"არის ადამიანების ჯგუფი, რომლებსაც სურთ, კონკრეტული ღონისძიების ჩატარება და ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა. არის საზოგადოების მეორე ნაწილი და ისინი ორგანიზდებიან ხოლმე საკმაოდ დიდი რაოდენობით, რომლებსაც ამის დაშვება არ სურთ" - განაცხადა კობახიძემ.

"კომიტეტი ხელისუფლებას მოუწოდებს, მიიღოს ყველა საჭირო ზომა ლგბტი თემისა და აქტივისტების მშვიდობიანი შეკრების უფლების შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველსაყოფად" - აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„როცა ბრალდებულებს ვუსმენ და ვცხოვრობ სახელმწიფოში, სადაც ვემორჩილები კანონს, ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ადვოკატებიც, მეც, მედიის წარმომადგენლებიც, სასამართლოც, ვემორჩილებით კონსტიტუციას,“ - განაცხადა თამარ იაკობიძემ.

„ჯგუფური ძალადობა აქვს წარდგენილი აბსოლუტურად ყველას, მაგრამ ორგანიზატორებად ისინი შერაცხილები არ არიან. არანაირად არ გამოდის ორგანიზატორი დავით კუტალაძე, ამას არც არავინ არ ედავება მას,“ - განაცხადა ადვოკატმა.

სახალხო დამცველმა შეისწავლა მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ვიდეომასალები და მიიჩნევს, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებები აღწევს დასაბუთებული ვარაუდის, ანუ ბრალის წარდგენის სტანდარტს, რათა 2 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს.

როგორც ხოშტარიამ განაცხადა, მას თბილისის საქალაქო სასამართლოდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ 15 სექტემბერს მისი პროცესი დაინიშნა. პოლიტიკოსის თქმით, როგორც მას უთხრეს, საქმე 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე პროტესტს შეეხება.