LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზეწოლა ნინოწმინდის პანსიონის ყოფილ ბენეფიციარზე – რა პასუხისმგებლობა ეკისრებათ სავარაუდო დამნაშავეებს

5
ka 2

ნინოწმინდის პანსიონის გარშემო განვითარებული მოვლენები კვლავ აქტუალურია და ლამის ყოველდღე ახალ–ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ამჯერად სახალხო დამცველმა იმ სავარაუდო ზეწოლაზე ისაუბრა, რასაც პანსიონის ყოფილ ბენეფიციარზე ახდენენ. ამიტომ გადავწყვიტეთ, დღევანდელ გადაცემაში ,,კანონის  ფარგლებში” მოზარდების უფლებების დარღვევა სახალხო დამცველის მოადგილესთან – ეკა სხილაძესთან განგვეხილა.

– პირველ რიგში დავიწყოთ, რა ტიპის ზეწოლაზეა საუბარი და ვისი მხრიდან?

– ყოფილი ბენეფიციარი, რომელიც ხიჭაურში, უნივერსიტეტში იღებდა განათლებას, ასევე იქვე ცხოვრობდა, ის ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც სამართალდამცავ ორგანოებს ნინოწმინდის პანსიონატზე მიაწოდა ინფორმაცია, ის გამოაგდეს საცხოვრისიდან. ამჟამად მიმდინარეობს მისთვის ადგილის მოძებნა. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფომ უფრო მეტი ძალისხმევა უნდა გასწიოს, რომ ეს ბავშვები არ დარჩნენ ასეთი ზეწოლის პირისპირ.

– თუ გითხრათ ბენეფიციარმა, კონკრეტულად ვინ გამოვიდა მასთან კონტაქტზე?

– ეს ადამიანი ამბობს, რომ მას დაწესებულების წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ ბარგი შეეკრა და დილითვე დაეტოვებინა ტერიტორია. დაწყებულია ამ საკითხის მოკვლევა. სახალხო დამცველი უკავშირდება ასევე ყველა შესაბამის უწყებას, რომ ამ ადამიანისთვის დროულად გამოინახოს ადგილი, სადაც ეს პირი შეძლებს ცხოვრებას. ანუ თუ ითანამშრომლებენ გამოძიებასთან, შეიძლება დარჩნენ ელემენტარული თავშესაფრის გარეშე. ეს იქნება დამაბრკოლებელი, რომ ეფექტიანად ითანამშრომლონ გამოძიებას.

სხვა ტიპის ზეწოლაც ხომ არ ყოფილა, ან მუქარა?

– ჩვენ ვისაც ვესაუბრეთ, ძირითადი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ისინი დარჩებიან ქუჩაში, რომ მათ სახალხო დამცველი ვერ უშველის და ა. შ. ცხადია, მათთვის რთულია, დაუპირისპირდნენ ამ დაწესებულებას, სადაც წლებია ცხოვრობენ. სახელმწიფო უნდა იყოს მოწოდებული, რომ ასეთი ადამიანები არ დარჩებიან თავშესაფრის გარეშე.

– თუ მოიძიებთ, ვისგან მოდის ეს ზეწოლა და სამართლებრივად რა ემუქრებათ მათ ?

– ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა. იძულება, რომელიც შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური ხასიათის , რაც აიძულებს, რომ შეცვალოს მისი ქმედება, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ვინც არიან ჩართულები, ჩვენ მზად ვართ ამაზე დეტალური ინფორმაცია ჰქონდეთ.

– ბოლო ინფორმაციაც მოგვაწოდეთ, ვინც გამოიყვანეს პანსიონიდან, სად არიან, როგორ გადანაწილდნენ?

– 25 ბავშვია გამოყვანილი, მათი ნაწილი ოჯახებშია, ნაწილი – სახელმწიფო ზრუნვაში. დეტალურ ინფორმაციას ველოდებით გვაქვს კომუნიკაცია ოჯახებში დაბრუნებულ ბავშვებთან.

– როგორ არიან, თავს როგორ გრძნობენ, ამაზე თუ გაქვთ ინფორმაცია?

– ყველა არის მშვიდ გარემოში, არ გასჭირვებიათ ადაპტირება, თუმცა აუცილებელია სახელმწიფომ მათ განგრძობითად მიაწოდოს ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ასევე ოჯახების მდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს, ადგილობრივ თვითმმართველობებს აქვთ დიდი როლი, რადგან ამ ყველაფრის მიზეზი სიღარიბეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები