LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა ტიპის საავტომობილო სერვისი ერთ სივრცეში

8
Picture

ინტერვიუ “პრემიერ მოტორსის” მარკეტინგის მენეჯერთან ნიკა შინჯიკაშვილთან.

რამდენი ხანია, რაც „პრემიერ მოტორსი“ ქართულ ბაზარზეა და რომელი ბრენდების ოფიციალური წარმომადგენლები ხართ საქართველოში

„პრემიერ მოტორსი“- ეს არის „ვოლვოს“ და „რენოს“ სატვირთო ავტომობილების ოფიციალური წარმომადგელი საქართველოში. ბაზარზე 2013 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანიამ საწყის ეტაპზე 30 ერთეული ავტომობილი გაიყიდა, მალევე მიწის ნაკვეთი შეიძინა და დაიწყო სათაო ოფისის მშენებლობა, რაც 2017 წელს დასრულდა. ზუსტად ამ დროიდან ჩვენ სრულ საავტომობილო სერვისს, მათ შორის აღნიშნული ორი ბრენდის ნაწილებს ვთავზობთ მომხმარებელს. გარდა ამისა, ჩვენ სხვა ბრენდების წარმომადგენლებიც ვართ საქართველოში, მათ შორის კომპრესორების, სასაწყობო დამტვირთველების, აზოტის გენერატორების მიმართულებებით

ამ დროისთვის რა მოდელებია თქვენთან წარმოდგენილი

ამ ეტაპზე ადგილზე სატვირთო მანქანები აღარ გვყავს, რადგან მარაგში არსებული სატვირთოები გაიყიდა. ეს მოდელები მძიმე სამუშაოებისთვის იყო განკუთვნილი. მომდევნო წლიდან ვგეგმავთ მარაგის შევსებას, ასევე სხვა მოდელების, მათ შორის მძიმე სამუშაოებისთვის და საგზაო გადაზიდვებისთვის საჭირო ავტომობილების შემოყვანასაც. გარდა ამისა, კლიენტს ნებისმიერი სხვა მოდელით დაინტერესების შემთხვევაში შეუძლია, განაცხადი გააკეთოს ჩვენს კომპანიაში.

სატვირთო ავტომობილების გარდა, როგორც ცნობილია, პრემიერ მოტორსი საავტომობილო სერვისსაც სთავაზობთ მომხმარებლებს. რა ტიპის სერვისებზეა საუბარი

„პრემიერ მოტორსში“ მოსულ მომხმარებელს ნებისმიერი ტიპის საავტომობილო სერვისს ვთავაზობთ, იქნება ეს ძრავთან დაკავშირებული პრობლემა, დიაგნოსტირება, ვულკანიზაცია, სამრეცხაო და ა. შ. ანუ კლიენტს სხვადასხვა ადგილზე არ მოუწევს სიარული ამა თუ იმ მომსახურებისთვის

რაც შეეხება მომსახურების ფასებს, ცხადია, დეტალურად თითოეულის ფასს ვერ ჩამოვთვლით, მაგრამ რამდენად ხელმისაწვდომია თქვენი სერვისი ქართველი მომხმარებლისთვის, რომელ საფასო სეგმენტზეა გათვლილი პრემიერ მოტორსის მომსახურება

ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს/კომპანიას ჰქონდეს საშუალება, რომ მაღალი ხარისხის სერვისი მიიღოს. ამ სფეროში დროისა და თანხის დაზოგვა მნიშვნელოვანია. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ მომსახურება, თუმცა მაინც გამოიყოფა, რომ საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე პირებისთვისა და კომპანიებისთვისაა ჩვენი სერვისები.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, რა ახალი პროექტების განხორციელებას გეგმავთ მომავალი წლიდან, აპირებთ თუ არა ახალი მოდელების შემოყვანას ქართულ ბაზარზე

კომპანია ჯერჯერობით ახალია, თუმცა სამომავლოდ ბევრი გეგმა აქვს. 2019 წელს დაგეგმილია მეორე ფილიალის გახსნა დასავლეთში, ამ ეტაპზე დაწყებულია მზადება, ასევე რამდენიმე მსოფლიო ბრენდთან ოფიციალურ წარმომადგენლობაზე მიდის მოლაპარაკებები. ასევე დაგეგმილია ახალი მოდელების შემოყვანა. ვაპირებთ სხვა მარკის სატვირთო ავტომობილების ნაწილების შემოტანას და რეალიზაციასაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები