LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე განსხვავებული და პოპულარული ორადგილიანი სპორტქარი – Mazda MX5 უკვე საქართველოშია

9
101197077-2806205866172111-2955898352551591936-o

მიმდინარე წელს ავტომობილებზე მოთხოვნა 20-30 პროცენტით შემცირდება – ამის შესახებ “ბიზნესნიუსის” ეთერში „მაზდა ცენტრი თეგეტას“ გაყიდვების მენეჯერმა თათია ბოჭორიშვილმა განაცხადა. მან იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომლის წინაშეც პანდემიის გამო, საავტომობილო ბიზნესი აღმოჩნდა. გარდა ამისა, ბოჭორიშვილმა მომხმარებელს ის სიახლეც გააცნო, რომელიც “მაზდა ცენტრი თეგეტაშია”.

რამდენად რთული აღმოჩნდა ავტობიზნესისთვის ის უძრაობა, რაც პანდემიამ შექმნა და რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა სექტორი?

საავტომობილო ბიზნესისთვის, როგორც მთელს მსოფლიოში, ისე საქართველოში, საკმაოდ რთული პერიოდი იყო და არის. უშუალოდ ჩვენ, ფაქტობრივად, 2 თვეზე მეტი დაკეტილები ვიყავით. თუმცა, მიუხედავად კრიზისისა, მთავრობისგან დროული რეაგირება კომერციული საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, საჭირო და სწორი გადაწყვეტილება იყო, ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად. ამ გადაწყვეტილებებმა შედეგი გამოიღო და ჩვენც შესაძლებლობა მოგვეცა, დაგეგმილზე ადრე გავხსნილიყავით.

რა რეგულაციების დაცვა მოგიხდათ მუშაობის აღსადგენად?

ჩვენი მთავარი პრიორიტეტი – ჩვენი მოხმარებლების დაცვააა, ამიტომ „მაზდას“ შოურუმში მაქსიმალურად დაცულია უსაფრთხოების ნორმები და გათვალიწინებულია ჯანდაცვის სამინისტროს ყოველი რჩევა. თქვენ უკვე შეგიძლიათ გვეწვიოთ და დაათვალიეროთ ცენტრში წარმოდგენილი ავტომობილები და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი „მაზდა“.

რამდენად დიდია ფინანსური დანარკარგები “მაზდა ცენტრი თეგეტას” შემთხვევაში, თუ არის ეს უკვე დათვლილი და ხომ არ მოგიწიათ ადამიანური რესურსის შემცირება?

ამ ეტაპზე რთულია ფინანსურ დანაკარგებზე საუბარი, რადგან კრიზისი ჯერ კიდევ არ არის დაძლეული და მხოლოდ მისი აღმოფხვრის შემდეგ იქნება შესაძლებელი ციფრებზე საუბარი. ზოგადად ვფიქრობ, რომ ამ წელს ავტომობილებზე მოთხოვნა 20-30 პროცენტით შემცირდება. ჩვენ, საბედნიეროდ, არ მოგვიწვია ადამიანური რესუსრის შემცირება.

ამ ეტაპზე, თუ გამოცოცხლდა ინტერესი ავტომობილების მიმართ, როგორია გაყიდვების მაჩვენებელი?

გამიჭირდება იმის თქმა, რომ ამჟამად ინტერესი ავტომობილების მიმართ გამოცოცხლებულია, თუმცა ვიმედოვნებ, რომ სულ მალე დავუბრუნდებით ჩვენს ჩვეულ კალაპოტს.

თქვენს კომპანიაზეც რომ ვისაუბროთ, როდიდან არისმაზდა ცენტრი თეგეტა” საქართველოში წარმოდგენილი და რას სთავაზობს მომხმარებელს?

ჩვენ 2011 წლიდან ვართ „მაზდას“ ოფიციალური იმპორტიორები საქართველოში. კოპანია მომხმარებელს სთავაზობს მსუქუბი ტიპის ავტომობილებს, რომლებიც გათვლილია როგორც ორგანიზაციებისთვის, ისე ფიზიკური პირებისათვის. „მაზდა“ გახლავთ ის იაპონური პრემიუმ ბრენდი, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებელს თანაბრად გაუწიოს ჩვეული მეგზურობა. ჩვენი სამოდელო რიგი მოიცავს, როგორც ბიზნეს კლასის, ისე საოჯახო და სპორტულ ავტომობილებს და ჩვენი დიდი ოჯახის წევრებმა უკვე იციან, რომ „მაზდას“ ავტომობილების მართვა უდიდესი სიამოვნებაა.

თუ გაქვთ მიმდინარე წელს გეგმები, რომლის განხორციელებასაც წლის ბოლომდე აუცილებლად გეგმავთ?

პანდემიამ ჩვენი გეგმები ცოტათი შეცვალა, თუმცა ვცდილობთ, რომ ძირითადი სიახლეები მაინც შევინარჩუნოთ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გეგმა წინა კვირაში უკვე განვახორციელეთ. პირველად საქართველოში, Mazda MX5 შემოვიყვანეთ. ეს არის მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი, ორკარიანი სპორტული ავტომობილი და მისი ნახვა მომხმარებელს „მაზდას“ შოურუმში უკვე შეუძლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები