვენს ქალიშვილს რა ლექსი მიუძღვენით?

– ერთ-ერთს გამოვარჩევდი, რომელიც 31 წლის წინ, ირინას დაბადების დღეზე დავწერე ფურცელის ნაგლეჯზე. ძალიან ძვირფასია ეს ლექსი ჩემთვის, ძალიან მომწონს და იმედია მკითხველიც მოიწონებს.

– თქვენს მეუღლეს რამდენად ხშირად უძღვნით ლექსებს?

– რა თქმა უნდა, ყველა ჩემი სასიყვარულო ლექსი ირაკლის ეძღვნება. სხვათა შორის, კრებულში ციხეში გაგზავნილი წერილების ლექსებიც შევიტანე.

– როდის დაიწყეთ ლექსების წერა?

– წერა ბავშვობაში დავიწყე, თუმცა თავიდან მხოლოდ პროზა მიტაცებდა. საკმაოდ ხშირად იბეჭდებოდა ჩემი მოთხრობები, თუმცა ლექსების გამოქვეყნებაზე უარს ვამბობდი, რადგან ძალიან პირადული იყო და არ მინდოდა სხვისთვის განდობა. სამომავლოდ მოთხრობების კრებულის გამოცემასაც ვგეგმავ და იმედია, მკითხველს ისიც მოეწონება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები