"საოკუპაციო ხაზთან ვიზიტი, კიდევ ერთი ხაზგასმაა იმ საერთო საფრთხის, რომელიც საქართველოსა და უკრაინას გააჩნიათ" - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

"საზღვრის" გადალახვის სირთულე, პროცედურები და აკრძალვები, გალის რეგიონის ქართველებს მისი "დარღვევისკენ" ზოგჯერ სიცოცხლის სანაცვლოდ უბიძგებს" - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი.

დეგნანის განცხადებით, ვიზიტის მეშვეობით საკუთარი თვალით იყო შესაძლებელი იმ საზიანო გავლენის ხილვა, რომელიც ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ადამიანებზე მიმდინარე ოკუპაციას აქვს.

"ეს შემზარავი გარემოება უკვე მრავალი წელია ყველას გვახსენებს რომ ოჯახებს უხდებათ წარმოუდგენელი არჩევანის გაკეთება, იყვნენ მათთვის საყვარელ ხალხთან ერთად, მიიღონ სამედიცინო დახმარება და განათლება, ან ოჯახი უზრუნველყონ საკვებით", - წერია განცხადებაში.